თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2014, 14:05
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2621,
კომენტარები: 9
"იუნაიტედის" სამიზნეები
"მანჩესტერ იუნაიტედის" ძირითადი სამიზნეების სია
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დევიდ მოიესს ხელმძღავნელობამ ტრანსფერებისთვის კოლოსალური თანხა, 200 მილიონი გამოუყო, რაც იმას ნიშნავს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს აქტიურობას სატრანსფერო ფანჯრის დროს. "SkySports"-ის ჟურნალისტები გვთავაზობენ გუნდის ძირითად სამიზნეებს, რომელთაც სავარაუდოდ მალე წითელ ფორმაში ვიხილავთ.

მარკო როისი

"იუნაიტედის" სამიზნეები

ასაკი: 24
ეროვნება: გერმანია
კლუბი: დორტმუნდის ბორუსია
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
სატრანსფერო ღირებულება: 40 მილიონი
ალტერნატიული სამიზნეები: სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ევერტონ რიბეირო (კრუიზერო), კრისტიან როდრიგეზი (ატლეტიკო მადრიდი), ხუან სანჩეზ მინო (ბოკა ხუნიორსი).

"მე მაქვს კონტრაქტი ბორუსიასთან და ძალიან ბედნიერი ვარ აქ." ასეთი სიტყვებით უპასუხა მარკო როისმა სატრანსფერო ჭორებს, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. "დორტმუნდის" ნახევარმცველი ითვლება დევიდ მოიესის ყველაზე სასურველ ფეხბურთელად სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელსაც შეუძლია "იუნაიტედის" ნახევარდაცვას შემატოს ის, რაც ძალიან აკლია - კრეატიულობა და გოლები. მას შეუძლია ითამაშოს როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე ვინგერის პოზიციაზე, რაც ძალიან სასაგებლო იქნება ინგლისური კლუბისთვის. თუმცა როგორც სხვადასხვა წყაროები იუწყებიან მისი გამოსყიდვა მხოლოდ ზაფხულში იქნება შესაძლებელი.

ლეიტონ ბეინსი

"იუნაიტედის" სამიზნეები

ასაკი: 29
ეროვნება: ინგლისი
კლუბი: ევერტონი
პოზიცია: მარცხენა მცველი
სატრანსფერო ღირებულება: 20 მილიონი
ალტერნატიული სამიზნეები: ლუკ შოუ (საუზჰემპტონი), ფაბიო კოენტრაო (რეალ მადრიდი).

ლეიტონ ბეინსის სახელს "იუნაიტედს" ჯერ კიდევ მაშინ უკავშირებდნენ, სანამ თვითონ მოიესი ჩაუდგებოდა გუნდს სათავეში. როგორც ჩანს, შოტლანდიელ სპეციალისტს მყარად აქვს გადაწყვეტილი იანვარში ევრას შემცვლელის პოვნა. მეორე ვარიანტად განიხილება ლუკ შოუ, თუმცა დიდი ალბათობით ის ლონდონის "ჩელსის" შეუერთდება. ასე რომ, რეალურ ვარიანტად რჩება ბეინსი. მაგრამ ამ ტრანსფერთან დაკავშირებით არსებობს ერთი კითხვა, ღირს თუ არა 29 წლის მცველი 20 მილიონი, რომელსაც უკვე კარიერის პიკი გავლილი აქვს. ასევე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუნაიტედი" შეუთანხმდა "რეალ მადრიდს" ფაბიო კოენტრაოს ტრანსფერზე.

კოკე

"იუნაიტედის" სამიზნეები

ასაკი: 22
ეროვნება: ესპანეთი
კლუბი: ატლეტიკო მადრიდი
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
სატრანსფერო ღირებულება: 35 მილიონი
ალტერნატიული სამიზნეები: სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ევერტონ რიბეირო (კრუიზერო), კრისტიან როდრიგეზი (ატლეტიკო მადრიდი), ხუან სანჩეზ მინო (ბოკა ხუნიორსი).

მას ბევრი ახალ ხავის უწოდებს, "ატლეტიკოს" ნახევარმცველი როისთან ერთად ითვლება ყველაზე სასურველ ფეხბურთელად გუნდისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ის, ისევე როგორც როისი ვერ შეძლებენ "ჩემპიონთა ლიგაზე" თამაშს. ახალგაზრდა ფლეიმეიქერმა ცოტა ხნის წინ მოაწერა ხელი ახალ კონტრაქტს, რის მიხედვითაც ის გუნდში 2018 წლამდე დარჩება, თუმცა "იუნაიტედი" მზადაა ამ ტრანსფერში დიდი რაოდენობის თანხა გადაიხადოს. "იუნაიტედის" ხელმძღვანელები და გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ კოკე საბოლოოდ მოახერხებს პოლ სქოუზის შეცვლას, რომელ მისიაც კლევერლი ვერ ასრულებს. თუმცა ამ ტრანსფერისთვის "იუნაიტედს" მოუწევს ბრძოლა "მილანთან" და თვითონ "ატლეტიკოსთან", რადგან მათ არ სურთ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველის გაშვება გუნდიდან.

ანდერ ერერა

"იუნაიტედის" სამიზნეები

ასაკი: 24
ეროვნება: ესპანეთი
კლუბი: ატლეტიკ ბილბაო
პოზიცია: ჩამშლელი ნახევარმცველი
სატრანსფერო ღირებულება: 31 მილიონი
ალტერნატიული სამიზნეები: სტივენ დეფორი (პორტო), ნემანია მატიჩი (ბენფიკა), ფერნანდო (პორტო), ილკაი გუნდოგანი (დორტმუნდის ბორუსია).

როგორც ინგლისური ჟურნალ-გაზეთები იტყობენებიან ანდერ ერერა ისევ მოიესის სასურველ ფეხბურთელთა სიაშია. როგორც მოგეხსენებათ გუნდი მის ყიდვას ძალიან აქტიურად ცდილობდა ზაფხულში, თუმცა ეს ტრანსფერი მაშინ არ შესრულდა. მისი დიდი უპირატესობა არის ის, რომ მას არ აქვს ნათამაშები ჩემპიონთა ლიგაზე და გადმოსვლის შემთხვევაში შეძლებს გუნდის დახმარებას ევრო სარბიელზე. ერერა ითვლება ძალიან მაღალი დონის ნახევარმცველად და მას კარგად შეუძლია ადგილის შევსება დაცვიდან შემტევ ნახევარმცველამდე.

დიეგო კოშტა

"იუნაიტედის" სამიზნეები

ასაკი: 25
ეროვნება: ბრაზილია
კლუბი: ატლეტიკო მადრიდი
პოზიცია: თავდამსხმელი
სატრანსფერო ღირებულება: 32 მილიონი
ალტერნატიული სამიზნეები: ედისონ კავანი (პსჟ), მოსკუიტო (ატლეტიკო პარანენსი), კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა).

კოშტა იმყოფება მეორე ადგილზე "პრიმერა დეივიზიონის" ბომბარდირთად ცხრილში და მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება კრიშტიანო რონალდოს. მან ამ სეზონში 19 გოლი გაიტანა ჩემპიონატში და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია "ატლეტიკოს" ასეთი წარმატებული სერიისა. ბრაზილიელს უკავშირებენ ბევრ ტოპ კლუბს და მათ შორისაა "იუნაიტედიც". რობინ ვან პერსის მომავალთან დაკავშირებული ჭორების და ასევე მისი ტრავმიანობის გამო "იუნაიტედი" ცდილობს იპოვოს მისი შელცვლელი. თუმცა "ატლეტიკოს" არც კოშტას გაშვება სურს იანვარში.

უილიამ კარვალიო

"იუნაიტედის" სამიზნეები

ასაკი: 21
ეროვნება: პორტუგალია
კლუბი: სპორტინგი
პოზიცია: ჩამშლელი ნახევარმცველი
სატრანსფერო ღირებულება: 35 მილიონი
ალტერნატიული სამიზნეები: სტივენ დეფორი (პორტო), ნემანია მატიჩი (ბენფიკა), ფერნანდო (პორტო), ილკაი გუნდოგანი (დორტმუნდის ბორუსია).

კარვალიო შესანიშნავად ასპარეზობს "სპორტინგის" შემადგენლობაში და რამდენიმე ინგლისური გრანდის ყურადღება მიიპყრო. "იუნაიტედის" სკაუტები დაესრწნენ პორტუგალიელის რამდენიმე მატჩს და ერერას ვერ ყიდვის შემთხვევაში, კლუბი პორტუგალიელ ჩამშლელზე გადაერთვება. კარვალიოთი ასევე ინტერესდება "არსენალი", რომლებიც მას ახალ პატრიკ ვიეირად მიიჩნევენ. უილიამი ჯერ არ ითვლება ტოპ კლასის ფეხბურთელად, თუმცა მას უდიდესი პოტენციალი აქვს. მას შეუძლია როგორც ფიზიკური ორთაბრძოლების მოგება, ასევე შესანიშნავი გადაცემების გაკეთება.


წყარო: SkySports
ტრანსფერები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
8 იანვარი 2014 14:39
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
როისი კოკე ბეინსი დანარჩენი არმინდა და კიდე კოშტა
0
№2
ავტორი: Vodafone
8 იანვარი 2014 15:30
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
როისი, კოკე და კოენტრაო მინდა მაგრა
0
№3
ავტორი: love united
8 იანვარი 2014 15:37
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ოღონდ ტრანსფერი იყოს :დ როისი მინდა მაგრად...
0
№4
ავტორი: N10
8 იანვარი 2014 15:40
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
როისი გადმოვიდეს და რავი რა მერე გაგვიძლლ\ონ რუნი და პერსი რო დაბრუნდება
0
№5
ავტორი: GGMU
8 იანვარი 2014 15:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
აუუუუუუუუუუუუუ იყიდე ვინმე კაი კაი კაცო
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
8 იანვარი 2014 15:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
magar nexvshia gundi
0
№7
ავტორი: Manchester_M
8 იანვარი 2014 19:18
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რა შეუტიკინა ამ როისს არ მოდისო და ვინც შეუძლია იმაზე იკავებს თავს.
0
№8
ავტორი: Alex Buttner
8 იანვარი 2014 20:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ბეინსის დედას შEვეცი არგვჭირდება მარცხენა მცველი აი სხვა ფეხბურთელებზე უარს არ ვიტყოდი მაგრამ ეს იუნაიტედის სამიზნეა მოიესის სამიზნეთა წიგნში არავინ არწერია სამწუხაროდ :D
0
№9
ავტორი: RedGirl
8 იანვარი 2014 21:27
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ეეჰ როის როიის :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top