როგორც ჩანდა კოენტრაოს ტრანსფერი უკვე შემდგარი უნდა იყოს და პორტუგალიელი ოლდ ტრაფორდზე უნდა გვეხილა. თუმცა, დევიდ მოიესმა გუშინდელი მარცხის შემდეგ ისაუბრა ჟურნალისტებთან და მათ არ დაუდასტურა კოენტრაოს ტრანსფერი. "არ ეს არ არის სიმართლე" - თქვა მან.
მოიესი ასევე გარანტია იმისა, რომ არის გამოყოფილი მნიშვნელოვანი თანხები და შესაძლოა ვიხილოთ ტრანსფერები ამ თვის ბოლომდე და ზაფხულშიც. თუმცა, "იუნაიტედის" მწვრთვნელმა აღიარა, რომ ის ფეხბურთელები, რომელსაც მას სურს აუცილებელია, მაგრამ შესაძლოა არ იყვნენ ხელმისაწვდომები, აქვე კი შეგახსენებთ, რომ ასეთი წაგებების სერია 2001 წლის მაისის მერე არ ჰქონია კლუბს.
"ჩვენ გადმოვიყვანდით ახალ ფეხბურთელებს, მაგრამ არიან ისინი მისაწვდომები ?" - ასეთი კითხვა დასვა მოიესმა "სუონსისთან" განცდილი მარცხის შემდეგ. "საკამათოა, მაგრამ უდავოა, რომ ისეთი ფეხბურთელები, როგორიც "იუნაიტედს" ესაჭიროება ტრანსფერის ამ პერიოდში არ გადმოვლენ. აუცილებლად გავაკეთებდით ტრანსფერს იანვარში, ეს რომ იყოს შესაძლებელი" - დაასრულა დევიდ მოიესმა.