"მანჩესტერ იუნაიტედი" შესაძლოა დაისაჯოს FA-ს ასოციაციისგან, მას შემდეგ რაც გუნდის გულშემატკივრება გუშინდელ მატჩში "სანდერლენდის" წინააღმდეგ აანთეს ფლაერები. რამდენიმე პირო away end-ზე, ანუ სტუმარი გუნდის ფანების სექტორზე აინთო. ერთი ფლაერი "იუნაიტედის" გულშემატკივრებმა სანდერლენდის ფანებისა და სტიუარდების მიმართულებით ისროლეს. მატჩის ბოლოს მანჩესტერიდან სანდერლენდში ჩასული ქომაგები წესით არ უნდა ყოფილიყვნენ გახარებულნი- მათმა გუნდმა ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა.
გულშემატკივრებმა ჩანტის შესრულების დროს ფლაერიც გამოიყენეს
საბოლოოდ მათი გუნდი 2-1 დამარცხდა
ერთი პირო "წითლებმა" სანდერლენდის გულშემატკივრებს ესროლეს
პრემიერ ლიგის მატჩში 1 იანვარს "იუნაიტედი" "ტოტენჰემთან" დამარცხდა, შემდეგ ამას მოყვა "სუონსისთან" და სანდერლენდთან მარცხი. მოიესის ბიჭებმა გუშინ საკუთარ კარში ორი ბურთი მიიღეს- ერთი რაიან გიგზმა, ხოლო მეორე ფაბიო ბორინიმ გაიტანეს, მანჩესტერელთაგან კი თავი ნემანია ვიდიჩმა გამოიჩინა. მოიესმა პენალტის ეპიზოდსა და მსაჯებზე ისაუბრა:"ჩვენ მათთან გამკვლავება გვიწევს, ისევე როგორც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებთან. ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეს ყველაფერი უკვე სასაცილოა."