"იუნაიტედი" დიდი ხანია ცდილობს რიბეიროს შეძენას. გასულ სეზონში ევერტონ რიბეირო ბრაზილიის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომაც გაძლიერდა ინტერესი "იუნაიტედის" მხრიდან. ძალიან ბევრ კლუბს სურს ბრაზილიელის შეძენა, მათ შორის "იუნაიტედს". თუმცა რიბეიროს შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს "კრუზეირო". "ნებისმიერ კლუბს სურს ის, მაგრამ მისი ყიდვა ძვირი ჯდება. "კრუზეირო" არ აპირებს რიბეიროს გაყიდვას მანამდე, სანამ არ მიიღებს კლუბი სასურველ შეთავაზებას" - აცხადებს "კრუზეიროს" პრეზიდენტი ჟილვან დე პინიო ტავარესი. "მე ძალიან კარგად ვინახავ ფეხბურთელებს, ასევე კარგად შევინახეთ ვალტერ მონტილო, ასე რომ თუ არ იქნება საკმარისად კარგი შემოთავაზება ის არ გაიყიდება" - განაცხადა ტავარესმა. კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე გააკეთა განცხადება, რომ დაინტერესებულები იყვნენ, როგორც უკრაინიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან, მაგრამ ოფიციალური არაფერი არ ყოფილა. ასევე ფეხბურთელმაც ისაუბრა მის ტრანსფერზე: "როდესაც არანაირი ოფიციალური შემოთავაზება არ არის, როგორ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რომ მე დავტოვებ კლუბს".