21 წლის ნახევარმცველი, ვილიამ კარვალიოთი ინტერესდებოდა ორი ინგლისური კლუბი, "არსენალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". სწორედ ეს 2 გუნდი აპირებდა ებრძოლა ამ ფეხბურთელისთვის და პორტუგალიელის სასტარტო ფასი 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი გახლდათ.
როგორც ჩანს "სპორტინგის" მესვეურებს კარვალიოში სოლიდური თანხის აღება უნდათ, ფეხბურთელმა, რომელმაც 13 მატჩი ჩაატარა ამ სეზონში და გაიტანა 2 გოლი 45 მილიონდ ევროდ შეფასდა ლისაბონური კლუბის მიერ.
გარდა ამისა, მისი დათმობა კლუბს არ უნდა ჯერ-ჯერობით: "ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები გავყიდოთ ეს ფეხბურთელი იანვარში".
შემოგთავაზებთ ვიდეოს ვილიამზე და თქვენ გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა ის 45 მილიონი ევრო.