თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2014, 18:11
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2132,
კომენტარები: 12
ვის აირჩევს ევრას შემცვლელად "იუნაიტედი"?
ბეინსი, კოენტრაო, შოუ...– "იუნაიტედს" ევრას შემცვლელის ყიდვა სურს, თუმცა ბიუტნერი ადგილის დათმობას არ აპირებს. ვის აირჩევს "მანჩესტერი" ?
ვის აირჩევს ევრას შემცვლელად
ალექს ბიუტნერი გასაყიდი ფეხბურთელების სიაშია. ჰოლანდიელმა შეიძლება იანვარშივე დატოვოს კლუბი. თუმცა დანამდვილებით ჯერ არავინ იცის როდის დასრულდება მისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე".

ისედაც დაღმავლობისკენ მიმავალი ჩემპიონები კიდევ ერთ კრიზისში გაეხვნენ და მათ საშინაო მატჩების წაგებებს უკვე დასასრული არ უჩანს.

მოხვდებიან წითლები "ჩემპიონთა ლიგაზე" მომავალ წელს? ეს საკითხი კიდევ უფრო ეჭვქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც "ეშმაკუნები" "მამლებთან" დამარცხდნენ.

გულშემატკივარი ცოტათი დამშვიდდებოდა, თუ მოიესი 10 წლის მოუგებელ "ინგლისის თასზე" წარმატებებს მიაღწევდა. "იუნაიტედის" ბოსი ამის შესახებ საკმაოდ ხმამაღალ განცხადებებსაც აკეთებდა და არც იმას მალავდა, რომ ტიტული სურდა, თუმცა მისი ბიჭები კიდევ ერთხელ დამარცხდნენ სახლში "სუონსის" წინააღმდეგ და პირველივე მატჩში გამოვარდნენ ჩემპიონატიდან.

ამდენმა საშინაო მარცხებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო. თუმცა ისტორიულად "იუნაიტედი" იანვრის ტრანსფერებზე მნიშვნელოვან ფეხბურთელებს არ ყიდულობს. თუ ახლაც იმავე განმეორდა, გულშემატკივარი უკვე ოთხეულში მოხვედრის იმედს დაკარგავს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოიესი?

თითქმის ყველა ადგილას კრიზისია გუნდში. მაგალითად პატრის ევრა უკვე ბერდება და ფორმიდანაა ამოვარდნილი, ის იმავეს ვეღარ აკეთებს რაც შეეძლო წლების წინ. მის შემცვლელად ბიუტნერი გამოვიდა, თუმცა მან გუნდს დიდი ვერაფერი სარგებელი მოუტანა.

ევრას ჩანაცვლებას ლეიტონ ბეინსითაც ცდილობდა მოიესი, თუმცა ვერაფერი გააწყო. ახლა კი, რადგან ბეინსის ტრანსფერი ჩაიშალა "საუთჰემპტონის" 18 ლუკ შოუთი ცდილობს.

მოიესი ფაბიო კოენტრაოს შეძენასაც ცდილობდა. თუმცა "რეალ მადრიდის" 25 წლის ტრანსფერის გეგმაც ჩაიშალა ზაფხულშივე.

დღესდღეობით კი ისევ უცნობია ვინ ჩაანცვლებს ევრას.

ვის აირჩევს ევრას შემცვლელად "იუნაიტედი"?

ბიუტნერი "იუნაიტედმა" £2.5 მილიონად იყიდა 2012 წლის ზაფხულს, ახლა კი მისი აყვანა არენდით "გალათასარაის" სურს. "გალათასარაის" გარდა ბიუტნერით "ტოტენჰემიც" დაინტერესდა. მაგრამ თავად ჰოლანდიელს არსად წასვლა არ უნდა და ყველა შემოთავაზებას უგულვებელყოფს.

"თუ ხალხი ჩემს პოზიციაზე სხვა ფეხბურთელს განიხილავს, ეს მე სრულიად არ მანაღვლებს. მე უბრალოდ ჩემი თამაშის თამაში მინდა და დამტკიცება იმისა, რომ მე შემიძლია ვიყო ის დონე, რაც თქვენ გჭირდებათ."-აცხადებს ბიუტნერი.

"მე ვიცი, რომ რამდენიმე კლუბს ჩემი შეძენა სურს, მაგრამ მე აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და "იუნაიტედში" მსურს თამაში, სწორედ ამიტომ მე აბსოლუტურად ჩემს კლუბზე ვარ კონცენტრირებული და მეტ არაფერზე."

"არ მინდა წასვლა. მე ჩემი ადგილისთვის ვიბრძოლებ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ვიცი რისი გაკეთებაც შემიძლია. მე უბრალოდ უნდა დაველოდო ჩემს შანსებს და შემდეგ გამოვიყენო ისინი."

ბიუტნერი დაეხმარა ჩიჩარიტოს გოლის შექმნაში "სუონსის" წინააღმდეგ, მაგრამ ის ალბათ არ გამოჩნდება "სანდერლენდის" წინააღმდეგ და ადგილს ისევ ევრას დაუთმობს. ჰონალდიელი ასევე მისი თამაშის მნიშვნელობაზე საუბრობს:

"ძალიან გამიხარდა, რომ ბოსმა თამაშის უფლება მომცა და ყველა მატჩში მსურს მონაწილეობის მიღება. თავიდან მეც და გუნდმაც ყველაფერი კარგად დავიწყეთ, მე უბრალოდ ცოტათი იმედგაცრუებული ვარ წაგებით, რადგან როცა იგებ სულ სხვა გრძნობა გეუფლება. მართალია ძალიან იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ კარგად ვითამაშე."

"ძალიან რთული გადასატანია ჩემთვის ეს მარცხი. მე ვფიქრობ, რომ რაღაც-რაღაცები კარგად გავაკეთეთ, მაგრამ 10 კაცით თამაში არ არის მარტივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ამან ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს და შემდეგ თამაშზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია."

"ხვალინდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენი ბევრი წავაგეთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს."

"იმედგაცრუებული მარტო მე კი არა, თითოეული ჩვენთაგანია. მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვნად რაც მიმაჩნია ეს საკუთარი თავის რწმენა და ყველაფრის სწორედ გამოყენებაა მატჩის მსვლელობისას. თუ ჩვენ ბურთვისთვის ყოველ წამს ვიბრძოლებთ და არ გავუშვებთ შანსებს ხელიდან, ჩვენ მოვიგებთ თამაშებს."

"ჩვენ მოგება გვსურს, ჩვენ მოგება გვჭირდება. მე მესმის ფანების და ისიც მესმის, თუ როგორ გრძნობენ ისინი თავს, რადგან მათ მხოლოდ ჩვენი გამარჯვების ხილვა სურთ, ჩვენ კი პირიქით ვაგებთ. სწორედ ამიტომაც მე მესმის რატომ არიან ისინი ასე გაღიზიანებულნი."
-დაასრულა ჰოლანდიელმა.

ManchesterEveningNews
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
6 იანვარი 2014 18:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გუშინ დიდი ვერაფერი ქნა, დიდი ვერაფერი კი არა საერთოდ ვერაფერი. შეტევაში უკეთესია როგორც წინა სტატიაში წერია, მაგრამ დაცვასი არაფრის მაქნისია. არაა ეს კაცი ის ვინც ევრას შეცვლის. ცალკე ეს პრობლემა დაემატა გუნდს თითქოს სხვა პოზიციები არ გვყოფნიდა
0
№2
ავტორი: Malboro463
6 იანვარი 2014 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
ბიუტნერი ევრას ნახევარიც არა შეტევაშიც ჯობია ევრა და დაცვაშიც კოენტრაო კარგი ვარიანტია ბეინს არ უშვებენ და შოუ კიდე ახალგაზრდა
0
№3
ავტორი: SAF
6 იანვარი 2014 19:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
კოენტრაო ვიყიდოთ დაორივე მხარეს შეიძლია მაგას თამაში!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№4
ავტორი: Rosso Diavolo
6 იანვარი 2014 20:01
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ევრა გაყიდონ და მომავალ წლამდე ბიუტნრზე იქნებიან დამოკიდებულები ვერავი რო ვერ იყიდიან და ვერცერთ ტრანსფერს თავს რო ვერ მოაბავენ
0
№5
ავტორი: gio(kosheichi)
6 იანვარი 2014 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
koentrao
0
№6
ავტორი: GGMU
6 იანვარი 2014 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
კოენტრაო რაა
0
№7
ავტორი: love united
6 იანვარი 2014 21:56
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კოენტრაო არ მომწონს,მაგრამ მგონი მაგას იყიდიან..ბეინსი არის საუკეთესო ინგლისში,მაგრამ ასაკში შედის ნელ-ნელა..
0
№8
ავტორი: Alex Buttner
7 იანვარი 2014 02:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ხალხო რეეებს ლაპარაკობთ ეხლა თამაშებს არუყურებთ რა უნამუსო კომენტარებს ვკითხულობ ტო ბიუტენრი ეხლა ისე თამაშობს ევრას წელს მასე არ უთამაშია უბრალოდ ევრა რო დიდიხანია აქ თმაშობს და მწვრთნელიც რო სირია ამიტო არ ათმაშებს ბიუტნერს თორე სხვა ყველა მარცხენა მცველს ჯობია ბიუტნერი და არ დაწეროთ სისულელები!
0
№9
ავტორი: Malboro463
7 იანვარი 2014 03:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
Alex Buttner,
რასი ჯობია ბრატ? დაცვაში არც ევრა გადასარევი მარა ბიუტნერს კი ჯობია კაცი ნახტომში მეტრო ნახევარაი მარა 2 მეტრიან კაცებს თავიდან ბურთს აცლის. ბიუტნერზე კარგად აწვდის საჯარიმოში პასი უკეთესი აქვს ტეხნიკა გამოცდილება თავით თამაში. როდის ნახე ბიუტნერის თამაში წესიერად მითხარი აბა მე რაც ვნახე ყველგან შეცდომა დაუშვა
ვერგ ამიგია ეს კაცი ევრას როგორ უდნა შეადარო
0
№10
ავტორი: red devil
7 იანვარი 2014 10:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shou davitriot kai iqneba
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top