თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2014, 14:57
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1597,
კომენტარები: 6
ფლეტჩერი: "ფანებსა და მენეჯერს იმედები გავუცრუეთ"
ფლეტჩერი გულნატკენია იმით, რომ ფეხბურთელები ვერ ახერხებენ ფანებისა და მენეჯერის შრომის დაფასებას.
ფლეტჩერი:
"იუნაიტედი" "ინგლისის თასიდან" გამოვარდა საკუთარ მოედანზე "სუონსისთან" წაგების შემდეგ. ყველა იმედგაცრუებულია. ფლეტჩერი კი ასეთ განცხადებას აკეთებს:

"გასახდელ ოთახში იმედგაცრუება სუფევს. მოდით თავი არ მოვიტყუოთ და პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს საშინელი შედეგია. ჩვენთან ახლა ყველანაირ ტიპის ფეხბურთელს იხილავთ: გაბრაზებულს, გულნატკენს.. მაგრამ ეს მოიესის ბრალი არ არის ! ჩვენ გული გვტკივა იმიტომ რომ არა მარტო ფანებს გავუცრუეთ იმედი, არამედ ბოსსაც."

"მე პირველ ნახევარში ნამდვილად ვიფიქრე, რომ უფრო ძლიერები ვიყავით და ამის გათვალისწინებით ჩვენ მეორე ნახევრის დასაწყისშივე უნდა დაგვემთავრებინა ყველაფერი და დამაჯერებლად მოგვეგო თამაში, თუმცა ჩვენ ეს ვერ შევძელით. წითელი ბარათი კი მოწინააღმდეგისთვის სტიმულის მომცემი აღმოჩნდა. ისინი ბოლო ათი წუთის განმავლობაში უფრო გამოცოცხლდნენ, მიაღწიეს კიდევაც მიზანს და გაიტანეს გოლი, რომელმაც მათ გამარჯვება მოუტანა."


ფლეტჩერმა "იუნაიტედს" მოუწოდა, რომ მალე დაბრუნებულიყო თავისი დიდებით, თუნდაც მხოლოდ ფანებისა და მენეჯერის საპატივსაცემოდ:

"ჩვენი გულშემატკივრები ყველაფერს აკეთებენ ჩვენთვის, ყოველ წუთს მხარში გვიდგანან და , რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ მათ ეს უნდა დავუფასოთ. თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა დაინახოს მათი გვერდში დგომა, დაინახოს, რომ ფანები ჩვენს უკან არიან და როდესაც მინდორზე წარდგებიან ყველაფერი უნდა ჩადონ და დატოვონ იქ თუნდაც მხოლოდ ჩვენი წითელი არმიისთვის, ჩვენი მენეჯერისთვის და სამწრთვნელო შტაბისთვის. ეს რათქმაუნდა უმჯობესია მოხდეს რაც შეიძლება მალე. ჩვენ ჩვენი პატივისცემის დასამტკიცებლად კარგი შანსი გვაქვს სამშაბათს "სანდერლენდის" წინააღმდეგ და იმედი მაქვს ამ შანსს გამოვიყენებთ."-ასრულებს ფლეტჩერი.

DailyStar.co.uk
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: love united
6 იანვარი 2014 15:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ყოჩაღ ფლეტჩს.ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუშინ...
0
№2
ავტორი: GeorgeBest
6 იანვარი 2014 15:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პირველ რიგში გულშემატკივრებს გაუცრუეთ იმედები და მერე სხვებს. ცარიელ ოლდ ტრაფორდს რომ ვხედავ მეც გული მტკივა, არ უნდა ხდებოდეს ესე. მეხუთე წაგება ოლდ ტრაფორდზე უკვე თუ მეტი არც ვიცი ზუსტად. მოიესის ბრალია ყველაფერს მაგას არ ვაბრალებ მაგრამ დამნაშავე ეგეცაა რა თქმა უნდა, აბა ვის უნდა დააბრალო? გავიდა სეზონი და დავრჩით 7–ე ადგილზე და ეგაა. სუონსი რო ოლდ ტრაფორდზე მოგიგებს კაროჩე რა

ყველას რო გული გტკიოდატ იმ გასახდელში და გაბრაზებულები იყავით უნდა გეთამაშათ ისე როგორც საჭირო იყო და არ მოხდებოდა ეგრე!
0
№3
ავტორი: Berba 9
6 იანვარი 2014 16:03
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ფლეთჩერს რა მოვთხოვო, გუშინ რას გავდნენ, რა ფეხბურთს თამაშობდნენ, ესეთი ვარდნა არ ვიცი რა:))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: rvpevil
6 იანვარი 2014 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 60
მაგარი კაცია შოტლანდიელი ვოლკია
0
№5
ავტორი: GGMU
6 იანვარი 2014 17:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
მე მართლა გამიცრუეს იმედები :X
0
№6
ავტორი: gio(kosheichi)
6 იანვარი 2014 21:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
ragacnairad megonaro dzaan advilad unda mogvego albat imitoro shechveulivar dzvel manchesters
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top