ფერგიუსონი და მატა თვის საუკეთესონი...
სერ ალექს ფერგიუსონი გახდა ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელი, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი "ჩელსის" ნახევარმცველი ხუან მატა.
"იუნაიტედმა" გაიტანა 10 გოლი სამ თამაშში, "ნიუკასლის", "სტოკ სიტის" და "ჩელსის" კარში, რაც ფერგის დამსახურებაა.
სერ ალექსს 27 ასეთი ტიტული აქვს, 26 წლის თავზე და ის შეუდარებელია.
27ჯერ აღებული ასეთი ჯილდო მართლაც, რომ ძნელი მისაღწევია და საუკეთესო შედეგია.
სერ ალექსმა განაცხადა: "მე კმაყოფილი ვარ ამ შედეგით, ჩვენ ძლიერი შემტევები გვყავს და ყველაფერი კარგად მიდის."
"მცირე პრობლემებია დაცვაში, თუმცა "არსენალთან" გამოჩნდა, რომ დაცვა ნელ-ნელა პროგრესირებს და უკეთესი ხდება" განაცხადა ფერგიმ.
თვის საუკეთესოს წოდება კი მატამ მიიღო, რომელმაც ოქტომბერში 3 გოლის გატანა შეძლო.
წყარო:
SkySports