თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2014, 18:12
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1730,
კომენტარები: 6
მოიესმა ფილ ჯონსზე ისაუბრა
დევიდ მოიესმა ჯონსის დაბრუნების სავარაუდო დრო დაასახელა.
მოიესმა ფილ ჯონსზე ისაუბრა
ახალგაზრდა მცველმა ჩაატარა შესანიშნავი მატჩები და იყო გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, თუმცა საშობაო პერიოდში მან მიიღო ტრავმა. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" აგრძელებს ბრძოლას ნახევარმცველების შესაძენად, ჯონსის ადგილი გუნდში შეუცვლელია.

"ფილ თავს უკეთესად გრძნობს" - განაცხადა მოიესმა. "ის ნელ-ნელა უბრუნდება მოედანს"

"ის ძალიან დიდ როლს თამაშობს გუნდში და სასიხარულოა მისი დაბრუნება, რაგდან მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია ჩვენი დახმარება. ის მალე დაბრუნდება."


როცა მოიესს ტრანსფერების შესახებ ჰკითხეს მან განაცხადა, რომ უფრო ადვილი იქნებოდა სერიოზული ტრანსფერის სეზონის ბოლოს განხორციელება.

"მე ვფიქრობ, რომ ტრანსფერების უმრავლესობა განხორციელდება ზაფხულში და არა ზამთარში." - დაამატა მან. "თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ფეხბურთელების ძიებას."

"ჩვენ ვფიქობთ, რომ დე როსი შესანიშნავი ფეხბურთელია და გვსურდა მისი ყიდვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ, ამაში ხელი მისი კონტრაქტის ერთ-ერთმა პუნქტმა შეგვიშალა. თუმცა არ მახსოვს ზუსტად რას ეხებოდა ეს."

"მე არ ვლაპარაკობ სხვა კლუბის ფეხბურთელებზე, ჩემი აზრით ეს არასწორია. თუმცა თქვენ დამისვით შეკითხვა და მე პირდაპირ გიპასუხეთ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია."


ნახევარდაცვის გაძლიერების ერთ-ერთი ვარიანტი განათხოვრებული ნიკ პაუელის დაბრუნებაა, რომელიც ამჟამად არენდით "უიგანში" იმყოფება, თუმცა შოტლანდიელმა მწვრთნელმა ესეც გამორიცხა.

"ის "უიგანში" დარჩება" - დაადასტურა მოიესმა, როცა მას 19 წლის ტალანტის შესახებ ჰკითხეს.

წყარო: ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: ThiagoAlcantara
5 იანვარი 2014 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
xan erts bazrobs xan meores vegar mivxvdi ukvee )) iyide midi vinmee raaa ra gaatrakee saqmee
0
№2
ავტორი: Vodafone
5 იანვარი 2014 18:24
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ThiagoAlcantara,
ეს ოფიციალურიდანაა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
5 იანვარი 2014 18:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია პაუელს რო დატოვებს, არ ღირდა ეხლა ამგის წამოყვანა. ჯონსი გვჭირდება ბოლო დროს ძაან მოუმატა და იმედია ასე გააგრძელებს როცა დაბრუნდება. ტრანსფერები ყველაზე ცუდი თემაა მგონი :დ უკვე იმედი აღარ მაქვს
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
5 იანვარი 2014 19:08
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგად თმაშობს ჯონსი ნახევარდაცვაც კარგად აითვისა იმენა კაცი ვერ გაცდება მაგას
0
№5
ავტორი: BERDI
5 იანვარი 2014 19:16
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
რა ცუდ დროს მიიღO ტრავმა რააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: LizarD
5 იანვარი 2014 19:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
პაუელი რომ დატოვა კარგია, ზამთარში დიდი იმედი არც მე მქონდა ვინმესი, კლუბები არ გამოუშვებენ ხალხს და ფეხბურთელებიც ყველა ვისი ყიდვაც მანჩესტერს უნდა ლიგაზეა ან შიდა ჩემპიონატში კარგ პოზიციაზე...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top