"იუნაიტედის" მეკარე ანდერს ლინდერგაარდი დარწმუნებულია, რომ "სუონსისთან" მატჩი ადვილი არ გამოდგება. "სუონსისთან" მატჩი ამ სეზონში არ იყო იოლი, ანგარიშის მიუხედავად. მატჩი ძალიან დაძაბული იყო. საბოლოოდ ჩვენ მოვახერხეთ საგოლო მომენტების გამოყენება. კვირას ჩვენ ვიხილავთ ჩვეულ თამაშს მიკაელ ლაუდრუპის ბიჭების შესრულებით.
ისინი ალბათ ბურთის გაკონტროლებას შეეცდებიან. ინგლისის თასის გამარჯვებულის მედალი იმათთაგანია, რომელიც არ აქვთ ბიჭების უმრავლესობას. მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ეს ტურნირი, ვინაიდან მე ვხედავდი მათ ემოციებს "ჩელსისთან" წაგებული მატჩის შემდეგ. ჩვენ ძალიან გვსურს ინგლისის თასის მოგება." - განაცხადა ანდერსმა.