გამოცემა Daily Mail_ის ინფორმაციით ''არისტოკრატები" მზად არიან გადაიხადონ ინგლისელ ფორვარდ უეინ რუნიში 30 მილიონი ფუნტი და ამ ზამთარშივე გაიფორმონ იგი.
როგორც ცნობილია, რუნიმ უარი თქვა ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტზე, თუმცა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განცხადება გააკეთა, რომ ცოტა ხანი ლოდინი მოგვიწევს კონტრაქტის თაობაზე.
"იუნაიტედის" წარმომადგენლები და თავად ინგლისელი ერთმანეთს იანვარში შეხვდებიან და განიხილავენ ახალი კონტრაქტის საკითხს, იმ შემთხვევაში თუ ორივე მხარე ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ლონდონის "ჩელსი" გამოიყენებს ამ კარგ შანსს და წინადადებით მიმართავს ინგლისელ ფორვარდს.
წყარო: sports.ru
სიახლეები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.