რისი ბრალია ამდენი ტრამვა, რას იზამს "იუნაიტედი" დატვირთული გრაფიკის დროს და რამდენად მიეცემათ სათადარიგოებს შანსი.
მოგეხსენებათ "იუნაიტედი" ძალიან შეწუხებულია ტრამვებით ამ სეზონში. მოიესის ბიჭებს "სუონსის" წინააღმდეგ დააკლდებათ რობინ ვან პერსი, უეინ რუნი, ნანი, ეშლი იანგი, რაფაელი და მარუან ფელაინი. მანამდე კი, ამ ისედაც რთულ სეზონში, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ტრამვირებულნი იყვნენ: მაიკლ ქერიკი, ნემანია ვიდიჩი, ფილ ჯონსი, შინჯი კაგავა და დენი უელბეკი. მოიესი ტრამვების მიმართ უძლური აღმოჩნდა.
"იუნაიტედს" უამრავი ტრამვა აწუხებს, მაგრამ მოიესი დაჟინებით აცხადებს, რომ ეს ტრანსფერებზე არ იმოქმედებს.ვან პერსის, რომელიც ბომბარდირი იყო გასულ სეზონში, ყველაზე რთულად აქვს საქმე და მოიესიც აცხადებს, რომ დაახლოებით ორი თვეა რაც მას კარგად არ უგრძვნია თავი.
ჰოლანდიელს 10 დეკემბრის მერე არ უთამაშია და გამოჩნდება თუ არა "ლიგის თასზე" "სანდერლენდის" წინააღმდეგ ჯერ არავინ იცის. გავრცელებული ინფორმაციით, ვან პერსიმ ჰოლანდიაშიც კი გაატარა ერთი კვირა გამოჯანმრთელებისთვის.
ჯერ ისევ დაუზუსტებელია როდის დაუბრუნდება გუნდს ჰოლანდიელი ფორვარდი.როგორც ადრე მოგახსენეთ, რეიმონდ ვერეიჯენი ტრამვების კორიანტელს მოიესს აბრალებს. მისი აზრით, ბოსი გადაჭარბებულ დატვირთვას აძლევს ფეხბურთელებს, რასაც ისინი ფიზიკურად ვეღარ უძლებენ.
მაგრამ მოიესი მტკიცედ დგას იმ აზრზე, რომ ეს მხოლოდ უიღბლობისა და გადატვირთული გრაფიკის ბრალია და მეტი არაფრის.
"ფაქტობრივად, ამ მხრივ, სეზონის დასაწყისი საუკეთესო იყო ჩვენთვის. კლუბისთვის საჭირო უმეტესობა ფეხბურთელი ხელმისაწვდომი იყო და პრობლემები არ შემქმნია. მე არ მივიჩნევ, რომ ეს ჩემი ბრალია, მე არაფერი განსხვავებული და განსაკუთრებული არ დამივალებია მათთვის. ეს ფეხბურთის ნაწილია. მე მაინც ვფიქრობ, რომ გადატვირთულმა გრაფიკმა გარკვეულწილად გავლენა იქონია ფეხბურთელებზე."-აცხადებს ბოსი.
რუნის განუახლდა საზარდულის ტრამვა, ფელაინმა გაიკეთა მაჯის ოპერაცია, ხოლო ამასობაში იანგიც აკლია გუნდს, რომელმაც ჰუგო ლორისთან შეტაკებისას მიიღო მხრის ტრამვა ახალი წლის დღეს.
რუნიმაც "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მიიღო ტრამვა.შეიძლება ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი წარუმატებლობის გამომწვევი ფაქტორი ტრამვებია, განსაკუთრებით, თუ "ოლდ ტრაფორდზე" წაგებულ მატჩებს გავითვალისწინებთ. თუმცა გარშემომყოფები რატომღაც ყველაფერს მოიესს აბრალებენ.
"რობინს საზარდული სტკიოდა. მან გაიტანა გამარჯვების გოლი "არსენალის" წინააღმდეგ და ჩვენ მას ერთი კვირა მივეცით გამოსაჯანმრთელებლად. ის ამ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თავს კარგად."
"მან ერთი მატჩი ჩაატარა "ნიუკასლის" წინააღმდეგ. მე ვფიქრობ, რომ რობინი რომ გამომეყვანა, თქვენგან, ხალხისგან და განსაკუთრებით მედიიისგან, ამგვარი კომენტარები წამოვიდოდა: "რას აკეთებ? 1-0-ს აგებ და ფორვარდი გაგყავს?" მე ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი პასუხია იმისთვის, თუ რატომ არ დავასვენე მე ის."-ამგვარი კომენტარი გააკეთა მოიესმა რობინის შესახებ.
ეშლიმ მხრის ტრამვა ლორისთან შეტაკებისას მიიღო.მომავალი ერთი კვირა ძალიან მნიშვნელოვანია მოიესისთვის, რომელმაც ტიტულების მომგების კი არა, კლუბის მშენებელის ეტიკეტი მიიკრა.
მან მიაღწია "ინგლისის თასის" ფინალს "ევერტონთან" ერთად 2009 წელს, მაგრამ ახლა ამ თასის მოგება სურს და მიუხედავად იმისა, რომ ინგლისისა და ლიგის თასები ერთმანეთს მოსდევს, ორივეში მთელი ძალების გამოყენებას და არცერთის დათმობას არ აპირებს.
"ის რასაც მე "ინგლისის თასში" მივაღწიე ცუდი არ არის, მაგრამ არც ისე კარგია. რა მჭირდება მე? ტიტული. შენ როდესაც ასეთი შემართებით ხარ, რაც არ უნდა რთული თამაში გელოდეს, მაინც უნდა მოიგო."-აცხადებს მოიესი.
იმის გათვალისწინებით, რომ მოიესს არც რუნი ჰყავს და არც პერსი, დღეს ჩიჩარიტოსა და უელბეკს გამოიყენებს.
DailyMail.co.uk