"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ იგი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელების ყიდვას არ აპირებს. უნდა აღინიშნოს, რომ დევიდ მოიესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თავისი ყოფილი გუნდიდან მარუან ფელაინი გადმოიყვანა რომელმაც ჯერ კიდევ ვერ აჩვენა საკუთარი შესაძლებლობები და ვერავინ გააკვირვა.
ყველა ვარაუდობდა "იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორისგან ედ ვუდვორსისგან იანვარში ფართო მასშტაბიან ტრანსფერებს, მაგრამ როგორც ჩანს ეს ვარაუდი არ გამართლდა.დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ "იუნაიტედი" იანვარში ფეხბურთელებს არ იყიდდა.
"არ ვგეგმავთ იანვარში ტრანსფერების განხორციელებას, რადგან ზაფხულში უფრო მეტი დრო გვექნება განვახორციელოთ დიდი ტრანსფერები."-განაცხადა ბოსმა
მოიესმა ასევე აღიარა,რომ "იუნაიტედი" ზაფხულში ცდილობდა იტალიელი ნახევარმცველის დანიელე დე როსის შეძენას, რომელმაც განაცხადა: "ახლა რომ "იუნაიტედში" ვიყო თავს მოვიკლავდი"