ცოტა ხნის წინ გავრცელდა პრესაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთის "გალათასარაის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი უესლი სნეიდერი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადადიოდა, თუმცა თავად ჰოლანდილემა ცოტა ხნის წინ განაცხადება გააკეთა რომ მისი ტრანსფერი ''იუნაიტედში'' გამორიცხულია.
"მე არ ვაპირებ ''იუნაიტედში'' გადასვლას, რადგან ჩემს ამჟამინდელ კლუბში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჩემმა აგენტმა და რამოდენიმე ადამიანმა მირჩიეს, რომ დავრჩე ''გალათასარაიში'' და ასეც მოვიქცევი. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ და ძალიან კარგ ფორმაშიც ვიმყოფებით. ამიტომ ახლო მომავალში კლუბის გამოცვლას არ ვაპირებ." - განაცხადა სნეიდერმა.
''მე მას ვესაუბრე და ვურჩიე, რომ მას ''გალათასარაი'' არ დაეტოვებინა. თუმცა ისიც ვუთხარი რომ დაფიქრებულიყო და თვითონვე გადაეწყვიტა თავის მომავალი. მან კი მიპასუხა, რომ იგი ბედნიერია თურქეთში ყოფნით და ახლო მომავალში კლუბის გამოცვლას არ აპირებს'' - განაცხადა აგენტმა.