თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2014, 19:40
ავტორი: DaTo_O,
ნანახია: 2025,
კომენტარები: 6
მოიესის წინა-სამატჩო პრესკონფერენცია
მოიესმა "სუონსთან" მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
მოიესის წინა-სამატჩო პრესკონფერენცია
"იუნაიტედის" თავკაცი დევიდ მოიესი წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე თავის მოლოდინებზე საუბრობს.

"ინგლისელი ფორვარდი უეინ რუნი ვერ დაეხმარება კლუბს ''სუონსთან'' მატჩში საზარდულის ტრავმის გამო. ასევე ვერ ითამაშებს ინგლისელი ნახევარმცველი ეშლი იანგი, რომელმაც ზურგის მცირე ტრავმა მიიღო ''ტოტენჰემთან'' მატჩში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი დაზიანებები არ აღმოჩნდება ძალიან სერიოზული და ორივე მალე განაახლებს ვარჯიშს."

"რობინ ვან პერსი კი ჯერ კიდევ არ არის მზად მინდორზე გამოსასვლლად. როგორც კი იგი მზად იქნება, მაშინვე გამოვა მოედანზე სათამაშოდ. ჰოლანდიელი ფორვარდი ძალიან დიდი დანაკლისია ჩვენთვის და ამიტომ გვსურს, რომ მალე დაგვიბრუნდეს."

"მე მომიხდება შემადგენლობის დაყენებაზე დიდი მსჯელობა და ფიქრი. ჯერ გვაქვს მატჩი ჩასატარებელი ''სუონსისთან'', მალევე კი ''სანდერლენდთან'', ჩვენ კი გვყავს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი, ამიტომ მომიწევს სერიოზული გადაადგილებების გაკეთება შემადგენლობაში. ამ დროისთვის ძალიან რთული გრაფიკი და ამასთანავე ცუდი პერიოდი მოგვიწია, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ.''

"მე ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ინგლისის თასს. ვფიქრობ, რომ ამ თასს ნებისმიერი კლუბი ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ინგლისის თასი კი 10 წელია არ მოუგია, ვიმედოოვნებ, რომ წელს შევძლებთ ამის გაკეთებას და ამდენი წლის პაუზის შემდეგ ამ თასს მოვიპოვებთ."
- დაასრულა მოიესმა.

წყარო: redevils.ru
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
4 იანვარი 2014 19:59
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ რუნი და პერსის დუეტი მომენატრა რა თან ძალიან გვჭირდება !! იმედია ამ გადატვირთულ გრაფიკში მაინც მისცემს ზაჰას, ფაბიოს კაგავას ბიუტნეტს შანსებს რა :\
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: Rosso Diavolo
4 იანვარი 2014 21:22
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ხვალ რამდენი დაგვაკლდება...აუცილებლად უნდა მოვიგოთ
0
№3
ავტორი: love united
4 იანვარი 2014 23:33
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა მოვიგოთ.სუონსი თავს გაიგიჟებს მაგრამ მაგათაც თუ ვერ მოვუგეთ ტეხავს მაგრად.უეჭველი მოსაგები თამაშია.ოლდ ტრაფორდზეა ბოლო-ბოლო...
0
№4
ავტორი: Goginashvili777
5 იანვარი 2014 02:51
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
აუ ისე ბაზრობს უკვე მივხვდი რომ პრემიერ ლიგაზე ხელი ჩაიქნია , ჩემპიონთა ლიგაზეც იცის რომ ვერაფერს ვერ იზავს და უკვე თასებზე ალაპარაკდა :/ ცენზურა დააყენე მოიეს და მიხედე ფერგის საქმეს თორე ფერგის წასვლა მოვინელეთ და შენი წასვლა ვაფშე გამისწორდება )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№5
ავტორი: TrueRed
5 იანვარი 2014 10:56
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ეპლში ოთხეული დაიდოს, უცლზე ნახევარფინალი მიღწევა იქნება და მერე ეგ თასებიც მოიგე
0
№6
ავტორი: Manchester_M
5 იანვარი 2014 11:30
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რა შემადგენლობა იქნება დღეს როგორ მაინტერესებს X:X:X
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top