როგორც The Daily Mail-ი იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" გეგმავს "არსენალის" ახალგაზრდა ნახევარმცველის კრის უილოკის შეძენას. 15 წლის კრისს ორი ძმა ჰყავს, ერთ-ერთი მათგანი 13 წლის ჯო ასევე თამაშობს "არსენალის" აკადემიაში, ხოლო 17 წლის მეტტი "იუნაიტედში" გადაბარგდა მას შემდეგ რაც "კანონირებმა" პროფესიონალური კონტრაქტი არ გაუფორმეს. ახალგაზრდა ინგლისელს, რომელსაც 31 იანვარს 16 წელი შეუსრულდება, ჯერ კიდევ არ აქვს პროფესიონალური კონტრაკტი ლონდონელებთან, რითაც "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსის" და "სიტის" სურთ ისარგელბონ. თუმცა, როგორც გაზეთი იუწყება, მოქმედ ჩემპიონს უპირატესობა აქვს, რადგან იქ კრისის უფროსი ძმა, მეტტი თამაშობს.
წყარო-Manutd.ru
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.