რიოს შემცვლელი "იუნაიტედმა" ჯერ კიდევ ვერ იპოვნა, რუნის გარეშე კი ძალიან უჭირს. რას გადაწყვეტენ მათი მომავლის შესახებ ხელმძღვანელობა და წითელი ეშმაკები?
ფერდინანდის ამჟამინდელ კონტრაქტს ივნისში გასდის ვადა. რიოს კლუბის დატოვება არ სურს და იბრძვის კიდევაც, რომ კარიერა "იუნაიტედში" დაასრულოს. თუმცა მისი მომავალი ბურუსითაა მოცული მას შემდეგ, რაც ფორმიდან ამოვარდა და ძირითადში ადგილის დათმობაც მოუწია.
რიო "იუნაიტედს" შეუერთდა 2002 წლის 22 ივლისს.ინგლისელმა სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა, ხოლო "პრემიერ ლიგა" ნოემბრიდან მოყოლებული არ უთამაშია. რიომ აღმოაჩინა, რომ ის აღარ არის გუნდისთვის ისეთივე საჭირო, როგორც გასულ წლებში.
რიო-ინგლისის ყოფილი კაპიტანი"პრემიერ ლიგას" რომ თავი დავანებოთ, "ჩემპიონთა ლიგაზე" ფერდინანდი მხოლოდ ერთ მატჩში გამოჩნდა.
დევიდ მოიესმა ვეტერანს ჯონი ევანსი, კრის სმოლინგი და ფილ ჯონსი არჩია. მისი აზრით, ახალგაზრდები უკეთ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას თავს.
სწორედ ამიტომაც, ჯერ არავინ იცის გაუხანგრძლივებს თუ არა "იუნაიტედი" ფერდინანდს 12-თვიან კონტრაქტს და სად დაასრულებს რიო კარიერას სახლში, თუ სადმე სხვაგან. რიოს მოუწევს დაელოდოს ჩემპიონების გადაწყვეტილებას და შემდეგ გაიგოს სჭირდება თუ არა კიდევ ის გუნდს.
"არის რაღაც ვარიანტები რომლის თანახმადაც რიო ჩვენთან აუცილებლად დარჩება კიდევ ერთი სეზონი. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ ერთად მივიღებთ სეზონის ბოლოსკენ."-აცხადებს "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა.
რიო უკვე 11 წელია კლუბის ღირსებას იცავს. გულშემატკივარი მას მადლობას უხდის.35 წლის მცველს შეეძლო გადაწყვეტილება მიეღო ამ ზაფხულს, საკუთარი ნებით დაეტოვებინა "ოლდ ტრაფორდი" და გადაბარგებულიყო სადმე სხვაგან, თუმცა მან ეს არ გააკეთა. ყოფილ ინგლისის კაპიტანს აქვს სარფიანი შემოთავაზებები "იუნაიტედის" შტაბიდან და სანამ ის დატოვებს "ოლდ ტრაფორდს" შეუძლია ამ შეთავაზებებზე იფიქროს.
ახლა უკვე დიდებული მცველის შემცვლელს ეძებს მოიესი, მაგრამ ჯერ ისევ უშედეგოდ. "იუნაიტედმა" რიოს შემცვლელი ჯერ კიდევ ვერ იპოვნა.
რიო: "შეიძლება ის ფაქტი, რომ მე სისხლი მომდიოდა აუცილებელიც კი იყო, რადგან მანჩესტერსა და სრულიად მსოფლიოს დაენახა სისხლისა და მანჩესტერის ნადმვილი ფერი !"/მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 2-3/
რიო ფერდინანდი მადლობას უხდის მსაჯს "გმირობისთვის"./მანჩესტერ იუნაიტედი-რეალ მადრიდი 1-2/
პრესა აჭრელებულია რუნის ირგვლივ დატრიალებული ჭორებით. გულშემატკივარიც უკვე დაიღალა, თუმცა, ყველა წითელ ეშმაკს ბოლომდე სჯერა, რომ რუნი აუცილებლად მოაწერს ახალ კონტრაქტს ხელს და ის სხვა გუნდის ფორმას არ ჩაიცმევს.
გულშემატკივრებთან ერთად, მოიესიც და საერთოდ კლუბის ხელმძღვანელობაც იმედიანად უყურებს ამ ფაქტს და მოლაპარაკების დაწყებას ისინიც სეზონის ბოლოსკენ ელიან.

"ერთხელ
ლურჯი, ყოველთვის
წითელი !"
რუნი რომ "იუნაიტედისთვის" სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ეს კარგად ჩანს ამ სეზონის ყოველ მატჩში. თუნდაც იმის შემდეგ, რაც გულშემატკივარმა გაიგო, რომ ინგლისელი ფორვარდი გუნდს "სუონსთან" ვერ დაეხმარება ყველა ძალიან შეშინდა. მოიესმაც იცის, რომ უეინის გარეშე კლუბს ძალიან გაუჭირდება. "სუონსის" რომ თავი გავანებოთ, ისიც კი არ ვიცით იქნება, თუ არა რუნი "სანდერლენდის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ კლუბს რუნის გარდა ეშლი იანგიც დააკლდება მხრის ტრამვის გამო, რომელიც ლორისთან შეტაკებისას მიიღო.
DailyStar.co.uk