"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ უეინ რუნი ვერ მიიღებს მონაწილეობას თასის მატჩში, რომელიც 5 იანვარს გაიმართება. პარასკევს ფორვარდმა მანჩესტერის ერთ-ერთ სამედიცინო პუნტქში შემოწმება გაიარა და აღმოჩნდა, რომ მას ჯერ კიდევ აწუხებს საზარდულის ტრავმა.
"რუნის საზარდულის ტრავმა აქვს და "სუონსისთან" მატჩში ის ვერ დაეხმარება კლუბს, თუმცა "სანდერლენდის" წინააღმდეგ ინგლისელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით ითამაშებს." მოიესმა კომენტარი გაუკეთა რუნის ირგვლივ გავრცელებულ ჭორს, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაფიქრდება.
თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვერ მოხვდება ეს საგრძნობლად შეამცირებს 28 წლის ფეხბურთელის დარჩენის შანსებს. "მოვიცადოთ და ვნახოთ შეესაბემა ეს სინამდვილეს თუ არა. ის მოედანზე ბოლომდე იხარჯება სწორედ ამ კლუბისთვის." - დაასრულა მოიესმა.
სტატიები, ახალი ამბები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.