Sky Sports იუწყება,რომ "ლესტერი" მზადაა არენდით აიყვანოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ახალგაზრდა - მაიკლ კინი და ჯეს ლინგარდი.
19 წლის მაიკლ კინმა მიმდინარე სეზონში უკვე ორჯერ ითამაშა პირველი გუნდის შემადგენლობაში.ორივე მატჩი ინგლისის თასზე ჩაატარა "ნიუკასლის" და "ჩელსის" წინააღმდეგ.მისი თანაგუნდელის დებიუტი პირველ გუნდში ჯერ არ შემდგარა,მაგრამ სერ ალექსი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
მწვრთნელი ნაიჯელ პირსონი აცხადებს,რომ მისი გუნდის აპირებს გაძლიერებას და შეიძლება მათ რიგებში მაიკლ კინი და ჯეს ლინგარდი ვიხილოთ.მისი აზრით ამ ორ ბიჭს შეუძლია "ლესტერში" ძირითად შემადგენლობაში თამაში.
მას შემდეგ,რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" გამოვარდა ინგლისის თასის გათამაშებიდან,სერ ალექს ფერგიუსონი შეეცდება ახალგაზრდა ფეხბურთელები გაუშვას არენდით სხვადასხვა გუნდებში,რათა მათ მეტი გამოცდილება დაუგროვდეთ.