-პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. როგორ გაატარეთ შობა ინგლისში?
-მადლობთ, მშვენივრად. ჩვენ ძალიან დატვირთული გრაფიკი გვქონდა და შესაბამისად არცთუ ისე ბევრი დრო დაგვრჩა საშობაო მოლხენისთვის, მაგრამ მე იმ თამაშებით ვისიამოვნე, რომლის ჩატარებაც შობის პერიოდში მოგვიწია.
-გქონდათ ცოტაოდენი დრო ოჯახთან გასატარებლად?
-დიახ, სულ ცოტა. ის მცირე თავისუფალი დრო, რაც გაგვაჩნდა, მე სულ ოჯახთან გავატარე, რომელიც მართლაც შესანიშნავი იყო, მაგრამ მე ასევე ძალიან ნასიამოვნები დავრჩი იმითაც, რომ ბოლო მატჩებში დიდი როლი ვითამაშე.
-თქვენ ბევრი მატჩი გაქვთ ზედიზედ ჩასატარებელი. როგორ ფიქრობთ ზედმეტად გადატვირთული ხომ არ არის თქვენი გრაფიკი?
-გეთანხმებით, რომ მცირე დროში ბევრი თამაშია ჩასატარებელი. რათქმაუნდა, ჩვენთვის ჯობია დამღლელი მატჩების შემდეგ ცოტა დავისვენოთ და უკეთ მოვემზადოთ შემდეგისთვის, მაგრამ ეს ხომ შობაა. ის დიდებული დღესასწაულია ბავშვებისა და ფანებისთვის. უამრავი გულშემატკივარია, რომლებსაც სეზონის განმავლობაში მატჩების ყურება არ შეუძლიათ, დასვენებებზე კი მათ ეძლევათ საშუალება ისიამოვნონ რთული პერიოდით და რაც შეიძლება მეტ მატჩს ადევნონ თვალი.
-რა შეგმატათ ამ სეზონმა როგორც ადამიანს და ფეხბურთელს?
-მე კმაყოფილი ვარ ჩვენი ქველმოქმედებით. მე აქ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს დღეს-დღეობით და მომწონს ჩემი თამაშიც. მე ჯერ კიდევ განვითარების სტადიაზე ვარ და ყოველ წუთს ვცდილობ ვისწავლო უფრო მეტი. ამასთანავე მე არ მსურს ადგილის დაკარგვა ძირითადში და მისი შენარჩუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებ.
-და რა განცხადებას გააკეთებდით გუნდის ამჟამინდელ ფორმაზე?
-ჩვენ ნორმარულად დავიწყეთ, შემდგომში შევძელით რაღაც-რაღაცების განვითარება. ნამდვილი სირცხვილია პირადად ჩემთვისაც, რომ ვერ მოვახერხეთ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ სამი ქულის მოპოვება ახალი წლის დღეს, მაგრამ ჩვენ ახლა კარგად ვთამაშობთ. ჩვენ უბრალოდ უნდა ვიყოთ მეტად სტაბილურები და უკეთესი სანახაობა ვაჩვენოთ.