თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2014, 01:05
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1828,
კომენტარები: 6
მოიესი: რონალდუსა და იანუზაის ერთმანეთს არ ვადარებ
მოიესმა ადნანის ტალანტზე, გასამართ მატჩსა და ტრამვებზე ისაუბრა.
მოიესი: რონალდუსა და იანუზაის ერთმანეთს არ ვადარებ
დევიდ მოიესი კბილებით იცავს ადნან იანუზაის და დაჟინებით აცხადებს, რომ ბოლო ყვითელი ბარათი ადნანმა უსამართლოდ მიიღო და ეს არ იყო სიმულაცია.

მოიესი: რონალდუსა და იანუზაის ერთმანეთს არ ვადარებ
მოიესი: ადნანს ყვითელი არ უნდა მიეღო.


18 წლის წითელმა ეშმაკმა მიიღო მესამე ყვითელი ბარათი ამ სეზონში სიმულაციისთვის ახალი წლის დღეს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

ახლა იანუზაის არცთუ ისე კარგი სახელი აქვს "პრემიერ ლიგაში", რადგან ის მეორე ადგილზეა სიმულიანტებს შორის ბეილის შემდეგ. ასე თუ გაგრძელდება ადნანს კარგად არ წაუვა საქმე.

მაგრამ დევიდ მოიესი გრძნობს, რომ იანუზაის დაცვა და გვერდში დგომა სჭირდება და სწორედ ამას აკეთებს.

"მე ყოველთვის პირველი ვარ იმ ადამიანებს შორის, რომელიც გამოდის და ამბობს: ჩვენ არ გვეყოლება სიმულიანტი ფეხბურთელები. თუ ამის ირგვლივ რაიმე პრობლემა არსებობს, მე მას აუცილებლად გავუმკლავდები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ისინი მართალი არიან მე არ დავიცავ მათ. მე გავაკრიტიკე ჰოვარდ ვები, რადგან ის არასწორად მივიჩნიე."-განაცხადა მოიესმა "სუონსთან" მატჩის წინ.

მოიესი იმედოვნებს, რომ სიმულიანტის ეტიკეტი არ მიეკვრება ადნანს და არ იმოქმედებს ეს მის კარიერაზე. სიმულიანტებად მიიჩნეოდნენ ბეილი და "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ მათ ამ ნეგატიური დამოკიდებულებიდან თავის დაღწევა როგორღაც მოახერხეს.

და სანამ იანუზაი ყოველ თამაშში ვითარდება მოიესი მათ შორის მსგავსებებს ხედავს.

"ადნანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მე ეჭვი არ მეპარება, რომ დროთა განმავლობაში ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება, რომელსაც გრძელვადიანი კარიერა ექნება და ვიმედოვნებ, რომ მისი კარიერა სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედში" გაგრძელდება."

"მე მახსოვს, რომ როცა კრიშტიანუ რონალდუ გამოჩნდა მასზეც ამგვარ რაღაცებს ამბობდნენ. რათქმაუნდა მე ერთი წუთითაც არ ვეცდები მათ შედარებას, იმიტომ რომ რონალდუ სულ სხვა დონეა. მაგრამ ჩვენი ბიჭი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის ბევრს ისწავლის. ის მეტს გაიგებს თამაშის შესახებ."-აგრძელებს ბოსი.

იანუზაის შეუძლია იანგისგან აიღოს მაგალითი. ეშლიმ თვითონ აღმოაჩინა, რომ ის სიმულიანტია და ცდილობს კიდეც ამის გამოსწორებას. ალბათ სწორედ მისი ასეთი სახელის გამო გამოეპარა ჰოვარდ ვებს იანგისა და ლორისის ეპიზოდი. მოიესი კი ამაზე ამგვარ კომენტარს აკეთებს:

"შეცდა თუ არა ვები? ამაზე შედეგი მეტყველებს. იანგს ტრამვა აქვს და მე მისი გამოყენება არ შემიძლია შემდეგ რამდენიმე მატჩში. მე ისიც კი არ ვიცი რამდენი ხნით მიწევს მისი დათმობა. მაინც არ ვფიქრობ, რომ საჭიროა გავიმეორო ის რაც რამდენჯერმე ვთქვი, მაგრამ ჩემთვის ის ფაქტი, რომ პენალტი არ დაგვიდეს იმდენად დაუჯერებელია, რომ მაინც მიწევს ამის თქმა."

მოიესი: რონალდუსა და იანუზაის ერთმანეთს არ ვადარებ
მოიესი: ვებს პენალტი უნდა დაედო


უეინ რუნიც შესაძლოა გამოაკლდეს გუნდს ამ შაბათ-კვირას, რადგან მას კვლავ აწუხებს საზარდულის ტრამვა. ასევე შეგახსენებთ, რომ გუნდს კიდევ აკლია რობინ ვან პერსი.

მოიესი: რონალდუსა და იანუზაის ერთმანეთს არ ვადარებ
რუნის ალბათ კიდევ ერთი თამაშის გამოტოვება მოუწევს.


"რობინი უკეთაა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის მზად. მე აუცილებლად შეგატყობინებთ თუ როდის შეძლებს ის თამაშს."

მოიესი: რონალდუსა და იანუზაის ერთმანეთს არ ვადარებ
რობინი ისევ ვერ ეხმარება გუნდს.


მოიესმა გადატვირთულ გრაფიკზეც ისაუბრა:

"ისინი მიიჩნევენ, რომ ეს სამართლიანია. ჩვენ ორივეს 48 საათი გვაქვს მოსამზადებლად. მათ თვალში ეს სამართლიანია ასე რომ მე ვერაფერს ვიტყვი."


ManchesterEveningNews.co.uk
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
4 იანვარი 2014 01:12
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
კარგია რომ სიმულიანტობაზე ამახვილებს ყურადღებას, ყველაზე უფრო მაგას ვერ ვიტან ფეხბურთში და მითუმეტეს როცა "იუნაიტედი" ფეხბურთელები აკეთებენ. იანუზაის ცოტა გაუფუჭდა სახელი მაგრამ მთლად მაგის ბრალიც არაა, თამაშის განმავლობაში იმდენჯერ ურტყმენ თავდაცვის საშუალებაა. იმედია ესეც გამოსწორდება. იანგს კიდევ კარგი ხანი ექნება სახელი შელახული. ეს რობინის და რუნის ერთად თამაში ხო არ გვეღირსა რაა recourse
0
№2
ავტორი: Esi
4 იანვარი 2014 01:33
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
არაა ეს კაცი სიმულიანტი!!!
0
№3
ავტორი: red devil
4 იანვარი 2014 05:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Yangi chkuas swavlobs vitom? Metiaraaa chemi mteri
0
№4
ავტორი: chudikone
4 იანვარი 2014 07:50
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მიდით ბიჭებო რაა კაცურად ითამაშეთ. მსაჯის სასტვენს ნუ დაელოდებით და ისე წამოდექით ფეხზე, მით უფრო დაფასდებით, სიმულაცია არ შეგვეფერება, თუნდაც ეს გუნდისთვის საჭირო იყოს. როგორმე უნდა დავიძვრინოთ ეხლა თავი ამ ტრავმებისგან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Rosso Diavolo
4 იანვარი 2014 10:45
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Januuzajs martla arunda mirggo 1shi yviteli..,..,unda daviviwyot es suleluri qceva
0
№6
ავტორი: GGMU
4 იანვარი 2014 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ნახევარი გუნდი ტრანვირებულია და თითქმის ყველა ლიდერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top