ეშლი იანგმა მხრის ტრამვა მიიღო ლორისთან შეტაკებისას ახალი წლის დღეს და ის გუნდს ვერ დაეხმარება "სუონსის" წინააღმდეგ "ინგლისის თასში".
ეს კლუბისთვის გადამწყვეტი მომენტი იყო. დევიდ მოიესი უკმაყოფილო იყო ჰოვარდ ვებით და განაცხადა კიდევაც, რომ მას უნდა დაედო პენალტი. მოიესმა ამ საქციელს "სამარცხვინოც" კი უწოდა. ისედაც მეექვსე ადგილზე მყოფი გუნდი მსაჯის შეცდომამ მეშვიდეზე ჩამოწია. წითლების თავკაცის გაბრაზება უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც დევიდმა შეიტყო, რომ ეშლიმ მიიღო ტრამვა.
"ჩვენ კიდევ გვყავს რამდენიმე ტრამვირებული. ერთ-ერთი მათგანი კი ეშლი იანგი გახდა, რომელმაც მხრის ტრამვა მიიღო ლორისთან შეტაკებისას და რამდენიმე ხნით მოუწევს ვარჯიშების გარეშე ყოფნა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით როდის დაგვიბრუნდება ჩვენი ვინგერი."
"ეს პრობლემაა, მაგრამ ამაზე უფრო დიდი პრობლემებიც გაგვაჩნია ტრამვების მხრივ. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში ყველა მათგანი გამოკეთდება და შეძლებს გუნდის დახმარებას."-აცხადებს მოიესი.
ბოსმა ასევე დაადასტურა, რომ რობინს არ მორჩენია ბარძაყის ტრამვა და ის ისევ ვერ შეძლებს გუნდის დახმარებას "სუონსის" წინააღმდეგ.
"რობინის საქმე უკეთ მიდის, მაგრამ ის ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდა ბოლომდე. ჩვენ გაგაგებინებთ, როცა ის მზად იქნება."-ამატებს მოიესი.
"იუნაიტედს" დატვირთული გრაფიკი აქვს, რადგან კვირას "სუონსის" მატჩის შემდეგ მას "სანდერლენდთან" "ლიგის თასის" ნახევარფინალის პირველი თამაშის ჩატარება უწევს.
"ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ყველა ფეხბურთელი გამოვიყენოთ ამ დატვირთული გრაფიკის დროს. ალბათ ხშირად შევცვლი მათ, რათა ძალიან არ დავტვირთო. მაგრამ მე ჯერ არ ვაპირებ მათი სახელების დასახელებას."
"დატვირთული გრაფიკი მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. იმავე პრობლემა აქვს "სანდერლენდსაც". ეს შობის პერიოდშიც მოხდა და ამის გამომწვევი მიზეზები სრულიად გასაგებია ჩემთვის. მართალია ეს ცოტათი რთულია, მაგრამ ამის გადატანა ორივე კლუბს უწევს და აქ საწუწუნო არაფერია."-დაასრულა ბოსმა.