ნორვეგიული "მოლდიეს" მწვრთნელმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა ოლე გუნარ სოლსკაიერმა განაცხადა, რომ "იუნაიტედში" დაბრუნებაზე ოცნებობს.
"მე არ ვამბობ, რომ პირდაპირ მოვერევი ამ საქმეს, თუმცა ცხოვრებაში უფრო მეტი უნდა გინდოდეს და რაღაც დონეზე მიზნებიც უნდა გქონდეს დასახული.
მე ვოცნებობ ინგლისში მუშაობაზე და ნელ-ნელა მივიწევ ამისაკენ. დიდი ხანია არ გასულა რაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი და სულ რაღაც 2 წელია, რაც ნორვეგიაში ვმუშაობ.
მიუხედავად ამისა ჩემი დრო მოვა. მე ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს ინგლისურ გუნდებთან და ვცდილობდი ამეხსნა, რომ ჯერ ნორვეგიის დატოვება არ იქნებოდა მიზან შეწონილი. კიდევ ბევრი რამ მაქვს ასათვისებელი.
მსურს, რომ ყველაფერი თავის დროზე მოხდეს. მწვთნელობა რთული საქმეა, თუმცა შენ ძალიან ბედნიერი ხარ, როცა შენი გუნდი იგებს. ეს დიდ სტიმულს გაძლევს.
მე ყოველთვის ვცდილობ გუნდში ისეთი ფეხბურთელები მყავდეს, რომლებსაც მოედნის გარეთაც კარგი გარემო აქვთ. როდესაც "იუნაიტედში" ვთამაშობდი, გუნდში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები მოედნის გარეთაც მეგობრულები და ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ.
მხედველობაში მყავს რაიან გიგზი, როი კინი, პოლ სქოულზი და ედვინ ვან დერ საარი" - ციტირებს ოლე გუნარს The Sun.