თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2014, 15:16
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2066,
კომენტარები: 7
კოული ჭორებს ადასტურებს !
ენდი კოული რამდენიმე ახალწვეულის ხილვას არ გამორიცხავს.
კოული ჭორებს ადასტურებს !
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა ენდი კოულმა დაჟინებით განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდიდან" გაჟონილი ჭორები სიმართლეს შეესაბამება და "იუნაიტედი" აუცილებლად შეიძენს ერთ ან ორ ფეხბურთელს იანვრის განმავლობაში, მაგრამ ასევე დაამატა, რომ დევიდ მოიესს ამ ტრანსფერებისთვის საკმაო ფულის დახარჯვა მოუწევს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. მართალია "იუნაიტედის" სახელს ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს უკავშირებენ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ეჭვები ვიხილავთ თუ არა ახალ სახეებს "ოლდ ტრაფორდზე" ამ თვეში.

შემაძრწუნებელმა მარცხმა "ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "იუნაიტედს" არა მხოლოდ გაძლიერებისთვის, არამედ სასიცოცხლოდ სჭირდება რამდენიმე ხარისხიანი შენაძენი, რომელშიც აუცილებლად უნდა იყოს ცენტრალური ნახევარმცველი და მარცხენა მცველი, რადგან ყველაზე მეტი შეცდომები სწორედ ამ პოზიციებზე ჩანდა ახალი წლის დღეს.

რაიან გიგზი უკვე 40 წლისაა, ამასთანავე ქერიკიც ახლახან დაგვიბრუნდა ტრამვიდან და არც ქლევერლის, არც ანდერსონს არ შესწევთ იმის ძალა, რომ ჩაანაცვლონ ეს ორი შესანიშნავი ფეხბურთელი და ითამაშონ გუნდისთვის საჭირო როლი. მოიესი რამდენიმე ფეხბურთელის საჭიროებას თავიდანვე ხედავდა, მაგრამ ბოლო წუთამდე არ შეიძინა არავინ, ხოლო 27.5 მილიონად შეძენილი მარუან ფელაინს კი კიდევ ვერ იყენებს გუნდი.

მართალია "იუნაიტედი" ტრანსფერებში ბევრ ფულს არასდროს ხარჯავდა მისი ისტორიის მანძილზე, მაგრამ კოული მაინც მიჩნევს, რომ რამდენიმე ახალ სახეს ვიხილავთ:

"იმ ყველა ხმების გათვალისწინებით, რომლებიც შტაბიდან იპარება, მე რატომღაც მგონია, რომ რაიმე სახის აქტივობას აუცილებლად ვიხილავთ."

"ჩვენი კლუბი ისტორიულად ბევრს არაფერს არ აკეთებს ხოლმე იანვრის ტრანსფერებზე, თუმცა ჩვენ ახალი მენეჯერი გვყავს ახალი იდეებით. მე უბრალოდ მაინტერესებს ვის ენდომება თავიანთი კარგი ფეხბურთელების გაყიდვა შუა სეზონში. ასევე დიდ თანხებს ითხოვენ და ესეც უნდა მივიღოთ თვალთახედვაში."

"ისინი ბევრ ფულს მოითხოვენ, იმიტომ რომ იციან რა დონის ფეხბურთელები ყავთ და ასევე იციან, რომ სხვა კლუბები საკმაო თანხას გადაიხდიან მათთვის, თუ მათ სჭირდებათ. ახალი შენაძენი ძვირი დაგვიჯდება განსაკუთრებით მაშინ თუ ამ ფეხბურთელებს გრძელვადიანი კონტრაქტები გააჩნიათ."
-დაასრულა კოულმა.

RedRants.com
ტრანსფერები
7 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
3 იანვარი 2014 15:29
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერა, კაბელა ან მატა დაიდოს !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Rosso Diavolo
3 იანვარი 2014 15:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვიყიდოთ ერთი ნორმალური ფეხბურთელი რა
0
№3
ავტორი: Macklemore
3 იანვარი 2014 15:47
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
აუ კაი საყრდენი გვინდა ცენტრს რო თავისუფლად გააკონტროლებს და მაგის გვერდით კაი ჯანიანი ჩამშლელი რა. ჩემი აზრით სტროტმანი მოხსნიდა ყოველგვარ პრობლემას, მაგრამ ვერ ვიყიდეთ.
0
№4
ავტორი: fabio
3 იანვარი 2014 15:49
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
მატა რიბეირო და გუნდოგანი გაასწორებდა
0
№5
ავტორი: ლადო
3 იანვარი 2014 17:46
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მატა და რუნის ახალი კონტრაქტი დაიდოს
0
№6
ავტორი: GGMU
3 იანვარი 2014 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
კაია იმედია კაი კლასნი ვინმეს დაითრევს
0
№7
ავტორი: Manchester_M
3 იანვარი 2014 19:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერთი ვარსკვლავი მოიყვანონ თავის თავზე რომ აიღოს ხოლმე თამაში .
კრიშტიანუ გვყავდეს ახლა მანჩესტერში :X:X:X ძან მაგარი იქნებოდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top