"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველი ჯონი ევანსი საუბრობს კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ის ამბობს, რომ გაკვირვებულია საშინაო მატჩების შედეგებით.
"გასვლით შეხვედრებზე კარგად გამოვიყურებით, ახლა საჭიროა ვიპოვოთ სწორი მიმართულება, რადგან ვითამაშოთ ორივეგან თანაბრად. "ტოტენჰემს" მივეცით ბევრი სივრცე სათამაშოდ, თუმცა ისინი უმეტესად სწრაფ კონტრშეტევებზე მოდიოდნენ. მიმდინარე სეზონში ჩვენ უკვე ოთხი მარცხი განვიცადეთ "ოლდ ტრაფორდზე". მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვფიქრობ, რომ ''მამლებთან'' წაგება ჩვენ არ დაგვიმსახურებია." - დაასრულა ევანსმა.