"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ მისი სამწვრთნელო კარიერის წარმატება სერ ალექს ფერგიუსონთან მუშაობამ განაპირობა. როგორც ცნობილია, სოლსკიერი ცოტა ხნის წინ ოფიციალურად "კარდიფის'' მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მან უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა კლუბში და გაიცნო მათი თამაშის სტილი.
"მე და სერ ალექსმა ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ, იგი როგორც ყოველთვის თბილად შემხვდა. მან ძალიან კარგი რჩევები მომცა ჩემს მომავალზე. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დროს, ყველა მათგანი ყოველთვის დამოკიდებულია ვინმეს რჩევა-დარიგებაზე. მე კი მყავს სერ ალექსი, იგი ძალიან კარგი ადამიანია, გამოცდილი და ყოველთვის კარგ რჩევებს მაძლევს საჭირო დროს. ამიტომ მე გავაგრძელე სამწვრთნელო კარიერა ''კარდიფში''. სერ ალექსი, ალბათ საუკეთესოა საუკეთესოებს შორის, ვინც კი მე ოდესმე მინახავს." - დაასრულა სოლსკიაერმა.