თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2014, 08:05
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1590,
კომენტარები: 9
ოლე გუნარის ამბიციები
ყოფილი "ეშმაკი" ახალ გუნდში "იუნაიტედის" ყოფილ მწვრთნელებს იხმობს.
ოლე გუნარის ამბიციები
"იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა ხუთშაბათი დილა მისი გუნდის პრეზიდენტთან, მეჰმეტ დალმანთან საუბრით დაიწყო.

"გამიმართლა რომ პრემიერ ლიგაში დავბრუნდი. მართალია ეს საკითხი ოჯახთან ერთად განვიხილე, მაგრამ ყველა შემთხვევაში მე ამ შანს ხელიდან არ გავუშვებდი." - აცხადებს სოლსკიაერი, რომელმაც თავიდანვე იზრუნა მისი გულშტემატკივრების გულის მოგება.

"ჩვენი მინიმალური გეგმა ის არის, რომ ჩავატაროთ კარგი ხარისხის მატჩები და მოვიპოვოთ ქულები. შედარებით უფრო ამბიციური კი პრემიერ ლიგის ცხრილში "სუონსიზე" ზემოთ მოპოვებული ადგილი იქნება." აცხადებს ღიმილით ოლე გუნარი.

40 წლის მენეჯერმა უარყო ჭორების იმის შესახებ, თითქოსდა სერ ალექს ფერგიუსონმა გააფრთხილა სოლსკიაერი რომ არ ემუშავა "კარდიფის" მფლობელ ვინსენტ ტანთან. ორივე მათგანი ერთად უყურებდა მატჩს ახალი წლის დღეს, რომელშიც "მეთოფეებმა" 2-0 დაამარცხეს "მერცხლები".

"მან საუკეთესო სურვილები მისურვა და რამდენიმე რჩევა მომცა, სერ ალექსი ამას ყოველთვის აკეთებდა. მე დიდხნიანი საუბარი მქონდა მასთან ამ თემასთან დაკავშირებით." აცხადებს ოლე გუნარი. "სისულელა, რომ თითქოსდა სერ ალექსმა მირჩია მე არ დავთანხმებულიყავი შემოთავაზებას."

"მათ დამარწმუნეს მე იმის შესახებ, რომ ნამდვილად უნდოდათ ჩემი ხილვა ნამდვილ ფეხბირთში. კომუნიკაციები და დიალოგი ურთიერთობის მთავარი გასაღებია. ყველაფერი ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს რაც გაზეთებში წერია."

სოლსკეაერი მწვრთნელის რანგში უძღვებოდა "მოლდეს" ტიტულების დაბრუნებაში. მან ორ წელში ორჯერ მოაგებინა ამ გუნდს ქვეყნის უმაღლესი ჩემპიონატი. ხოლო ფეხბურთელობის დროს ოლემ "მოლდეში" 14 წელი გაატარა.

"მე ყოველთვის მსურდა პრემიერ ლიგაში დაბრუნება და მეჰმეტთან საუბრის შედეგად, მან დამარწმუნა რომ დავთანხმებულიყავი თემოთავაზებას." დაამატა სოლსკეაერმა. "ფანების სიყვარული გუნდისადმი, ეს შესანიშნავი გამოწვევაა, რომელზედაც უარის თქმა გამიჭირდა."

"ბოლო 3-4 წლის განმავლობაში, "კარდიფმა" დაგვანახა, რომ ეს გუნდი მზადაა შემდეგი ეტაპისთვის."

"ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც დამარწმუნა ამ გადაწყვეტილების მიღებაში ისაა, რომ ვხედავ როგორ უყვართ ფანებს თავიანთი გუნდი და ფეხბურთელები. ყოველ მატჩზე ისინი სტადიონზე მოდიან და ყვირიან მთელი გულით. თუ გინდა რომ გუნდი წარმატებით გაწვრთნა, შენ ასეთი მხარდაჭერა გჭირდება. ერთი სული მაქვს დავუმტკიცო ჩემს გულშემატკივრებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ სწორი არჩევანი გააკეთა ჩემი დანიშვნით."

"იმედი მაქვს რომ ფეხბურთის ჩემი სტილით იამაყებენ გულშემატკივრები. ეს გახლავთ შემტევი ფეხბურთი. წინ პასები, წინ გაქცევა. მე შეტევა მიყვარს. მინდა ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინონ."

სოლსკიაერი აცხადებს, რომ მას ჯერ დასჭირდება დრო რათა განსაზღვროს, საჭიროა თუ არა ფეხბურთელების დამატება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

"ჩვენ სტაბულურობა გვჭირდება. ჩემ ტელეფონზე უამრავი ზარი შემოდიოდა. მიკავშირდებოდნენ აგენტები და მწვრთნელის ასისტენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩემს სამწვრთნელო შტატში მოვუნახო ადგილი, თუმცა ჯერ არის დრო და ვიფიქრებ თუ ვისი დახმარება დამჭირდება."

"მე შევხვდი ფეხბურთელებს და გვქონდა პირველი გასაუბრება. ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან. გამიმართლა რომ მომიწევს ისეთ ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობა, რომლებიც გამარჯვებას მიჩვეულები არიან."

"ახლა ისინი პრემიერ ლიგაში თამაშობენ და ეჭვიც არ მეპარება ცხოვრების საუკეთესო პერიოდი აქვსთ. ისინი წესით დიდ სიამოვნებას იღებენ. ნეტავ 25 წლის ვიყო და ისევ შემეძლოს ამ ჩემპიონატში თამაში. იმედი მაქვს რომ მათ მოტივაციას და შთაგონებას მივანიჭებს და სულ მალე ჩამოყალიბებული ფეხბურთელების და გუნდის მწვრთნელი ვიქნები." - დაასრულა ნორვეგიელმა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავის სამწვრთნელო შტაბში ასისტენტებად "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელები, მარკ დემფსი და რიჩარდ ჰარტისი წაიყვანა.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
3 იანვარი 2014 08:09
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არ მიყვარს საკუთარ სიახლეზე კომენტარის დატოვება, მაგრამ მინდა ამ კაცს მთელი გულით ვუსურვო წარმატებები. უკვე მერამდენე წელია ოლე გუნარი მინდა იუნაიტედის მწვრთნელად და იმედი მაქვს რომ ჩემი იმედები გამართლდება იმასთან დაკავშირებით რომ სერ ალექსი მას წითლების მწვრთნელად ამზადებს. დიდი ხნის მანძილზე წვრთნიდა ჩვენს რეზერვებს და წარმატებაც მოუტანა. შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და თავისი გუნდი 2ჯერ გახადა ჩემპიონი. ახლა ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში მოგვევლინა გამოცდილების მისაღებად და იმედია მალე შეცვლის დევიდ მოიესს! მჯერა ამ კაცის და ყოველთვის ვუგულშემატკივრებ კარდიფს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: red devil
3 იანვარი 2014 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
chudikone,
neta martla mec magrad miyvars es kaci da imedia dzlieri taqtikosi iqneba da gaamartleb chem imedebs
0
№3
ავტორი: Vodafone
3 იანვარი 2014 10:13
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ძალიან გამიხარდა ოლეს დაბრუნდება პრემიერ ლიგაში, წარმატებებს ვუსურვებ, ოღონდ იუნაიტედთან არა wink
0
№4
ავტორი: chaobi
3 იანვარი 2014 10:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
carmatebebi !! <3
0
№5
ავტორი: BERDI
3 იანვარი 2014 11:35
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Gamixarda ro dabrunda manchrstertan ertad cardrifs unda vugulshematkivrot :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: love united
3 იანვარი 2014 11:55
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კარდიფს ვგულშემატკივრობთ ყველა :დ იმედია გაქაჩავს ოლე
0
№7
ავტორი: Berba 9
3 იანვარი 2014 12:19
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
იმედია წარმატებას მიაღწევს, გამიხარდება ნამდვილად:) ისე სხვათაშორის ჩელსის მერე ამათთან გვაქვს თამაში:))) საინტერესო იქნება ნამდვილად ოლეს დაბრუნება ოდლ ტრაფორდზე მწვრთვნელის რანგში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№8
ავტორი: Rosso Diavolo
3 იანვარი 2014 13:23
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგია მალე ოლეს გუნდს დავუპირისპირდებით
0
№9
ავტორი: Jubo
3 იანვარი 2014 15:34
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
წარმატებები ოლე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top