"წითელი ეშმაკების" ფრანგი მცველი პატრის ევრა აცხადებს,რომ რობინ ვან პერსი მას რუუდ ვან ნისტერლოის აგონებს.
"ლონდონის "არსენალთან" მატჩის შემდეგ ალბათ ყველა მიხვდა,რომ რობინი ძალიან გონივრული ადამიანია" - აცხადებს ევრა.
"ყველამ იცის,რომ ის დიდი ფეხბურთელია.ის თავის შესაძლებლობებს "არსენალშიც" ამტკიცებდა.ცხადია,რომ თავდაპირველად მას "იუნაიტედში" გაუჭირდებოდა,მაგრამ ფსიქოლოგიური ზეწოლა ძალიან მალე გადალახა."
"როგორც ჩანს,რობინი ჩვენთან კიდევ მრავალ წელს გაატარებს.ის რუუდ ვან ნისტერლოის მაგონებს და იმედი მაქვს ის ჩვენს გუნდში განვითარდება."
"მე არასოდეს დამავიწყდება ნისტერლოის წლები "იუნაიტედში".ის მართლაც დიდი ფეხბურთელი იყო.ეს ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელი უფრო ბევრია ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი.მათი უნარი და ტექნიკა ძალიან ჰგავს ერთმანეთს."
"ძალიან მოხარული ვარ,რომ რობინმა გოლის გატანა შეძლო.ის ბუნებით ფეხბურთელია.მან აჩვენა ნამდვილი პროფესიონალიზმი,როდესაც მან გადაწყვიტა გოლის არ აღნიშვნა.ამით მან პასუხი გასცა მისი ყოფილი გუნდის გულშემატკივრებს." - დაასრულა ევრამ.