თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2014, 18:07
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2884,
კომენტარები: 13
რატომ არ გადმოვა როისი?
ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე ორი დღეა გახსნილია და გაზეთები უკვე საუბრობენ "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო გეგმებზე. მათი აზრით, "იუნაიტედი" მარკო როისის შეძენას შეეცდება.
რატომ არ გადმოვა როისი?
სპორტული ტაბლოიდები აქტიურად წერენ, რომ "იუნაიტედს" გერმანელი მარკო როისის შეძენა სურს. რა საკვირველია, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, რადგან წარმოუდგენელია კრიზისში მყოფ მანჩესტერს არ უნდოდეს გერმანელის გადმობირება. სურვილი ერთია, მაგრამ რამდენად რეალურია მისი ინგლისში გადმობარგება? სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთ ძირითად მიზეზს თუ რატომ არ გადმოვა როისი ზამთარში "მანჩესტერ იუნაიტედში".

რატომ არ გადმოვა როისი?


1) როისი მაღალი დონის ფეხბურთელია და ცხადია, მის ამბიციებში ჩემპიონთა ლიგაზე მუდმივად თამაში შედის. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ "დორტმუნდმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა და ახლა მერვედფინალში ელის თავის მეტოქეს. "ბორუსია" რომ ჯგუფში ჩარჩენილიყო, როისის გადმოსვლის შანსი უფრო დიდი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. როისმა კარგად იცის, რომ თუ ის დატოვებს ბორუსიას და გადავა "მანჩესტერ იუნიატედში", მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე. არსებობს საშიშროება, რომ ვერც მომავალ წელს შეძლებს როისი "იუნიატედის" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას "იუნაიტედის" სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე. ერთი სიტყვით, "იუნაიტედის" ამჟამინდელი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს მარკო როისის ამბიციებს და რატომ დააყენებს კარიერას კითხვის ნიშნის ქვეშ?

რატომ არ გადმოვა როისი?


2) მეორე მიზეზი თუ რატომ არ გადმოვა როისი ინგლისში სათამაშოდ არის ის, რომ როისი გერმანელია. მოგეხსენებათ, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს შემდეგ, ყველაზე ცოტა ტრანსფერი სწორედ გერმანიიდან განხორციელებულა პრემიერ ლიგის ისტორიაში. ამის მიზეზი მარტივია - გერმანიის ნაკრებს შეუზღუდავი არჩევანი აქვს ფეხბურთელების, განსაკუთრებით ნახევარმცველების. ამას ემატება ის ფაქტი, რომ გერმანიის ნაკრები არ ერიდება სხვა ეროვნების ფეხბურთელების დამატებას ეროვნულ ნაკრებში. არსებობს კიდევ ერთი მიზეზი - გერმანიის ნაკრების სათამაშო სტილი ემთხვევა ბუნდესლიგის გუნდების სათამაშო სტილს. ინგლისში კი რადიკალურად განსხვავებული სათამაშო სტილია და თუ როისი "მანჩესტერში" გადმობარგდება მოუწევს ამ სტილთან შეგუება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ეროვნულ ნაკრებში დაკარგოს კუთვნილი ადგილი.

რატომ არ გადმოვა როისი?


3) მარკო როისი "დორტმუნდის" ლიდერია და ამაზე არავინ დაობს. მისი ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და ლიდერული თვისებები ეხმარება მას იყოს გამორჩეული თავის გუნდში. იბადება კითხვა - იქნება როისი ისეთივე ლიდერი, როგორც "დროტმუნდშია?" ამ კითხვაზე პასუხი რთული გასაცემია, მაგრამ ფაქტია, რომ დაფასებული იქნება. როისის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ რამდენად გაუძლებს ეს ფეხბურთელი ინგლისის ზეწოლას არავინ იცის. "მანჩესტერში" ლიდერების ნაკლებობაა, მაგრამ უეინ რუნის ავტორიტეტი და ვან პერსის ფასი "წითელი ეშმაკუნებისთვის" შეუცვლელია. არსებობს საფრთხე, რომ მარკო როისი დაკარგავს ლიდერის წოდებას და გახდება რიგითი ფეხბურთელი, რაც მისთვის სასურველი ნამდვილად არ არის.

რატომ არ გადმოვა როისი?


4) იურგენ კლოპის ფაქტორი დიდ როლს თამაშობს მარკო როისის გადაწყვეტილებაში. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ როისი დააყენეს არჩევანის წინაშე - კლოპი თუ მოიესი? რომელს აირჩევს? უცნობ მწვრთნელს, რომლისგანაც არ იცის რა ელის და რომელიც პრემიერ ლიგის ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს თუ მწვრთნელს, რომელმაც გაზარდა და რომლისგანაც ზუსტად იცის რა შედეგია მოსალოდნელი. მე ვფიქრობ, რომ მეორე ვარიანტი უფრო ხელსაყრელია მისთვის.

რატომ არ გადმოვა როისი?


5) შინჯი კაგავას მაგალითი ყველაფერს ართულებს. დამეთანხმებით, შინჯი არანაკლები ლიდერი და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო "დროტმუნდის" რიგებში. მან დატოვა "ბორუსია" და შეუერთდა "წითელ ეშმაკებს", სადაც მისი კარიერა ვეღარ განვითარდა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა როისს გაუჩნდეს შიში, რომ მასაც იგივე ელის, რაც შინჯი კაგავას დაემართა. არადა, ყველას გვახსოვს რაოდენ დიდ ძალას წარმოადგენდა იაპონელი გერმანული კლუბისთვის და ვერავინ იფიქრებდა, რომ მოლოდინს ასე გაუცრუებდა საფეხბურთო სამყაროს.

ამგვარი საშიშროების წინაშე დგას დღეს გერმანელი ფეხბურთელი და ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ის არ დათანხმდება "იუნიატედის" შემოთავაზებას.

სტატიის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ ხუთ ძირითად მიზეზს, თუ რატომ უნდა გადმოვიდეს მარკო როისი "წითელ ეშმაკებში", ასე რომ გული არ გავიტეხოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ავტორი : დიმა სანაია
1/2/2014
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
2 იანვარი 2014 18:18
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სამწუხაროდ სიმართლეა ყველაფერი, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ.
0
№2
ავტორი: VaRdo
2 იანვარი 2014 18:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არავინ გადმოვა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: Rosso Diavolo
2 იანვარი 2014 18:27
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ლევანდოვსკის გადასვლის შემდეგ შანსი არაა არავინ გამოუშვებს
0
№4
ავტორი: TrueRed
2 იანვარი 2014 18:29
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ყველაფერში გეთანხმები. არადა ძალიან მაგარიი იქნებოდა ამის ჩვენ ფორმაში ნახვა love
0
№5
ავტორი: Red Hooligan
2 იანვარი 2014 18:31
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
მართალია, მაღალი დონის ფეხბურთელი როისი/დიმარია/კოკე არცერთი არ გადმოვა. ჯობია გარაი იყიდონ ბენფიკიდან. ან რომელიმე მაღალი დონის მცველი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№6
ავტორი: Luka Gelashvili
2 იანვარი 2014 19:16
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
მწარე სიმართლე :\
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: Rosso Diavolo
2 იანვარი 2014 19:21
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Red Hooligan,

DA კოკე რატომ არ გადმოვა??
0
№8
ავტორი: Red Hooligan
2 იანვარი 2014 19:24
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
H E R N A N D E Z 14,
რატო და ლიგაზე თამაშობს პლეიოფში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: Malboro463
2 იანვარი 2014 19:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვინც ლგაზე თამაშOბს ის კლუბს არ შეიცვლის იანვარში. ერთი მატა რომელსაც პსჯ ყიდულობს ამათ ფეხებზე კი დიათ. და პიანიჩს თუ იყიდან ეგა ამაზე ნაკლები ნაღდად არა მეტი თუ არა. დრაქსლერის ყიდვაც შეიძლება
0
№10
ავტორი: Manchester_M
2 იანვარი 2014 19:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ვიდალი ალბათ ეს იქნება რეალური მაგის ყიდვა წესით უნდა გადმოვიდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top