თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2014, 15:36
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2150,
კომენტარები: 6
ევანსი: "წელი არასასიამოვნოდ დაიწყო"
ჯონი ევანსი უკმაყოფილოა...
ევანსი:
ჯონი ევანსი ფიქრობს, რომ "იუნაიტედმა" საკმაოდ კარგად ითამაშა იმისათვის, რომ "ტოტენჰემი" საშინაო არენაზე დაემარცხებინათ. ირლანდიელი მცველის აზრით კლუბმა უნდა დაივიწყოს ეს მარცხი და გამარჯვების გზას დაუბრუნდეს.

"ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და როგორც მინიმუმ ქულა დავიმსახურეთ. ჩვენ მათზე ზეწოლას ვახდენდით, თუმცა ვერ შევძელით ბევრი საგოლე მომენტის შექმნა, თანაც ისინი ძალიან კარგად იცავდნენ თავს. მათი გოლები თამაშის ლოგიკაში არ ჯდებოდა. მათ გააკეთეს ორი კონტრშეტევა და ორი გოლი გაგვიტანეს. დიახ ჩვენ დამწუხრებულები ვართ, მაგრამ წინსვლა უნდა განვაგრძოთ. ახალი წელი უსიამოვნოდ დაიწყო, თუმცა ჩვენ წინ უნდა ვიყუროთ. ბოლო 6 მატჩში კარგად ვთამაშობდით და თამაშს ვაკონტროლებდით, ეს უნდა გავაგრძელოთ."

ამ მომენტისთვის "იუნაიტედი" მეშვიდე ადგილს იკავებს და ლიდერს 11 ქულით ჩამორჩება. გამაკვირვებელია, რომ "იუნაიტედი" გასვლაზე უფრო კარგად თამაშობს ვიდრე "ოლდ ტრაფორდზე". "ტოტენჰემთან" მატჩში კლუბი სახლში მეხუთედ დამარცხდა. "იუნაიტედმა" 34 ქულიდან 20 საგარეო არენებზე მოიპოვა.

"ამ სეზონში ჩვენ გასვლაზე უფრო კარგად ვთამაშობთ ვიდრე სახლში. ჩვენ ბალანსი უნდა შევინარჩუნოთ. ეს ძნელი ასახსნელია, "ტოტენჰემთან" მატჩში ჩვენ ძალიან ღიად ვთამაშობდით და მათაც ორ კონტშეტევაზე დაგვიჭირეს. ვფიქრობ ამან მათ დაეხმარა." - დაასრულა ჯონიმ.

წყარო
სტატიები, ახალი ამბები, ჭორები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Malboro463
2 იანვარი 2014 15:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
უაზროდ დარბოდა გუშინ აგი.


პაანიჩი და მატა იყიდონ
0
№2
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2014 15:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლორისმა მაგრად გაიგიჟა თავი მაგრამ არც მსაჯს ვაბრალებ რამეს ადა არც არავის, ლივერპულის ფანის ლოგიკა არ გამაჩნია. არ ვითამაშეთ სათანადოდ და ამა სმოჰყვა ყველაფერი პირველ რიგში. იმედია გამოსწორდება, ჩემპიონობის თეორიულ შანსს არ დავდებ, ოთხეული დაიდოს
0
№3
ავტორი: GGMU
2 იანვარი 2014 16:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
არც მე აღარ დავედზებ ჩემპიონობას წელს :) იმედია 3 ეულში მიანც შეგვიყვანს რო ჩემპიონთა ლიგა 2014-2015 ჩვენ გარეშე რა არიი? :X
0
№4
ავტორი: ლადო
2 იანვარი 2014 16:50
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მე ვაბშე არ ვაბრალებ მსაჯს, ჩვენივე თავით უნდა მოგვეგო ეგ თამაში
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
2 იანვარი 2014 17:03
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
2014წელიწაგებით დავიწყეთ!! areyoukiddingme
0
№6
ავტორი: fabio
2 იანვარი 2014 19:32
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
რო ესე ლანძღავთ თქვენ ა იცით რომ დღეს მისი დაბადების დრეა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top