თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2014, 15:14
ავტორი: Berba 9,
ნანახია: 2047,
კომენტარები: 3
ფრაიერსი და მისი ხედვა
ინგლისელი მცველი მიზეზებზე საუბრობს
ფრაიერსი და მისი ხედვა
ფრაიერსი, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი, ამავე კლუბის აღზრდილია და მიზეზი იმისა, თუ რატომ დატოვა მან კლუბი იყო უთანხმოება კლუბში. კერძოდ, მას სურდა მისი კონტრაქტი ყოფილიყო გრძელვადიანი.
"ტოტენჰემი" ადრევე ცდილობდა დაეთანხმებინა "იუნაიტედის" ფრაიერსის ტრანსფერზე, თუმცა კლუბი არ დათანხმდა შემოთავაზებას და მანჩესტერულმა კლუბმა ის "სტანდარტში" გაუშვა უსასყიდლოდ, 2012 წლის აგვისტოში, სადაც მან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 4 თვის შემდეგ "სპურსის" მესვეურები ნაწყენნი დარჩნენ სერ ალექს ფერგიუსონის ამ გადაწყვეტილების გამო.
საბოლოო ჯამში კი "ტოტენჰემმა" მაინც ჩაიგდო ხელში ფრაიერსი ბელგიური კლუბიდან, 3.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
როგორც აღმოჩნდა, ფრაიერსი არ დანებებულა და მისთვის ბელგიაში გადასვლა კრახი არ ყოფილა და მას ჯერა, რომ გახდება უკეთესი მას შემდეგ რაც დატოვა "იუნაიტედი".
"ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ თუ შენ დატოვებ "იუნაიტედს" ეცემი დაბლა, თუმცა პირადად მე მჯერა, რომ გავხდები უკეთესი." - განაცხადა ინგლისელმა მცველმა.
"გასული წლის ზამთარში იყო რამდენიმე შემოთავაზება, განსაკუთრებით კი "ტოტენჰემის" შემოთავაზება იყო ჩემთვის სასურველი, სწორედ ამიტომ მე ავირჩიე ეს კლუბი და მჯერა, რომ ჩემი კარიერისთვის ეს იქნება საუკეთესო" - საუბრობს ზეკი ფრაიერსი.
ზეკი გასულ სეზონში ახალგაზრდულ კლუბში ასპარეზობდა "ტოტენჰემის", თუმცა მას შემდეგ რაც ტიმ შერვუდი მოვიდა კლუბში, ფრაიერსმა მთავარ კლუბში გადაინაცვლა და "სტოკ სიტისთან" ჩაატარა მისი მთლიანი სადებიუტო მატჩი, სადაც "სპურსმა" მოიპოვა გამარჯვება.
საუბრის ბოლოს კი ზეკი ფრაიერსი საუბრობს ტიმ შერვუდზე, სწორედ ის იყო მიზეზი, თუ რატომაც დატოვა ინგლისელმა ბელგიური კლუბი და მისი აზრით ისეთი სამწვრთვნელო შტაბი, როგორიც "ტოტენჰემს" ჰყავს საუკეთესოა მისი კარიერის გაუმჯობესებისათვის.

წყარო:"სქაისპორტი"
ახალი ამბები
3 კომენტარი
№1
ავტორი: Red Hooligan
2 იანვარი 2014 15:23
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ეს ფაბიოს და ბიუტნერს ერთად აღებულს ჯობს. 3-4 თამაშს ვუყურე და უკვე ჩამოყალიბული ფეხბურთელია. არ უნდა გაეშვათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№2
ავტორი: ლადო
2 იანვარი 2014 16:45
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ნუ ვერ ვიტყვით რომ ცუდიაო, ჩემი აზრით არ უნდა გავეშვა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2014 16:53
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეხლა წუწუნი კაი დროსია :დ წარმატებებს ვუსურვებ სადაცაა ოღონდ იუნაიტედთანა რა. კარგი ბიჭია ეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top