თბილისი:
მანჩესტერი:
2-01-2014, 14:29
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1973,
კომენტარები: 10
ვის აირჩევს "იუნაიტედი" ?
"იუნაიტედში" ცვლილებებია საჭირო.
ვის აირჩევს
მოქმედი ჩემპიონები 11 ქულით ჩამორჩებიან ამჟამინდელ ლიდერებს "მეთოფეებს" და სეზონის წარმატებით ჩატარებისთვის იბრძვიან.

დევიდ მოიესი ინტენსიური წნეხის ქვეშაა. სატრანსფერო ფანჯარის გახსნასთან ერთად წითლების ბოსი დიდი ამოცანის წინაშე დგას: ამოირჩიოს "იუნაიტედის" დონის ფეხბურთელი, გადაარჩინოს კლუბი და კიდევ შეინარჩუნოს ჩემპიონობის შანსები.

ვის აირჩევს "იუნაიტედი" ?
ჩემპიონები მეშვიდე ადგილზე არიან და 11 ქულით ჩამორჩებიან ამჟამინდელ ლიდერებს.


"იუნაიტედი" მეშვიდე ადგილზე ჩამოვიდა და ეს ძალიან დიდი სირცხვილია ჩემპიონებისთვის. მოიესი აქამდე ზაფხულში აპირებდა უამრავი ფულის დახარჯვას და ამაზე ღიადაც საუბრობდა, მაგრამ გუშინდელი საღამოს დამარცხებამ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ კარგად გამოაჩინა, რომ "იუნაიტედი" შემადგენლობის გაძლიერებას საჭიროებს. "წითელ არმიას" მსოფლიო დონის ნახევარმცველი სჭირდება, ამასთანავე მარჯვენა მცველიც, რადგან ევრა ფორმიდანაა ამოვარდნილი. მას ბევრი აქვს "იუნაიტედისთვის" გაკეთებული, მაგრამ უკვე დროა ახალგაზრდა, გუნდისთვის უფრო სასარგებლო ფეხბურთელს დაუთმოს ადგილი.

ვის აირჩევს "იუნაიტედი" ?
ევრამ ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაუთმოს.


მოიესმა იცის რა ბრძოლა ელის წინ. მან იმავე შეცდომა არ უნდა დაუშვას რაც მოხდა ზაფხულში. დევიდმა ხელიდან გაუშვა იოზილი და მის ნაცვლად შეიძინა ფელაინი, რომელმაც გუნდს ვერანაირი სარგებელი ვერ მოუტანა და ხშირად სათადარიგოშიც კი ვერ ხვდება.

ვის აირჩევს "იუნაიტედი" ?
იოზილი დიდ სარგებელს მოუტანდა გუნდს.


ვის აირჩევს "იუნაიტედი" ?
£27.5 მილიონი ხშირად სათადარიგო შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება.


ვინ არის "იუნაიტედის" დონის? სწორედ ეს არის რთული. ბევრი ჭორები დადის "ატლეტიკო მადრიდის" კოკეს, "ბორუსიას" როისისა და გუნდოგანის, "ბილბაოს" ანდრეს ერერას შესახებ. თუმცა მოიესი მათზე კონკრეტულად არ საუბრობს, ის მხოლოდ შემადგენლობის გაძლიერებაზე აკეთებს კომენტარს და ეს რომ აუცილებელია კიდევ ერთხელ განაცხადა ოთხშაბათს "ტოტენჰემთან" მარცხის შემდგომ:

"იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ღიაა და ჩვენ ვეცდებით გავაძლიეროთ შემადგენლობა თუ ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ჩვენთვის საჭირო ფეხბურთელები ხელმისაწვდომია."

ვის აირჩევს "იუნაიტედი" ? ან იყიდის მოიესი ზამთრის ტრანსფერებზე ვინმეს? ეს არავინ იცის, მაგრამ ფაქტი ერთია-გუნდში ცვლილებებია საჭირო და "იუნაიტედს" გაძლიერება სჭირდება.

manchestereveningnews.co.uk
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
2 იანვარი 2014 14:38
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
როისი და კოკე გვინდა სასწრაფოდ
0
№2
ავტორი: gilmour
2 იანვარი 2014 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ვის იყიდას კაი რა, ზაფხულში ვერავინ ვიყიდეთ და ამ იანვარში მსოფლიო დონის არავინ რო არ გადმოვა რათ უნდა თქმა.
0
№3
ავტორი: Red Hooligan
2 იანვარი 2014 15:06
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ევრა მარცხენა ფლანგელია, მე პირადად მირჩევნია არ იყიდოს არავინ ამ პოზიციაზე, და ათამაშოს ეს 1 სეზონიც ევრა. მერე ზაფხულში თვითონ წავა. ჯერ არც ისე ცუდად თამაშობს. ზამთარში 1ს მეტი არამგონია ვინმე შეიძინოს და ჩემი აზრით ცენტრალური მცველია საჭირო. რაღა ნახევარდაცვას ეტაკე დაცვაში ვერ ხედავ რა პრობლემებია. შეტევაში, რომ ც არ იყოს წესიერი გამთამაშებელი ან თუნდაც ცენტრალური ნახევარმცველი რუნი დადგება ბოლო ბოლო, კერიკიც კრეფს ნელ-ნელა ფორმას. ყველაზე საჭირო ამ დროისთვის მაღალი დონის მცველია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№4
ავტორი: Esi
2 იანვარი 2014 15:09
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეს დედა აფეთქებული გყავს ფაბიო,რომელიც დაცვაში თავის ძმას ჯობს და ტექნიკითაც...უყურეთ მაგის თამაშებს და ნახავთ,რომ შესანიშნავი მცველი დადგება მისგან...მიეცით შანსი...მერე კიდე მოიყვანეთ კოკე და როისი...ვაახ
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
2 იანვარი 2014 15:29
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ტყუილად გადავყარეთ ფული ..ფელაინი მარტოსკამის გახეხვისთვის ვიყიდეთ
0
№6
ავტორი: DimaSanaia
2 იანვარი 2014 15:59
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
რას ქვია თუ ხელმისაწვდომი იქნება .... აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკა უნდა გვქონდეს, შეთავაზო და პასუხს დაელოდო არაა ეგრე. ფეხბურთელი უნდა შევახვედროთ სკაუტს იმან უნდა აიხსნას რას უნდა ელოდოს ჩვენი გუბნდისგან და უნდა დაითანხმოს. ეგრე ალალბედზე როისი და გუნდოგანი კი არა იაშვილი არ წამოვა.... ისპალნიწელი უნდა იყო... ვუდგარდის დებილი დედა ვატირე ეგ რომ ხლართავს ამ ტრანსფერებს იმიტომ და მე რო სახში ვზივარ :@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№7
ავტორი: ლადო
2 იანვარი 2014 16:42
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ქახლა ყველაზე რეალური ტრანსფერი ჩემი აზრით ბავშვების ყიდვა და მატას შეძენააა
0
№8
ავტორი: GeorgeBest
2 იანვარი 2014 16:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ამ ზამთარს არანაირ სერიოზულ ტრანსფერს არ ველი. თავის დროზე იოზილი რომ დაგვეთრია და არსენალს არ აეხია ეხლა მდგომარეობა უკეთესი იქნებოდა.
0
№9
ავტორი: Reus IN Manchester
2 იანვარი 2014 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
როისი და კოკე და მანგალა და აიწყობა გუნდი
0
№10
ავტორი: aleqsande
3 იანვარი 2014 01:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
chicharito moashoron magari parchakia

gundis 50% shesacvlelia
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top