"ოლდ ტრაფორდზე" "ტოტენჰემთან" მარცხის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა დამნაშავედ გამოიყვანა მატჩის მთავარი არბიტრი ჰოვარდ ვები.
ემანუელ ადებაიორის და კრისტიან ერიკსენის წყალობით "დეზებმა" შეძლეს და მეორედ მოახერხეს სამი ქულის წამოღება "ოლდ ტრაფორდიდან". დევიდ მოიესის თქმით ჰოვარდ ვებმა ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა მატჩის მსვლელობისას.
"მან არ დანიშნა 100 პროცენტიანი პენალტი და არც უგო ლორისი გააძევა, როდესაც ის უხეშად, გაშლილი ფეხით წავიდა ეშლი იანგისკენ. ძალიან გავვოცდი არბიტრმა, რომ არაფერი მოიმოქმედა ამ მომენტში."
"შემდეგ მან ადნანასაც უსამართლოდ მისცა ყვითელი ბარათი. გუშინ ჩვენ კარგად გამოვიყურებოდით. ჩვენ ბევრს არაფერს ვითხოვ, უბრალოდ გვსურს, რომ სამართლიანად მოგვექცნენ. თუ ეს პენალტი არ იყო, მაშინ პენალტი რაღაა?!" - განაცხადა დევიდ მოიესმა Daily Mirror-თან.