დევიდ მოიესმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "პატარა შეცდომების" გამო დამარცხდა "ტოტენჰემთან". შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში ეს გახდა მეექვსე მარცხი.
მიიუხედავად დიდი სათამაშო და კარში დარტყმების უპირატესობისა, "იუნაიტედმა" საკუთარი მოედანი ისევ ხელცარიელმა დატოვა.
"ჩვენ რამდენიმე კონტრშეტევა მივიღეთ და საბოლოოდ ორი მცირე შეცდომის გამო ორი გოლი გავუშვით" - განაცხადა მოიესმა მატჩის შემდგომ. "თუმცა ვფიქრობ დღეს გუნდმა კარგად ითამაშა. წაგების მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ვერ გამოვიყენეთ მომენტები და მცირე შეცდომებიც დავუშვით დაცვაში."
მოიესი ფიქრობს, რომ "იუნაიტედი" არ იმსახურებდა ამ წაგებას, მიუხედავად იმისა, რომ 66-ე წუთისთვის ლონდონური კლუბი ორ ბურთიან სხვაობით ლიდერობდა. ერიკსენის გოლის შემდეგ დენი უელბეკმა სწრაფადვე უპასუხა სტუმრებს, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ქულის მოსაპოვებლად.
"ფეხბურთელებმა ძალიან კარგად ითამაშეს." - განაცხადა მენეჯერმა. "მათი მიერ თამაშის შემოტრიალების მცდელობა შთამბეჭდავი იყო. როცა ერთი საპასუხო ბურთი გავიტანეთ დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშს მოვიგებდით, ფრეზე ერთხელაც არ მიფიქრია. თუ გადავხედავთ იმ შანსების რაოდენობას რაც ჩვენ გვქონდა, ნამდვილად გვეკუთვნოდა გამარჯვება."
"პირველი გოლის შემდეგ მთელი ძალებით შევუტიეთ და ამის გამო კონტრ-შეტევაზე გოლიც მივიღეთ. მათი მეორე გოლის დროს მოედნის ცენტრში არ გვყავდა ბევრი ფეხბურთელი, რის გამოც დავისაჯეთ."
ამ მატჩის შემდეგ "იუნაიტედი" გადადის მეშვიდე ადგილზე და "არსენალთან" სხვაობას 11-მდე ზრდის. თუმცა მოიესი სრულიად დარწმუნებულია გუნდში და ფიქრობს, რომ ამ მატჩში ბევრი პოზიტიური მხარის დანახვა შეიძლება.
"ჩვენ ისევ შევეცდებით თამაშების მოგებას" - დაამატა მან. "მხოლოდ ეს შეგვიძლია. დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ ცხრილს, რა თქმა უნდა გვსურს უფრო მაღლა ვიმყოფებოდეთ, თუმცა ახლა მხოლოდ შემდეგ თამაშზე ვიფიქრებთ."