ხავიერ ერნანდესი ფიქრობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" "ნორვიჩთან" მატჩში დაუბრუნდა ის იღბალი, რომელიც ბოლო თამაშებში აკლდათ.
მექსიკელმა ფორვარდმა "კეროუ როუდზე" მოახეხა ასისტის გაკეთება მას შემდეგ რაც რაიან ბენეტის მოგერიებული ბურთი პირდაპირ მას მიუვდა. ჩიჩარიტოს პასი კარგად დაამუშავა დენი უელბეკმა, ერთი მოძრაობით ჩამოიშორა მეკარე და პირველი და უკანასკნელი გოლი გაიტანა მატჩში.
თავდამსხმელს დაუსვეს კითხვა, თუ რატომ აჩვენებდა გუნდი უკეთეს შედეგებს გასვლით მატჩებში. ერნანდესის აზრით ამის მიზეზი მხოლოდ იღბალია, რომელიც მის გუნდს "ნიუკასლთან" და "ევერტონთან" არ წყალობდა.
"მგონია, რომ ჩვენ მეტი იღბალი გვწყალობს, რაც სხვა მატჩებში გვაკლდა." განუცხადა მან MUTV-ს. "ჩვენ სხვა მატჩებში იმედნივე მომენტს ვქმნიდით რამდენსაც "ნორვიჩთან", თუმცა უკანასკნელ შემთხვევაში იღბალი გვქონდა და მოვიგეთ კიდეც."
"სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ რაც უიღბლობის დამსახურებაც არის. მაგალითად ავიღოთ "ევერტონთან" მატჩი, მათ კარგად ითამაშეს და ორი კარგი მომენტიც შექმნეს, თუმცა ჩვენ მათზე უკეთ ვთამაშობდით და გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა. თუმცა, საბოლოოდ მატჩი მაინც მათ სასარგებლოდ დამთავრდა."
"მსგავსი სიტუაცია იყო "ნიუკასლთან" მატჩში, თამაშს ვაკონტროლებდით და მომენტებს ვქმნიდით, თუმცა მათ ერთხელ დაგვირტყეს კარში და გაიტანეს."
"მე ვიმედოვნებ, რომ საგარეო მატჩების კარგ სერიას "ოლდ ტრაფორდზეც" გავაგრძელებთ."