"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელ თამშზე ისაუბრა.შეგახსენებთ დღეს პრემიერ ლიგის 20-ე ტურზე თბილისის დროით 21:30წუთზე "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს. "მე მიყვარს დაძაბული თამაშები,ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები სტოკთან დავამტკიცეთ, მაგრამ ჩვენ დღეს უფრო რთული თამაში გველის"-განაცხადა შერვუდმა
"ჩვენ გვჭირდება სწორი ფორმულა, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დიდი კლუბების დამარცხებას, ისეთი კლუბების როგორიც იუნაიტედია.ჩვენ ვიცით, რომ წითლები ძალიან კარგ ფორმაში არიან და მათი დამარცხება ყოველთვის ძნელია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევძლებთ მათ დამარცხებას.იუნაიტედი ყოველთვის ძლიერი გუნდი იყო."
"ჩვენ გვესმის თუ ვის ვეთამაშებით და ჩვენს მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, მართალია იუნაიტედი ძლიერი გუნდია,მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელი არ არის."-დაასრულა შერვუდმა