თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2014, 16:04
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1899,
კომენტარები: 5
ევანსი ფეხბურთელების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
"ტიტულების მოგება ჩვენი მთავარი მიზანია"
ევანსი ფეხბურთელების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ექვსმატჩიანი მოგებების სერიის შემდეგ, მოიესის ბიჭები 2014 წელს "ტოტენჰემთან" თამაშით ხსნიან. ჯონი ევანსმა კი ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიადი კლუბის ფეხბურთელებს აკისრიათ და იმედოვნებს, რომ საზეიმო სიტუაცია სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

"როდესაც რამდენიმე თამაშს აგებ, შენ ხვდები რომ დიდი პასუხისმგებლობა გაწევს. შენ არ თამაშობ მხოლოდ შენი მწვრთვნელისთვის ან საკუთარი თავისთვის, შენ თამაშობ გაცილებით დიდი რამისთვის ვიდრე თითოეულ ჩვენთაგანს წარმოუდგენია."
აცხადებს ევანსი.

"როგორც ფეხბურთელმა, შენ უნდა გაიაზრო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მხოლოდ საფეხბურთო კლუბი არ არის, ეს გაცილებით მეტია... ხალხი "იუნაიტედის" წესით ცხოვრობს. ჩვენ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვყავს და შესაბამისად, უამრავ ადამიანს წარმოვადგენთ. ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და სწორედ ესაა ამ კლუბის ერთ-ერთი მთავარი ღირსება."

"ტიტულების მოგება ჩვენი მთავარი მიზანია (2014 წელს). ეს ისაა, რისთვისაც კლუბი ყოველთვის უნდა იბრძოდეს და არ მიმაჩნია რომ ამ სეზონში ტიტულების მოგება აღარ შეგვიძლია." დაასრულა ევანსმა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
5 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
1 იანვარი 2014 16:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გულზე, რომ გერბი გაქვთ აი მაგისთვის უნდა ითამაშოთ და ირგვლივ, რომ ხალხის ბედნიერება თქვენს მოგებაზეა დამოკიდებული აი მაგათთვის უნდა ითამაშოთ :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: Rosso Diavolo
1 იანვარი 2014 16:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
VaRdo,

მართალი ხარ
0
№3
ავტორი: love united
1 იანვარი 2014 17:01
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ევანსი მომწონს.ბოლო ორი სეზონია სერიოზულად თამაშობს.ნამდვილი მანჩესტერელია...
0
№4
ავტორი: LizarD
1 იანვარი 2014 19:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ჩემი ბიჭი,,, მომწონს შენი შემართება... სტაბილურია და საიმედო... ჯონი love მართალი ხარ...
0
№5
ავტორი: GGMU
1 იანვარი 2014 19:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ამაში იმ მანჩესტერულ სულისკვეთებას ვერ ვხედავ მაინც და მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top