თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2014, 14:22
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2090,
კომენტარები: 10
მოუ:იუნაიტედი იუნაიტედად რჩება.
ჟოზე მოურინიო "მანჩესტერის" ორივე მხარეს უფრთხის, თუმცა "ჩელსის" ჩემპიონობას არ გამორიცხავს.
მოუ:იუნაიტედი იუნაიტედად რჩება.
მოურინიოს კლუბს დღესდღეობით მესამე ადგილი უკავია "პრემიერ ლიგაში" და დღეს "საუთჰემპტონთან" უწევთ დაპირისპირება.

ჟოზეს სჯერა, რომ "პრემიერ ლიგის" ფავორიტი "მანჩესტერ სიტია", თუმცა ძალიან უფრთხის მოქმედ ჩემპიონებსაც. "იუნაიტედმა" ზედიზედ ექვსი თამაში მოიგო და ეს არცთუ ისე კარგია "არისტოკრატებისთვის".

"ტიტული ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის. მე როგორც უკვე განვაცხადე, მაშინაც კი როცა ისინი ჩამორჩებოდნენ პირველ ადგილზე მყოფებს 10, თუ 15 ქულით "იუნაიტედი" "იუნაიტედად" რჩებოდა."-აცხადებს ჟოზე.

"ტრადიცია ძალიან დიდ როლს თამაშობს. სწორედ ამიტომაც ვუფრთხი მე მათ. "მანჩესტერ იუნაიტედი" აქ არის, ჩვენს ახლოს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცხრილის სათავეში მოექცეს."-აგრძელებს მოურინიო.

"განსაკუთრებულმა" მწრთვნელმა ნახევარი სეზონი "მანჩესტერის" ცისფერი მხარის ფავორიტებად დასახელებაში გაატარა. ამასთანავე, ის ყოველთვის ამატებდა, რომ ეს ცინიზმი არ იყო.

როდესაც ჟოზეს ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ის "მანჩესტერ სიტისთვის" სიმშვიდის დარღვევას მან ასეთი პასუხი გასცა:

"თქვენ როგორ ფიქრობთ მე ეს შემიძლია? თქვენი აზრით, შემწევს ამის ძალა? შეხედეთ ცხრილს, შეხედეთ ფეხბურთელებს, შეხედეთ გოლების რაოდენობას და მათ ფორვარდებს.მე ვფიქრობ მათაც იციან, რომ სწორედ ისინი არიან ფავორიტები და თავს ჩემი წნეხის ქვეშ არ უნდა გრძნობდნენ."

"მაგრამ წინა წელთან შედარებით წელს ყველაფერი სხვაგვარადაა. გასულ სეზონში, ამ დროს ჩვენ 11-12 ქულით ჩამოვრჩებოდით ლიდერებს და ამიტომაც ყველაფერი უკვე დასრულებული იყო, მაგრამ წელს ჩვენსა და "არსენალს" შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა, ამიტომ თამაში ისევ გრძელდება და ყველაფერი წინაა."-დაასულა "ჩელსის" თავკაცმა.

DailyStar.co.uk
სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: love united
1 იანვარი 2014 14:24
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს ყველა გუნდს სიტყვით სახეს ახევს იუნაიტედის გარდა.პატივს გვცემს ასე თუ ისე.ფერგი პონტში...
0
№2
ავტორი: ლადო
1 იანვარი 2014 14:28
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბაბუს პონტში მაგარი პატივს ცემს იუნაიტედს...

საღოლ მარიააამ))
0
№3
ავტორი: Zizou
1 იანვარი 2014 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მაგრად გვეტენება ისე ეს :D
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
1 იანვარი 2014 14:56
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ჟოზე ნახე შეენ :დდ
0
№5
ავტორი: Vodafone
1 იანვარი 2014 15:22
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
სიტი არანაირად არ მიმაჩნია ფავორიტად, გასვლაზე ერთზელ ვერ მოიგეს ნორმალურად და მარტო საშნაო მატჩებით შორს ვერ წავლენ
0
№6
ავტორი: Beckham 7
1 იანვარი 2014 17:10
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
არ ვიცი სხვა რას ფიქრობს მარა ეს კაცი მევასება, დიდ პატივს სცემს ფერგის და რაც მთავარია იუნაიტედს ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№7
ავტორი: Red Hooligan
1 იანვარი 2014 17:26
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
love united,
სიტყვითაც და ყველა გრანდსაც აახია უკვე ისედაც.. ვერ ვიტყვი გამიხარდებოდა ეს, რომ მოსულიყო მაგრამ კაი იქნებოდა,,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№8
ავტორი: GGMU
1 იანვარი 2014 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
სწორს ბაზრობს :D
0
№9
ავტორი: Manchester_M
1 იანვარი 2014 19:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
რატო მოაჯექი ჟოზე სეზონის დაწყებამდე სხვას ჭიკჭიკობდი რა დაგემართა სიმონ ? :D
0
№10
ავტორი: fabio
1 იანვარი 2014 22:19
  • სიახლეები: 56
  • კომენტარები: 256
ეჰ რა კარგი იქნებოდა რომ ეს მოსულიყო მანჩეს მწვრთნელად ასი პროცენტით ჯობს დევიდს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top