თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2013, 17:30
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1304,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" ჩემპიონობისკენ მიმავალ გზას უბრუნდება
ლიდერების გარეშე დარჩენილი "წითელი არმია" გამარჯვებას ახერხებს, "ოლდ ტრაფორდი" კი მორიგ მსხვერპლს მოუთმენლად ელის.
"წითლების" სათადარიგოს, დენი უელბეკის მიერ მეორე ტაიმში გატანილმა გოლმა ჩემპიონებს მეექსვე წარმატებული გამარჯვება მოუტანა.

რამდენიმე კვირის წინ დევიდ მოიესის ბიჭები 13 ქულით ჩამორჩებოდნენ ამჟამინდელ ლიდერს "არსენალს", ახლა კი ხარვეზი ნელ-ნელა სწორდება და 8 ქულა გახდა.

პერსის გარეშე დარჩენილ "იუნაიტედს" უეინ რუნიც გამოაკლდა და გუნდს ძალიან გაუჭირდა თამაში, თუმცა "წითლებმა" გამარჯვების გზას მაინც მიაგნეს და წარმატებით დააგვირგვინეს ეს მატჩიც.

"ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი და ეს ასეც აღმოჩნდა. ჩვენ არ ვიყავით მუდმივად შეტევაში, მაგრამ ძალიან იღბლიანები აღმოვჩნდით, როცა გავიტანეთ გოლი და მოვახერხეთ კიდევაც ანგარიშის შენარჩუნება."-აცხადებს ინგლისელი ვარსკვლავი ეშლი იანგი.

"იუნაიტედი" ჩემპიონობისკენ მიმავალ გზას უბრუნდება


"ყველა ბოლომდე იბრძოდა, არავინ არაფერს თმობდა და ამგვარი მატჩის ყურება და თამაში მე დიდ სიამოვნებას მგვრიდა. მაგრამ იმედია არც არავინ ფიქრობდა, რომ ჩვენი ჩამოწერა ტიტულის ბრძოლიდან შეიძლებოდა. ახლა ჩვენ კიდევ უფრო მოტივირებულნი ვართ და ყველა დაინახავს როგორი სისწრაფით დავუბრუნდებით ცხრილის სათავეს."-დაასრულა ეშლიმ.

"მანჩესტერის" მეკარემ დავიდ დე ხეამ გუნდი გადაარჩინა ქულების დაკარგვას და თამაშის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. ის "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი იარაღია.

მოიესმა გიგზი ჩაანაცვლა უელბეკით და ამან შეცვალა თამაში. სწორედ უელბეკმა გაიტანა გამარჯვების შესანიშნავი გოლი.

"იუნაიტედი" ჩემპიონობისკენ მიმავალ გზას უბრუნდება


"სეზონის განმავლობაში შენ ისეთ დროსაც აუცილებლად მოგიწევს მატჩების ჩატარება, სადაც გუნდი არცთუ ისე კარგ ფორმაშია, ან აკლია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, მაგრამ შენ მაინც უნდა მიაღწიო სასურველ შედეგს. სწორედ ამიტომაც, ეს თამაში ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, რადგან დიდებული წარმოდგენის გარეშე მოვახერხეთ 3 ქულის მოპოვება."-აცხადებს დენი უელბეკი.

"იუნაიტედი" ჩემპიონობისკენ მიმავალ გზას უბრუნდება


"თავიდან რიკოშეტი იყო ჩემი გოლის დროს, მაგრამ საბედნიეროდ, ბურთი ფეხებთან მომივიდა და მოვახერხე გატანა. რა ვიგრძენი მაშინ? როდესაც მე აღმოვჩნდი ერთი ერთზე მეკარესთან ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა გამეტანა, რადგან თუ მე ამ მომენტს გავაფუჭებდი ეს შეიძლება გუნდისთვის სავალალო აღმოჩენილიყო."-ამატებს უელბეკი.

"ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან მოგვიხდა ორი მატჩის ჩატარება სამ დღეში. მაგრამ ახლა ჩვენ უფრო მოტივირებულნი ვართ და გავაკეთებთ მეტს! "-დაასრულა ინგლისელმა.

ზედიზედ ორი საგარეო მატჩის მოგების შემდეგ "ნორვიჩთან" და "ჰალთან", "იუნაიტედი" ახლა ძალიან კარგ ფორმაშია "ტოტენჰემთან" მატჩისთვის და "ოლდ ტრაფორდიც" მოუთმენლად ელის ლონდონელებს ახალი წლის დღეს და ალბათ საჩუქარსაც დაახვედრებს უეინ რუნის დაბრუნებით.


DailyStar.co.uk
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
30 დეკემბერი 2013 17:34
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მაგრა გადავრჩით ნორვიჩთან, იგივე არ უნდა განმეორდეს სპუსთან
0
№2
ავტორი: davita
30 დეკემბერი 2013 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
დავბრდღვნით MU-ს აღზევება დაიწყოო am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№3
ავტორი: don_vini
30 დეკემბერი 2013 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
კარგიად ვატარებთ ამ რთულ პერიოდს.კარგათ რაა ანუ 3 ქულებს ვიღებთ და ძალიან მიხარია.ტოტენჰემთანაც აუცილებლად უნდა ავიღოთ 3 ქულაა და უკვე მეხუთე ზედიზედ გამარჯვება ძალიან კარგი იქნება გუნდისთვის და სატურნირო მდგომარეობისთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№4
ავტორი: LizarD
30 დეკემბერი 2013 20:52
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
"მაგიდის სათავეს" areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
30 დეკემბერი 2013 21:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
თავიდან როგორი იმედგცრუებულივიყავი არვიცოდი ათეულში თუ შევიდოდნენ ეხლა იმის რწმენა მაქვს რომ ლიგას მოვიგებთ
0
№6
ავტორი: buka oboladze
30 დეკემბერი 2013 22:34
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
თავისუფლად შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება.. ეპლში გაგვიჭირდება მაგრამ მაინც გვაქვს შანსი!!! მოკლედ მე კმაყოფილი ვიქნები კაპიტალ ქაფს თუ მოვიგებთ თუ გავალთ ლიგის ფინალში და ეპლისთვის თუ ღირსეულად ვიბრძოლებთ
0
№7
ავტორი: Count Alucard
31 დეკემბერი 2013 00:06
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ერთი რამ აშკარაა, რომ ნორვიჩთან გაგვიმართლა და რუნის გარეშე გუნდს ძალიან უჭირს, ახლა მთავარია ტრავმა არ მიიღოს ვინმე წამყვანმა ფეხბურთელმა, რობინიც დაბრუნდება და მერე უკვე შეგვეძლება სერიოზულ მიზნებზე საუბარი.
0
№8
ავტორი: VaRdo
31 დეკემბერი 2013 03:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
-აცხადებს ინგლისელი ვარსკვლავი ეშლი იანგი.


ამაზე გამეცინა wink კარგია კარგი. მოგებების სერია უნდა გავაგრძელოთ და სხვა დავიკიდოთ ფეხებზე. ადრე თუ გვიან ეს მოგებები ცხრილის მაღლა აგვწევს. 4 მოგებული ამტჩით ვერ დაიანხე 3 ქულაღა გვაშორებს ოთხეულს. თან "პრემიერ ლიგა" ეს და არა "პრიმერა" რომ ყველა თამაშში 90% ფავორიტი იყო ვინმეზე. ასე, რომ მიდით ბიჭებო გაიჭირვეთ და ოთხეულში შევიდეთ ჯერ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top