თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2013, 14:40
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2049,
კომენტარები: 7
ვალენსიას ინტერვიუ
ვალენსიამ ფანების შეკითხვებს უპასუხა
ვალენსიას ინტერვიუ
"იუნაიტედის" გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ "ტვიტერის" საშუალებით კითხვები დაესვათ ანტონიო ვალენისასთვის.

ყველაზე მეტად რა მოგწონს ყოველდღიურ ვარჯიშში?

ეს არის "კვადრატი" [შუაში მყოფი ორი ფეხბურთელი ცდილობს ბურთი აართვას გარშემო მდგომებს]. მე ძალიან მიყვარს ეს ვარჯიში.

ვინ არის ამ ვარჯიშში საუკეთესო?

მე, რადგან არასდროს ვრჩები შუაში, სწორედ ამიტომ მიყვარს ეს ვარჯიში. ამაში საუკეთესო ვარ.

რამდენად ხშირად ვარჯიშობ შორ გადაცემებს?

ყოველდღე. ამ კომპონენტის გაუმჯობესებას ძალიან ბევრ დროს ვუთმობ, როდესაც ვარჯიში მთავრდება მე, დევიდ დე ჰეა და რამდენიმე ფეხბურთელი ვაგრძელებთ გადაცემებზე ვარჯიშს. ძალიან მომწონს ამის კეთება.

ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც ოდესმე გიმუშავია?

მე დავასახელებდი "იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელს. შემიძლია ასევე ბევრი გითხრათ ნაკრებიდან, თუმცა მათგან ორს გამოვარჩევ. ალეხანდრო კასტილიო, ყოფილი "ევერტონის" ფეხბურთელი და ჩემი დიდი მეგობარი კრისტიან ბენიტესი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან აღარ არის.

რომელი გაიმარჯვებდა სპრინტში, შენ თუ უსიან ბოლტი?

[იცინის]. არა მგონია დედამიწაზე ვინმეს შეეძლოს მისი დამარცხება. ალბათ ის იქნებოდა გამარჯვებული.

რა არის შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კლუბში?

ეს არის ლიგის მოგება 2011 და 2013 წლებში. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გრძნობაა, რაც ოდესმა გამომიცდია. მე ფანტასტიურად ვგრძნობდი თავს, როდესაც კისერზე მედალი მეკიდა. ვიმედოვნებ კიდევ ბევრჯერ მოვახერხებ ამ გრძნობის გამოცდას.

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
30 დეკემბერი 2013 14:43
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ცოტა აკლია ბოლტამდე wink
0
№2
ავტორი: chudikone
30 დეკემბერი 2013 14:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
არ არის ეს კაცი მანჩესტერის დონის და მომკალი cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Vodafone
30 დეკემბერი 2013 14:50
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
chudikone,
ძალიან მუშა ფეხბურთელია, შავ სამუშაოს ასრულებს და დარბის აქეთ-იქით დაუღლელად. მეტი რა ქნას არ არის კრეატიული მაგრამ გუნდს ძალიან ეხმარება, ასისტებსაც აკეთებს და გოლებსაც იტანს ხოლმე
0
№4
ავტორი: LizarD
30 დეკემბერი 2013 14:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
წელს გამოსდის რაღაცეები მაგრამ ვინგერობა ბურთის გაგდებას და გაკიდებას არ ნიშნავს.. და თუ ეგეთი კარგია პასებში ვარჯიშზე, თამაშზე რატო არ თამაშობენ ეგრე? :/
0
№5
ავტორი: GGMU
30 დეკემბერი 2013 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ძაან ბევრი დადებითი მხაარე აქ ვალენსიას არის სწრაფი , ტექნუკური და ჯანზეც არი პროსტა ერთფეროვანია რაა :) აიღებს ბურთს გარბის ან პასს აძველს ან აწოდებს :) ისე კაი მუიშა ტიპია
0
№6
ავტორი: Rosso Diavolo
30 დეკემბერი 2013 14:56
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ავტორ უსიან არა უსეინ
0
№7
ავტორი: buka oboladze
30 დეკემბერი 2013 22:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
chudikone,
ვერ დაგეთანხმები..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top