თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2013, 14:17
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1967,
კომენტარები: 5
უიგანი განაჩენს ელის
დარჩება პაუელი "პრემიერშიპში" სეზონის ბოლომდე?!
უიგანი განაჩენს ელის
ახალგაზრდა ინგლისელი, რომელიც "უიგანის" შემადგნელობაში სულ მალე 24-ე მატჩს ჩაატარებს, მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს ევროპის ლიგასა და ინგლისის მეორე დივიზიონ "ჩემპიონშიპში". მან ამ ტურნირებზე 8 გოლის გატანა უკვე მოახერხა. 19 წლის ნახევარმცველი, რომელსაც თავდასხმაშიც მშვენივრად გამოსდის მოქმედება, შესაძლოა სულ მალე ოლდ ტრაფორდზე დაბრუნდეს. ამასთან დაკავშირებით მისი ამჟამინდელი ბოსი, როსლერი და დევიდ მოიესი მოლაპარაკებებს მართავენ.

"მე ველაპარაკე დევიდს და როგორც ჩანს სიახლე ჯერ არ არის. ორშაბათს ან ოთხშაბათს ჩვენ საბოლოო დასკვნამდე მივალთ და ყველას გვეცოდინება ამ თემაზე პასუხი, დაბრუნდება ნიკი მანჩესტერში თუ სეზონის ბოლომდე დაიცავს "უიგანის" ღირსებას. ნიკი ნამდვილი ნიჭის მქონდე ფეხბურთელია და მე გამიხარდება თუ იგი ჩვენთან დარჩება." - აცხადებს როსლერი ინტერვიუში, რომელიც ჩაიწერა კვირას, "უიგანი" 0:0 "ბარნლი" მატჩის შემდეგ.

ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნიკ პაუელით პრემიერ ლიგის გუნდები (ევერტონი, ჰალ სიტი, სუონსი) ინტერესდებიან, რაც მის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას კიდევ უფრო რეალურს ხდის. მას შემდეგ რაც ნიკი "იუნაიტედს" შეურთდა მან მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ახლანდელი ბოსი, დევიდ მოიესი სულ მალე გადაწყვეტს მის ბედს, თუ რომელი გუნდის მაისური ეცმევა ახალგაზრდა ტალანტს მაისის ბოლომდე.

ამ დროისთვის "ჰალ სიტი" ლიდერობს მისი არენდით გადმობირებაში, მაგრამ "ვეფხვების" მწვრთნელმა, სტივ ბრიუსმა რამენაირად უნდა გადაწყვიტოს მის გუნდში არენდით მყოფი ჯეიკ ლივერმორის და დენი გრემის ბედი, ვინაიდან პრემიერ ლიგის გუნდებს აქვთ უფლება არენდით მხოლოდ 2 ფეხბურთელი ჰყავდეთ გუნდში.

წყარო: SkySPORTS
---
5 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
30 დეკემბერი 2013 14:22
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
უკეთესი იქნება თუ პრემიერ ლიგის გუნდში იქნება, შემდეგი სეზონიდან ძირითადის წევრი იქნება.
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
30 დეკემბერი 2013 14:28
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დარჩეს ანსხვაგან გადაიყვნონ არენდით გუნდში არ მოვიდეს ეხლა თორე სკამს მაგრად გახეხავს
0
№3
ავტორი: GGMU
30 დეკემბერი 2013 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ეხლა არ გვინდა ეს იმიტო რო ძირითადში მიანც ვერ მოხვდება და იჯდება სკამზე :) რომელიმე ეპლს გუნდში გადაიყვანონ სადაც დროც ექნება და გამოცდილებასაც მიიღებს
0
№4
ავტორი: LizarD
30 დეკემბერი 2013 14:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
დატოვონ... უარობა იქნება ამის გადმოყვანა...
0
№5
ავტორი: love united
30 დეკემბერი 2013 15:02
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ჯერ ჩვენთან არ გამოდვიდეს,ცოდოა,არ ათამაშებენ ძირითადში.იყოს სადაც არის,ან რომელიმე პრემიერ ლიგურ გუნდში გაანათხოვრონ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top