თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2013, 11:21
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1874,
კომენტარები: 10
უელბეკი - "იუნაიტედის" საიდუმლო იარაღი.
მიძინებული ფორვარდი გამოცოცხლდა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა.
უელბეკი -
ძალიან მნიშვნელოვანია გრძელი და ხარისხიანი სკამის ყოლა. "მანჩესტერ იუნაიტედი" კი კმაყოფილი უნდა იყოს დენი უელბეკის ყოლით სათადარიგო შემადგენლობაში.

ყველა ფიქრობდა, რომ უეინ რუნის პერსის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა. მთელი პასუხისმგებლობა ახლა უკვე მხოლოდ მის მხრებზე იყო, მაგრამ გამოჩნდა დენი უელბეკი, რომელმაც საკმაოდ კარგად მოახერხა ჰოლანდიელის შეცვლა, შეუმსუბუქა რუნის ტვირთი და გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლიც კი ითამაშა ბოლო რამდენიმე მატჩში.

ის შესანიშნავი იყო ყოფილი კლუბისთვის "ნორვიჩისთვისაც". მართალია დენი ვერ ხვდებოდა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა მეორე ტაიმში შემოსული ინგლისელი თითქმის ყოველთვის ახერხებდა გოლის გატანას. ცუდი სეზონის შემდეგ კი, წელს, დენიმ ძალიან კარგი თამაში აჩვენა და ბოლო ოთხ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა "იუნაიტედისთვის".

სერ ალექს ფერგიუსონის დროს, უელბეკი ძალიან ბევრს იბრძოდა გოლის გასატანად. ახლა კი უკვე დევიდ მოიესი აიძულებს მას ამის გაკეთებას. როგორც წინა სტატიებში მოგახსენეთ, მოიესმა ურჩია ახალგაზრდა ფორვარდს, რომ რუნისგან აეღო მაგალითი და ემუშავა მეტი. უელბეკმაც არ დააყოვნა, ყოველი ვარჯიშის მერე რჩებოდა, მუშაობდა ყოველგვარ კომბინაციებზე და როგორც ხედავთ შედეგი უკვე სახეზეა.

ნამდვილად დიდებულია, როცა ფანებს ესმით როგორ ამხნევებს მენეჯერი თავის ფეხბურთელებს, როგორ გვერდში უდგას მათ და მოუწოდებს მეტი მუშაობისკენ. ეს ყველაფერი კი შემდეგში გასაოცარ შედეგს გვაჩვენებს. მართალია ლეგენდები არ ხდებიან მხოლოდ ოფლის ხარჯზე, მაგრამ ტალანტთან ერთად ბევრი მუშაობაც აუცილებელია.

დეკემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, უელბეკმა გაიტანა ორჯერ მეტი გოლი, ვიდრე დანარჩენ სეზონში და მისი დარტყმის სიზუსტეც 10 პროცენტით გაიზარდა.

ასე თანდათანობით, ბევრი მუშაობით, უელბეკი უკვე ახერხებს საკუთარი ადგილის მოპოვებას გუნდში და ის კლუბისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება.

DailyMail.co.uk


სიახლეები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
30 დეკემბერი 2013 11:37
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
წელს ძალიან კარგად გამოიყურება დენი, საჭირო ფეხბურთელია.
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
30 დეკემბერი 2013 11:41
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მაგარ ფორმაშია წელს
0
№3
ავტორი: ლადო
30 დეკემბერი 2013 11:44
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ზანგოოო love
0
№4
ავტორი: love united
30 დეკემბერი 2013 11:58
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
გოლების გატანა დაიწყო,რაც მაგრად მომწონს.კიდე ბევრი უნდა ივარჯიშოს რომ დაიხვეწოს ბოლომდე
0
№5
ავტორი: Teklaa
30 დეკემბერი 2013 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
პერსის არ ყოფნაში ნამდვილად დაამტკიცა რო ეკუთვნის ძირითადში თამაში, მაგრამ პერსი რო დაბრუნდება რეგულარულად ვეგარ ითამაშებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მოიესი მისცემს ხოლმე შანსს.. ნადვილად ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა.. love
0
№6
ავტორი: chudikone
30 დეკემბერი 2013 12:47
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩიჩას ყოველთვის მირცევნოდა და მირჩევნია ! მუშა ფეხბურთელია, ძლიერი და სწრაფი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
30 დეკემბერი 2013 13:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესი ძალიან ენდობა ამას დ ადიდ იმედებს ამყარებს, ნელ–ნელა ამართლებს კიდეც. ძალიან მიხარია, მძიმე დროს ძალიან გამოგვადგა ამის კარგი თამაში და გოლები. კარგია რომ მეტს მუშაობს და შედეგსაც დებს ამის გამო
0
№8
ავტორი: zatara
30 დეკემბერი 2013 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
chudikone,

ჩიჩა სხვა კლასია საერთოდ... 2 სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია და არც უნდა შეადარო... მაგრამ ჩემი აზრით ჩიჩარიტოს უფრო ეკუთვნის დროს ვიდრე ამას...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№9
ავტორი: Manchester_M
30 დეკემბერი 2013 17:39
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კაი მასტია ზოგჯერ მაზაობს მარა მაინც. ამ ბოლო ტამაშებში მაგარს ყომარობს და 3 ქულაც მოგვიტანა.
0
№10
ავტორი: red devil
31 დეკემბერი 2013 07:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ravi magrad uchirs golis gatana
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top