თბილისი:
მანჩესტერი:
30-12-2013, 08:41
ავტორი: chudikone,
ნანახია: 1756,
კომენტარები: 8
ვან პერსი ბრუნდება ?!
რუნის და პერსის დუეტი შესაძლოა "ტოტენჰემთან" მატჩში ვიხილოთ.
ვან პერსი ბრუნდება ?!
ჰოლანდიის ნაკრების თილისმამ, ამ სეზინში 10 გოლის გატანა შეძლო ჯერ-ჯერობით, თუმცა 10 დეკემბერს მიღებულმა ტრავმამ მას გოლების გატანის შესაძლებლობა კიდევ უფრო შეუმცირა. ამასთანავე, "ნორვიჩის" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ დევიდ მოეისმა მედიასთან დასაიმედებელი კომენტარი გააკეთა, მაგრამ აღნიშნა ისიც, რომ გუნდის უდავო ლიდერი, უეინ რუნის თამაში "ტოტენჰემის" წინააღმდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

"ვიმედოვნებ, რომ რუნი ოთხშაბათისთვის ("დეზების" წინააღმდეგ) მზად იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მან საზარდულის დაზიანება მიიღო, რაც სერიოზულ ტრავმებში შეგვიძლია ჩავწეროთ. ვისურვებდი რომ მატჩიდან მატჩამდე დიდი დრო იყოს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ეს ასე არაა."

"რობინი შეუდგა მსუბუქი სახის ვარჯიშებს, მაგრამ ის შორსაა მის ოპტიმალურ ფორმასთან. მე იმედი მაქვს, ისიც უეინის მსგავსად მწყობრში შეხვდება მომავალ მატჩს. ჩვენ ხშირად არ გვაქვს იმის სიამოვნება, რომ რუნის და პერსის დუეტი ვიხილოთ შეტევის წინა ხაზში, სწორედ ამიტომ მინდა რომ არცერთი მათგანი დააკლდეს ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას." დაასრულა მოიესმა.

წყარო: Manutd.com
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
30 დეკემბერი 2013 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
პერსი თუ არა, რუნიმ ყველა ვარიანტში უნდა ითამაშოს...
0
№2
ავტორი: Ví Ví
30 დეკემბერი 2013 09:10
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ტოტენჰემთან უეჭვლი უნდა გყავდეს მოსაგები თამაშია მერე ორი ტურის მერე სტემფროდ ბრიჯზე გასვლა ძააან გაგვიჭირდება
0
№3
ავტორი: GGMU
30 დეკემბერი 2013 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
აუ რა მაგარი იქნება პერსი და რუნი ერთად ყველაზე ძაან ეს დუეტი მევასება <3 და იმედა მამლებს გაარღვევენ <3
0
№4
ავტორი: red devil
30 დეკემბერი 2013 10:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Au unda itamashon uechveli tore ver movigebt
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
30 დეკემბერი 2013 11:42
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რუნი უეჭველი ითამაშებს ამანრომც ითამაშოს ფორმაში კაიხანი ვერ ჩადგება
0
№6
ავტორი: Teklaa
30 დეკემბერი 2013 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
იმედია ტოტენჰემთან ორივეს ვიხილავთ.. ან ერთერთმა მაინც უნდა ითამაშოს თორეე გაგვიჭირდებააა
0
№7
ავტორი: Macklemore
30 დეკემბერი 2013 13:04
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რუნი მაინც უნდა იყოს! უელბეკი მშვენიერ ფორმაშია და ვან პერსის ანაცვლებს ამდენი ხანია, მაგრამ რუნის ვერ შეცვლის ვერავინ.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
30 დეკემბერი 2013 13:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რობინი შეუდგა მსუბუქი სახის ვარჯიშებს, მაგრამ ის შორსაა მის ოპტიმალურ ფორმასთან


არ მჯერა რა winked პერსი ფორმას არ დაკარგავს. ორივე მინდა ტოტენჰემთან და დადგებიან კიდეც. რუნიმ დუბლი და ეგაა, მშვიდად მოვამთავროთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top