თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2013, 14:42
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2734,
კომენტარები: 13
მოიესის ვრცელი ინტერვიუ
როგორ გახდა მოიესი იუნაიტედის მენეჯერი?
მოიესის ვრცელი ინტერვიუ
იყო სერ ალექსის მემკვიდრე არასდროს არ იქნება ადვილი. 26 წლიანი ბრწყინვალე კარიერის შემდეგ, შოტლანდიელის წასვლა ასოცირებული იყო "იუნაიტედის" გარდამავალ პერიოდთან. მოვიდა დევიდ მოიესი. მისი "მეფობის" დასაწყისი არც თუ ისე წარმატებული გამოდგა: მარცხი განიცადა სატრანსფერო ფანჯარაზეც და საფეხბურთო მოედანზეც.


თუმცა, დევიდ მოიესმა უეინ რუნის დახმარებით შეძლო გაემარჯვა ბოლო 5 მატჩში, რაც ნამდვილად არ არის ცუდი შედეგი. "წითელი ეშმაკები" კარგად ასპარეზობენ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ახლა "ოლიმპიაკოსს" ელიან.


დევიდ მოიესმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა MUTV_სთან, სადაც განვლილ 6 თვეზე ისაუბრა. Redarmy.ge_ს საშუალებით კი მას სრულად გაეცნობით.


მოიესის ვრცელი ინტერვიუ


მომენტი, როდესაც სერ ალექსმა დევიდ მოიესს მენეჯერობა შესთავაზა


"ეს ის მომენტი იყო, როდესაც არაფერი გესმით. ჩემს თავს ვეუბნებოდ: "ღმერთო ჩემო, ნუთუ მან ეს მართლა მითხრა". ამის შემდეგ ჩვენ დავჯექით და ბევრი ვისაუბრეთ შემადგენლობაზე, ბოსებზე და კლუბზე. სერ ალექსმა მითხრა, რომ ეს საუბარი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. მანამ, სანამ თანამდებობიდან არ გადადგებოდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც საიდუმლოს შენახვა მთხოვა".

"ეს ყველაფერი მხოლოდ ცოლს ვუთხარი, რადგან სერ ალექსმა ამის ნება დამრთო. სიტყვა არ დამცდენია ბავშვებთან და დედასთან. ამ საიდუმლოს მე და ჩემი ცოლი ვინახავდით. არავისთვის არაფერი არ გვითქვამს".

"ამავე დროს მე კარგი ურთიერთობა მქონდა "ევერტონის" თავჯდომარესთან. მინდოდა ჩვენი ურთიერთობა მაღალ დონეზე ყოფილიყო, მაგრამ სერ ალექსის საიდუმლო მას არ ვუთხარი. არ ვისურვე ეს ამბავი გავრცელებულიყო".


მოიესის ვრცელი ინტერვიუ


გიფიქრიათ იმაზე, რომ სერ ალექსის მემკვიდრე გახდებოდით?


"ადამიანები ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ მე "იუნაიტედის" მწვრთვნელი გავხდებოდი. მე ხშირად ვფიქრობდი თუ როგორ მწვრთვნელებს ირჩევდნენ აქ. მეგონა, რომ შემდეგი მე ვიქნებოდი. მანჩესტერში მწვრთვნელებს გარკვეული კრიტერიუმებით არჩევენ და ვფქირობ, მე ამ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ".

"როდესაც, ადამიანი სამუშაოს კარგად ასრულებს, მედია ყოველთვის მის შემდეგ სამსახურზე წერს. ასე ხდებოდა, მრავალი წელი. თუმცა, როდესაც გაიგეს ოჯახში ჩემი ამბავი, ყველა მღელვარებამ მოიცვა.რადგან ეს მათთვის მოულოდნელი ამბავი იყო".



ბევრი ფიქრობს, რომ სერ ალექსი თქვენთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს


"მე ამ ყველაფერს პირიქით ვგრძნობ. მე ვგრძნობ, რომ ის გვერდში მიდგას. მე ვერ ვხვდები მას იმდენჯერ, რამდენჯერაც მისი ნახვა მსურს. მინდა, რომ მას რეგულარულად ვხედავდე. საბოლოო ჯამში, იგი ძალიან კარგი პიროვნებაა. დამერწმუნეთ, ყველა მენეჯერი ისურვებდა მისგან რჩევებს. მან ჩემთვის უკვე კარგი საქმე გააკეთა, იგი არ ერევა ჩვენს საქმეში და საკმაოდ შორ დისტანციასაც იკავებს ჩვენგან.".

"სერ ალექსი კლუბის დირექტორია და მის სიტყვას დიდი ფასი აქვს. სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს ჩვენი კლუბის მომავალი. ჩვენ ერთად განვავითარებთ ყველანაირ იდეას. ჩვენ სერ ალექსი სწორად უნდა გამოვიყენოთ, რადგან მას ძალიან დიდი ცოდნა აქვს საფეხბურთო სფეროში".


როგორი გრძნობა იყო, როდესაც სერ ალექსმა გულშემატკივრებს ახალ მენეჯერის თანადგომა სთხოვა


"მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, რადგან იმ დღეს "ევერტონს" თამაში ჰქონდა. როდესაც, ამის შესახებ გავიგე ძალიან გამიხარდა. რამდენიმე დღის შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ჩავედი, სადაც ბრწყინვალე დახვედრა მომიწყვეს. ეს სერ ალექსის დამსახურებაა".

[center]"მე ახლა უნდა მოვიპოვო აპლოდისმენტები, რომლებციც მთელი კარიერის მანძილზე გამყვება. მან ჩემთვის ბევრი გააკეთა. მე რამდენჯერმე ვიყავი მანჩესტერში და იუნაიტედის გულშემატკივრები კარგად მხვდებოდნენ, მისურვებდნენ წარმატებას".

[/center]

მოიესის ვრცელი ინტერვიუ



როგორი გრძნობაა, როდესა ფილ ნევილი და რაიან გიგზი გყავთ სამწვრთვნელო შტაბში?


"მე ბევრი ვესაუბრე ფელანს და რენე მალესტინს. ისევე როგორც ერიკ სტილს. ჩვენ გვქონდა 2 შეხვედრა, სადაც სურვილი გამოვთქვი, რომ კარგი ურთიერთობა გვექნებოდა. ვკითხე რენეს, დარჩებოდა თუ არა ჩემთან ბოლომდე. საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ კლუბი დაეტოვებინა და ჩემთვის მეტი თავისუფლება მოეცა. ვფიქრობ, ეს მისგან სწორი ნაბიჯი იყო".

"ჩემთან არიან ფილ ნევილი და სტივ რაუნდი. რომლებიც, სამუშაოს ბრწყინვალედ ართმევენ თავს. ჯიმი ლამსდენი, რომელიც ბავშვობიდან გვერდით მიდგას. მე ვგრძნობ მათ დახმარებას და ეს ყველაფერი ერთ საერთო ბალანსს ჰქმნის".

"ალბათ, ყველაზე დიდი დახმარება გიგზისგან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ დიდ ფეხბურთს თამაშობს, შეუძლია დახმარება მწვრთვნელის ამპულიდანაც გამიწიოს. დიდ მადლობას ვუხდი რაიანს, რადგან მისი ეს არჩევანი ძალიან მეხმარება".


მოიესის ვრცელი ინტერვიუ


უეინ რუნისთან ერთად მუშაობა


"საოცარია, როგორ იცვლება ფეხბურთში ყველაფერი. "ევერტონში" მუშაობისას პატარა ბიჭი იყო უეინი, როდესაც შანსი მივეცით. ამის შემდეგ იგი "იუნაიტედში" გავყიდეთ და საბოლოოდ ისევ ერთად ვართ. ამ ზაფხულ მის ტრანსფერთან დაკავშირებით არეულობა იყო, რაც საბოლოოდ გამოსწორდა".

"უეინ რუნი ყველაფერს ბრწყინვალედ ასრულებს. უეინმა საბოლოოდ დაიბრუნა ის პოზიცია, სადაც საუკეთესო იყო. დარწმუნებული ვარ, იგი არავის დაუთმობს თავის ადგილს".


ზაფხულის სატრანსფერო პერიოდზე


"სატრანსფერო ფანჯარა რთული გამოდგა, რადგან ჩემს სამუშაოს პირველ ივლისამდე ვერ შევუერთდი. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ფეხბურთელების შეძენა ვერ შევძელით. თუმცა, ჩვენ რამდენიმე ვარიანტს მაინც განვიხილავდით".


"სერ ალექს ფერგიუსონმა მითხრა თუ რა მჭირდებოდა. ჩვენ სკაუტებთან ერთად ვმუშაობდით. საბოლოოდ 2-3 მოთამაშეც შევარჩიეთ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ისინი ჩვენთან არ არიან. ამის შემდეგ, ვცდილობდი ყველასთვის მიმეცა შანსი ამხანაგურ შეხვედრებში, რათა უკეთ დამენახა მათი გუნდის შესაძლებლობები".


რომელმა ფეხბურთელმა გაგაკვირვათ ვარჯიშზე? (პოზიტივის მხრივ)


"ბევრმა მათგანმა. როდესაც პირველად მოვედი სამუშაოზე, მე შევხვდი ვიდას, რიოს და უეინს. მანამდე კი შეხვედრა მქონდა რაიან გიგზთან, მისგან ძალიან დიდი დახმარება მივიღე. თითოეულ ამ მოთამაშეს ესმის, რომ დიდი პასუხისმგებლობის წინაშე დგანან".

"არ შემიძლია არ გამოვყო პატრის ევრა. რომელიც გასახდელში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, ისევე როგორც მოედანზე. იგი თითოეულ მოთამაშეს მოტივაციისკენ მოუწოდებს ".


მოიესის ვრცელი ინტერვიუ


რას იტყვით ჩემპიონთა ლიგაზე


"მე სიამოვნება მივიღე თამაშებით. ყველაფერი ძალიან კარგად წავიდა. ჩვენი საუკეთესო თამაშები ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ, სადაც ბევრი გოლის გატანას ვცდილობდით. სიმართლე გითხრათ კლუბის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ახლა უფრო მეტს მოვითხოვ. რადგან შემდეგი ეტაპი საკმაოდ რთული იქნება. იმედი მაქვს, საკმაოდ ბევრ გოლს გავიტანთ და სანახაობრივ მატჩს წარმოგიდგენთ".

"ლევერკუზენთან გასვლაზე გამარჯვება ძალიან კარგი იყო. არ დამავიწყდება პირველი თამაში, სადაც სწორედ გერმანელებს გავუტანეთ 4 ბურთი. ძალიან კარგია, როდესაც ტურნირის პირველ მატჩს ბრწყინვალედ ატარებ".


მოიესის ვრცელი ინტერვიუ


როგორც ჩანს, თითოეული დამარცხება გაძლიერებთ


"დიახ, ეს ასეა. თითოეული დამარცხების შემდეგ, შენ ცდილობ ეს პრობლემა გამოასწორო. ევერტონთან და ნიუკასლთან დამარცხება იმან გამოიწვია, რომ ერთი გოლის გატანაც ვერ მოვახერხეთ. სწორედ ამიტომ გაუადვილდათ მათ ჩვენი დამარცხება".

"ჩვენ შეგვიძლია უკეთ ვითამაშოთ. უნდა ვეცადოთ გამარჯვებები მოვიპოვოთ და მათ შორის დიდი შესვენება არ უნდა იყოს. წინა თამაშებში მხოლოდ და მხოლოდ ცოტა დაგვაკლდა იმისთვის, რომ სასურველი შედეგისთვის მიგვეღწია".


მოიესის ვრცელი ინტერვიუ


გეგმავთ თუ არა იანვარში შენაძენებს


"ვფიქრობ, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. არ მომწონს, როდესაც ექსპერტები ჩვენს სატრანსფერო მიზნებზე საუბრობენ. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი, კლუბი გვერდში დამიდგება რათა სასურველი ფეხბურთელები შევიძინოთ, რაც საკმაოდ რთულია".

"მანჩესტერ იუნაიტედი ისეთი კლუბია, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთელები უნდა მოიყვანო. იანვარში სწორედ ამას შევეცდებით, მაგრამ ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება".

"ვფიქრობ, კლუბი სწორედ ვითარდებოდა და რადიკალური ცვლილებების გაკეთება არაა საჭირო. ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, სწორედ ესაა ფეხბურთი. ხალხს ესმის, რომ მე დრო მჭირდება კლუბის საქმეებში კარგად გასარკვევად. მცირე დრო მჭირდება, რომ ფეხბურთელები კარგად შევისწავლო".


რა იცოდით და რა გაიგეთ "იუნაიტედის" შესახებ


"სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან მანჩესტერის ფანები არიან. ათასობით ადამიანი ჩვენს თამაშებს უყურებს, ამის შესახებ ვიცოდი, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდი როდესაც ეს ვნახე ტაილანდში, ავსტრალიასა და იაპონიაში. ამის შემდეგ მივხვდი, რომ "იუნაიტედი" საფეხბურთო კლუბზე მეტია".

თქვენ ნამდვილად არ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა?


"მესმის, რომ ეს უფრო გაიზრდება. მაგრამ, იმედი მაქვს ეს გამარჯვებების ხარჯზე მოხდება. მე ეს მანამდე ვთქვი, სანამ რამე ღირებული მომიგია. მე ჯერ არაფერი მაქვს ისეთი, რომ ვიამაყო. სწორედ ეს არის ჩვენი გეგმა- გამოვიდეთ გარეთ და ამაყად ვიყვიროთ, რომ ჩვენ გვაქვს მრავალი ჯილდო".

"სანამ მე ამას მოვაგვარებ, ფეხებს მაგიდის ქვეშ დავაწყობ და მოვიგებ ტიტულებს. მინდა ეს ზედმეტი ხმაურის გარეშე მოხდეს და რაც შემეძლება ყველაფერს გავაკეთებ სასურველი მიზნის მისაღწევად".


მოელით თუ არა მომავალში გამოწვევებს?


"არ შემიძლია ეს კლუბი სიტყვებით აღვწერო. მე მომავალში გარკვეულ გამოწვევებს ველი. ჩემი მიზანია მომავალში უფრო მეტი ახალგაზრდა გამოვიყვანო მოედანზე და ვიყოთ ამაყები, რადგან "იუნაიტედი" ბევრს მიაღწევს. სწორედ ეს გამოწვევები დგას ჩემს წინაშე".



სტატიაზე მუშაობდნენ Beckham7 და Love united
სიახლეები, ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
29 დეკემბერი 2013 14:46
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
იმედია წაიკითხავთ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: Vodafone
29 დეკემბერი 2013 14:53
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ბიჭებო 3d_5 ძალიან საინტერესო ინტერვიუა.

მოსვლის დღიდან მჯეროდა მოიესის და ახლაც დარწმუნებული ვარ რომ დიდ წარმატებას მიაღწევს. ეს სეზონი შეიძლება მცირე ჩავარდნა იყოს, მაგრამ შემდეგ სეზონებში აუცილებად გამოსწორდება. In David We Trust!
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 დეკემბერი 2013 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყოჩაღ ავტორებო, ძაან კაი სტატია fellow
0
№4
ავტორი: love united
29 დეკემბერი 2013 15:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საინტერესო სტატიაა.ყოჩაღ გიო.მაგან იმუშავა, მე ცოტა დავეხმარე :დ
0
№5
ავტორი: VaRdo
29 დეკემბერი 2013 16:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ ავტოოორ love მომეწონა ყველაფერს სწორად საუბრობს. მჯერა ამ კაცის და რაქვან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: BirdGirl
29 დეკემბერი 2013 16:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ძაან კარგი იყო ^_^
ყოჩაღ ავტორ <3
0
№7
ავტორი: GeorgeBest
29 დეკემბერი 2013 18:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წლის საუკეთესო სიახლეა good2
0
№8
ავტორი: becks
29 დეკემბერი 2013 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
ძალიან საინტერესო და კარგი სტატია იყო good2
0
№9
ავტორი: ReD-JaMeS
29 დეკემბერი 2013 20:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
მაგარია 3d_5
0
№10
ავტორი: red devil
29 დეკემბერი 2013 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol bichebo magaria. Kargad isaubra davidma
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top