თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2013, 16:06
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1646,
კომენტარები: 7
კაგავას ინტერვიუ
შინჯი კაგავამ პასუხი გასცა გულშემატკივრების კითხვებს
კაგავას ინტერვიუ
ცოტა ხნის წინ შინჯი კაგავამ პასუხი გასცა გულშემატკივრების კითხვებს, რომელიც მას ინგლისური და იაპონური "ტვიტერის" გვერდების საშუალებით დაუსვეს.

როგორ მუსიკას უსმენ, როდესაც მომავალი მატჩისთვის ემზადები?

მე ვუსმენ იაპონურ პოპ მუსიკას, რათა დავისვენო და სიმშვიდე შევინარჩუნო. მუსიკას ხასიათის მიხევით ვარჩევ, ზოგჯერ სწრაფს ვუმენ, ზოგჯერ შედარებით ნელს. ჩემი საყვარელი ჯგუფია "Exile". ისინი ძალიან პოპულარულები არიან იაპონიაში, თუმცა არა მსოფლიოს მასშტაბით. მე მომწონს მათი მუსიკა, ის მეხმარება განწყობის ასამაღლებლად. მუსიკა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უკეთესი ფეხბურთელი გახდი, რაც "იუნაიტედს" შეუერთდი?

დიახ, სხვაგვარად ვერც იქნება. გუნდში ძალიან ბევრი გამოცდილი ფეხბურელია. მათგან ბევრს ვსწავლობ და ყოველდღე ვვითარდები. არც ისე ბევრ იაპონელ და აზიელ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები ასეთ დიდ კლუბში, ამიტომ მე ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ასეთ პოზიციაზე ვარ. ეს ძალიან მახარებს და ამაყს მხდის.

ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი კლუბში?

ალექს ბიუტნერი ჩემთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობს და ჩვენ გუნდს ერთად შევუერთდით. მოსვლის დღიდან მე მასთან ძალიან ახლოს ვარ. ალექსი "ვიტესში" რამდენიმე იაპონელ ფეხბურთელთან თამაშობდა და მან საშუალო დონეზე იცის იაპონური. ამან საშუალება მომცა მასთან უფრო ახლოს ვყოფილიყავი.

ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყავი, რა იქნებოდა შენი პროფესია?

ალბათ რაიმე სხვა სპორტს ავირჩევდი. მე მითამაშია სხვადასხვა სპორტული თამაში ადრეული ასაკიდან და ძალიან მომწონდა ისინი, ამიტომ ვფიქრობ რომელიმე სხვა სპორტში ვიქნებოდი. თუმცა დარწმუნებული არ ვარ ზუსტად რომელში.

ვინ იყო შენი საყვარელი ფეხბურთელი როდესაც იზრდებოდი და რატომ?

როცა ბავშვი ვიყავი მე "J-ლიგის" დიდი გულშემატკივარი ვიყავი, თუმცა გამორჩეულად არცერთ ფეხბურთელს არ ვანიჭებდი უპირატესობას. მაშინ არ მქონდა საშუალება მეყურებინა ევროპული ფეხბურთისთვის ტელევიზორში, ამიტომ იაპონიის გარდა სხვა საფეხბურთო მოვლენებს ვერ ვადევნებდი თვალს. როცა ევროპაში ჩამოვედი ხშირად ვუყურებდი სხვა თამაშებსაც. "დორტმუნდში" ყოფნის დროს, ყველაზე მეტად მომწონდა ანდრეს ინიესტა.

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
28 დეკემბერი 2013 16:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ee cudia ro ver gaixsna bolomde arada chkviani fexburtelia
0
№2
ავტორი: Shako Jones
28 დეკემბერი 2013 16:26
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
უნიჭიერესი ფეხბურთელია :)) წელს ტრავმები და გრიპი იმედია ხელს აღარ შეუშლის :) ფლეიმეიკერად რო ეყენოს უდიდეეს სარგბელს მოუტანს გუნდს
0
№3
ავტორი: GeorgeBest
28 დეკემბერი 2013 16:50
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბიუტნერი იქნება ყველაზე ახლო მეგობარი აბა რა, ორივე ერთად ზიხართ ხოლმე სკამზე :დ არაა ამ კაცის საქმე ეს ფლანგი, სუსტია და ვერ გაქაჩავს წინ და უკან სირბილს ინგლისში, არ გამოუვა ამას დაცვაში თამაში. ძალიან კრეატიულია და როდესაც თავის პოზიციაზეა მოაქვს სარგებელი. წელიწადში ერთხელ რომ დააყენებ თავის პოზიციაზე მეტს ვერ გააკეთებს ეს კაცი
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
28 დეკემბერი 2013 17:29
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გიორგი,

ორივე სკამს ხეხავს :დდდ

დღეს აუცილებლად უნდა ათამაშოს მოიესმა
0
№5
ავტორი: chudikone
28 დეკემბერი 2013 17:44
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
თავდამსხმელის უკან როცა მოქმედებს მაშინ ყოვეთვის სახიფათო შეტევებს ვქმნით ხოლმე, მაგრამ სულ მასე რო ითამაშოს მერე ვან პერსი იჩაგრება. რაღაც უნდა მოიფიქროს მოიესმა სასწრაფოდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: Wardell
28 დეკემბერი 2013 21:22
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
ისეთ შთაბეჭდილებას მიქმნის კაგავას და იოზილის თამაში რო თითქოს პასის გაკეთება ურჩევნიათ დარტყმას და ეს რიგ შემთხვევებში ცუდია გუნდისთვის წელსაც და შარშანაც ბევრი მომენტი იყო როცა გატანა შეეძლო მაგრამ მაინც პასს ეძებდა :((( უნიჭიერესია მაგრამ ცოტა თავის თავზეც უნდა აიღოს
0
№7
ავტორი: GGMU
29 დეკემბერი 2013 09:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ეს კაცი გამთამაშებლად უნდა იყოს გუნდშ და არა ფლანგი ნახევარმცველად
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top