სერ ალექს ფერგიუსონი დამრწმუნებულია,რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ბრაზილიელ მცველს რაფაელ და სილვას შეუძლია "იუნაიტედში" იგივე წარმატებას მიაღწიოს რაც მის დროზე გარი ნევილმა მიაღწია.
"ეს ბრაზილიელი ბიჭი დიდი ნიჭის მატარებელია." - განაცხადა სერ ალექსმა ინტერვიუში.
"ის ძალიან დიდი დატვირთვის ვარჯიშობს.რაც მთავარია მასზე ძალიან დიდი ზეგავლენას ახდენს გულშემატკივრების ფაქტორი და მისთვის ეს ძალიან სასარგებლოა,რადგან ამის ხარჯზე ის უფრო და უფრო მეტს ინდომებს.როდესაც ის ზაფხულში თავის ქვეყანაში ჩადის ის ეზოში მეზობელ ბიჭებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს."
"შეიძლება ის იყოს ძალიან იმპულსური და ხიტრი,მაგრამ მის დადებით თვისებებში გამოიკვეთა თავისი სისწრაფე,ტექნიკა,შრომისუნარიანობა და სხვა.ის ძალიან კარგ ფორმაში ჩადგან მიმდინარე სეზონში."
"ის ძალიან ჰგავს გარი ნევილს.გარისაც თავის დროზე არ უწევდა ძირითად შემადგენლობაში თამაში,მაგრამ მას გაუმართლა მაშინ,როდესაც ჩვენ გუნდში ახალგაზრდების ხანა დავიწყეთ."
"გარი არასოდეს არ ჰყრიდა ფარ-ხმალს.ის ყოველთვის პროგრესირებდა და მუშაობდა საკუთარი თავის გადაუმჯობესებლად და ამ ყველაფრის ხარჯზე ის მართლაც უდაოდ გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გუნდის ისტორიაში."
"გარი გუნდში მოვიდა,როგორც ცენტრალური მცველი,მაგრამ დროთა განმავლობაში მან პოზიცია შეიცვალა და ფლანგზე გადავიდა.რაფაელი არის ნიჭიერი ბიჭი ბუნებით და იმედი მაქვს კლუბში იქნება,როგორც "ახალი გარი ნევილი." - დაასრულა ფერგიმ.