თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2013, 01:35
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1448,
კომენტარები: 6
რუნი: ჩვენ განსხვავებული თამაში გველის
უეინ რუნიმ მომავალ მეტოქეზე და "ბოქსინგ დეიზე" ისაუბრა
რუნი: ჩვენ განსხვავებული თამაში გველის
უეინ რუნი ფიქრობს, რომ "ნორვიჩ სიტი" "იუნაიტედს" შესთავაზებს "ჰულ სიტისგან" განსხვავებულ თამაშს და დარწმუნებულია, რომ მისი გუნდელები მზად არიან ამ გამოწვევისთვის.

"წითლებმა" მოახერხეს კიდევ ერთი ქამბექის შესრულება "ბოქსინგ დეის" პირველ მატჩში, "ქეი-სი სტადიუმზე". შემდეგ გაჩერება კი "კეროუ როუდია" და რუნი აპირებს მომავალ მატჩში მორიგი სამი ქულის აღებას.

"ჰული" საკუთარ მოედანზე განსხვავებული სისტემით თამაშობს, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ თამაშის მოგება." - განუცხადა რუნიმ MUTV-ს. "შაბათის მატჩი განსხვავებული იქნება გუშინდელისგან, რადგან "ნორვიჩი" სხვა სტილით თამაშობს."

"კეროუ როუდზე" ყოველთვის კარგი ატმოსფეროა, ფანები შეეცდებიან ხელის შეშლას, თუმცა ყველას უნდა დავანახოთ ჩვენი სიძლიერე და იმედი მაქვს, რომ ამ მატჩს მოვიგებთ."


გადატვირთული რეჟიმის გამო უეინ რუნის მხოლოდ 48 საათი ექნება დასასვენებლად მატჩებს შორის.

"ჩვეულებრივ, თამაშიდან ორ დღეში ჩვენ აუზში ან დარბაზში ვართ და ძალებს ვიღდგენთ გასული მატჩიდან." დაამატა რუნიმ. "წლის ამ დროს განსხვავებული რეჟიმი გვაქვს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ინგლისში უნდა იყოს საახალწლო შესვენება, ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება. თუმცა ახლა ვერაფერს ვიზამთ, ჩვენ პროფესიონალები ვართ და ნებისმიერ სიტუაციას უნდა გავუმკლავდეთ."

რუნის ასევე ჰკითხეს იმოქმედებდა თუ არა ზამთრის დასვენება გულშემატკივრებზე: "დიახ, თუმცა გუნდს სჭირდება დრო ძალების აღსადგენად და ელემენტების დასატენად. დარწმუნებული ვარ, ეს მომგებიანი იქნება ნაკრებისთვისაც. ვიმედოვნებ, რომ ეს მალე მოხდება. ვფიქობ ეს მხოლოდ დროის საკითხია".


წყარო: ManUtd.com
სიახლეები
6 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
28 დეკემბერი 2013 01:37
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ისე მართლა საშინელებაა, 4 დღეში ორი თამაში თან რუნი რამდენს მუშაობს ძაან გადაიღალა, თითქმის მარტო ათრევს გუნდს ბოლო მატჩებია
0
№2
ავტორი: GGMU
28 დეკემბერი 2013 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
ძნელია ეს ბოქსინგ დეი რაა :X კვირაში 3 მატჩის 90 წუთი ჩატარება ადვილ არაა :X თან კიდე რუნი მაგარი მუშა ტიპია
0
№3
ავტორი: red devil
28 დეკემბერი 2013 10:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Norvichtan 3 qula gvinda uechveli
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
28 დეკემბერი 2013 10:19
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ეს ბოქსინდ დეი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოთ....კარგი მეტოქეები შეგვხვდა
0
№5
ავტორი: chudikone
28 დეკემბერი 2013 12:19
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჩვენ გამოცდილები ვართ ამ საქმეში და სხვას დაუცდება ფეხი, არაუშავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: GeorgeBest
28 დეკემბერი 2013 14:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მე მაინც ვფიქრობ, რომ ინგლისში უნდა იყოს საახალწლო შესვენება, ეს ყველასთვის სასარგებლო იქნება.

ერთ–ერთი მთავარი ხიბლიც ესაა პრემიე ლიგის, თუმცა ცოდოები ხართ :დ

0–2 და მოვდივართ, რუნის დუბლი დაიდოს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top