თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2013, 22:07
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2053,
კომენტარები: 16
Norwich City VS Manchester United - Preview
"ნორვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ
Norwich City VS Manchester United - Preview
"ნორვიჩი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - პრევიუ

სტადიონი: "კეროუ როადი", ნორვიჩი
მონაცემი: პრემიერ ლიგა, 19-ე ტური
მსაჯი: ფილ დაუდი
თარიღი: შაბათი, 28 დეკემბერი, 2013 წელი
მატჩის დასაწყისი: 19:00 (ჩვენი დროით)


Norwich City VS Manchester United - Preview

Norwich City VS Manchester United - Preview

"ნორვიჩი"

ტრავმირებულები: პილკინგტონი, ბენეტი, ტეტეი
დისკვალიფიკაცია: ტერნერი (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ჰოუსონი
შემადგენლობა:
მთავარი მწვრთნელი: კრის ჰიუტონი

"იადონების" ნახევარმცველს ჯონი ჰოუსონს დასჭირდება ფიტნეს ტესტების გავლა, რათა განსაზღვროს შეძლებს თუ არა თამაშს. მან უკვე გამოტოვა ორი მატჩი ზურგის ტრავმის გამო. ასევე, მეხუთე გაფრთხილების გამო "იუნაიტედის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს მაიკლ ტერნერი.

Norwich City VS Manchester United - Preview

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ნანი, ვენ პერსი, ფელაინი, რაფაელი, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: ვალენსია (1 მატჩი)
კითხვისნიშნისქვეშ: ვიდიჩი
შემადგენლობა: De Gea, Lindegaard, Smalling, Ferdinand, Evans, Evra, Vidic, Fabio, Nani, Fletcher, Cleverley, Giggs, Anderson, Young, Zaha, Januzaj, Rooney, Welbeck, Kagawa, Hernandez.
მთავარი მწვრთნელი: დევიდ მოიესი

"ჰალთან" მატჩში გაძევების გამო 1 მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს ანტონიო ვალენსიას. წინასამატჩო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო ჯონსმა, რომელიც ორი კვირით გამოაკლდება გუნდს. კიდევ ერთი დანარკარგი არის რაფაელი, რომელმაც პახის ტრავმა მიიღო "ვეფხვებთან" მატჩში.

გუნდების ფორმა

"ნორვიჩი"

Norwich City VS Manchester United - Preview

14-ე ადგილი, 19 ქულა

2013 წელს "იადონები" მხოლოდ 4 მატჩში დამარცხდნენ ბოლო 18 საშინაო მატჩიდან "პრემიერ ლიგაში". დეკემბერში კი მათ დააგროვეს მხოლოდ 5 ქულა 15 შესაძლოდან. ამ სეზონში გაშვებული გოლების მხრივ "ნორვიჩზე"(31 გოლი) ცუდი სტატისტიკა მხოლოდ "ფულემს"(35 გოლი) აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედი"

Norwich City VS Manchester United - Preview

7-ე ადგილი, 31 ქულა

მოიესის ხელმძღავენლობით, "იუნაიტედმა" პირველად მოიგო მიყოლებით 5 მატჩი ყველა ტურნირზე. ბოლოს ასეთი შედეგი მათ 2012 წლის ოქტომბერში დააფიქსირეს. ინგლისის ამჟამინდელი ჩემპიონები არ დამარცხებულან ბოლო 10 გასვლით შეხვედრაში - 6 მოგება, 4 ფრე. ბოლოს ისინი უცხო მოედანზე 22 სექტემბერს, "მანჩესტერ სიტისთან" დამარცხდნენ. ამ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" უკეთ თამაშობს გასვლაზე, ვიდრე სახლში. ბოლო 9 გასვლით შეხვედრაში მათ დააგროვეს 17 ქულა, ხოლო ანალოგიური რაოდენობის საშიანო მატჩებში მათ მხოლოდ 14 ქულა აიღეს.

Norwich City VS Manchester United - Preview

საინტერესო ფაქტები

ნახევარმცველი გარი ჰუპერი არის პირველი ფეხბურთელი "ნორვიჩიდან", რომელმაც გაიტანა მიყოლებით ოთხ საშინაო შეხვედრაში.

"ნორვიჩი" - ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომლის შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებს გოლის არ გაუტანიათ.

უეინ რუნიმ გასული სეზონიდან მოყოლებული "პრემიერ ლიგაში" გააკეთა 19 საგოლე გადაცემა. ამ მაჩვენებლით ის საუკეთესოა ინგლისში, მისი უახლოესი მდევრები კი ჟერარდი (15) და აზარი (15) არიან.

უეინ რუნის ანგარიშზე "იუნაიტედის" მაისურით 150 გოლია "პრემიერ ლიგაში". მასზე მეტი გოლი ერთი გუნდის მაისურით მხოლოდ ტიერი ანრის (არსენალი) აქვს - 175 გოლი.

Norwich City VS Manchester United - Preview

ურთიერთშეხვედრები

გუნდებმა ერთმანეთის წინააღმდეგ გამართეს 63 შეხვედრა ყველა ტურნირზე. "ნორვიჩმა" მოიგო 16, "იუნაიტედმა" 34, ხოლო 13 მატჩი ფრედ დასრულდა. ბოლო 16 ჩემპიონატის მატჩიდან "იუნაიტედის" წინააღმდეგ "ნორვიჩმა" მოიგო მხოლოდ 2 (13 წაგება, 1 ფრე). ხოლო ბოლო 12 ჩემპიონატის მატჩში "იადონებმა" რვა გოლის გატანა მოახერხეს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" სამჯერ გაიტანა 5 გოლი კალენდარული წლის ბოლო მატჩებში - "კოვენტრი", 1992 წელი (5-0), "ოლდჰემი", 1993 წელი (5-2) და "უიგანი" 2009 წელი (5-0). "ნორვიჩმა" ბოლო სამ საშინაო მატიდან ორჯერ დაამარცხა "იუნაიტედი", აქედან სტუმრებმა ვერცერთ მატჩში ვერ გაიტანეს გოლი. ბოლო ორ შეხვედრაში კი "წითელმა ეშმაკებმა" ერთნაირი ანგარიშით, 4-0 იმარჯვეს "ნორვიჩის" წინააღმდეგ.

ბოლო მატჩი "ნორვიჩის" მოედანზე

Norwich City VS Manchester United - Preview


ოფიციალური პრომო

მატჩის წინ
16 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
28 დეკემბერი 2013 00:14
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
აუცილებლად უნდა მოვიგოთ. მაგარი სერია გვაქვს manunited
0
№2
ავტორი: BERDI
28 დეკემბერი 2013 01:29
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ!
5-0 გადასარევი იქნება კარგ ფორმაში შევიდა გუნდი ადვილად უნდა დავამარცოხ ნორვიჩი და რუნიმ უნდა გაიბრწყინოს კიდევ ერთხელ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: jaspertv
28 დეკემბერი 2013 01:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
Uechveli Vigebt :* manutd
0
№4
ავტორი: jasper
28 დეკემბერი 2013 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ვიგებთ ხვალ უეჩველი თან ჰანდიკაპით gun2
0
№5
ავტორი: Macklemore
28 დეკემბერი 2013 02:41
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
უნდა მოვიგოთ. აუ ის თამაში რა მაგარი იყო გიგზმა ბოლოს რო შეაგდო და მოგვაგებინა! <3
0
№6
ავტორი: GGMU
28 დეკემბერი 2013 10:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 220
სგ კაი პრევიუა :) აუ რაც შეიძლება ბევრი გოლი გვინდა რაა თან რუნის მინდა რო ბომბარდირებში მოიგოსს

სგ კაი პრევიუა :) აუ რაც შეიძლება ბევრი გოლი გვინდა რაა თან რუნის მინდა რო ბომბარდირებში მოიგოსს

სგ კაი პრევიუა :) აუ რაც შეიძლება ბევრი გოლი გვინდა რაა თან რუნის მინდა რო ბომბარდირებში მოიგოსს
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
28 დეკემბერი 2013 10:20
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მაგარი პრევიუა, როგორც ყოველთვის .....ადვილად მოვუგებთ და ახალგაზრდები შემოიყვანოს ზაჰა
0
№8
ავტორი: UTD-Rule
28 დეკემბერი 2013 11:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
იმედია,როგორც ჰალთან ისე არ გვანერვიულებენ gun2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: Ví Ví
28 დეკემბერი 2013 11:55
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
უნდა ვაწამოთ უეჭველი აი 3 ქულა 100% უნდა ავიღოთ ლივერი უეჭველი ფრეს ითამაშებს
0
№10
ავტორი: love united
28 დეკემბერი 2013 12:23
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
უნდა მოვიგოთ და უფრო მივუახლოვდებით ლიდერებს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top