თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2013, 20:58
ავტორი: Amerigo,
ნანახია: 1880,
კომენტარები: 3
ისტორიის კვალდაკვალ (ნაწილი 3)
მე ვაგრძელებ სტატიათა ციკლს...
ისტორიის კვალდაკვალ (ნაწილი 3)
მოდით გავაგრძელოთ. მე ვეღარ მოვითმინე და გადავწყვიტე დღესვე შემომეთავაზებინა მე-3 ნაწილი. მოდით დავიწყოთ.
18 ადგილი
ბევრი არ მიფიქრია. მე-18 ადგილის ღირსად "რედინგისა" და"მანჩესტერ იუნატედის" დაპირისპირება მივიჩნიე. ეს არის ერთ-ერთი ქამ-ბექთაგანი, რომელიც ფერგიუსონმა შემოგვთავაზა. მე ის ყველაზე კარგად დამამახსოვრდა. მოდით სანამ აღვწერ თუ რით იყო ეს თამაში განსაკუთრებული გადავხედოთ გუნდების შემადგენლობებს. დავიწყოთ მასპინძლებით.
"რედინგი": ფედერიჩი, შორეი, მარიაპა, მორისონი, კუმინგსი, ლეიგერტვუდი, მაკკანუფი, ტაბი, რობსონ-კანუ, ადამ ლე ფონდრე და რობერტსი.
"მანჩესტერ იუნაიტედი": ლინდეგაარდი, რაფაელი, ევრა, ფერდინანდი, ევანსი, ანდერსონი, კერიკი, იანგი, ფლეტჩერი, რუნი, პერსი.
მსაჯი:კრის ჰალსი;
დასწრება:24.095

მსაჯმა საათს დახედა. სასტვენი პირთან მიიტანა და მაგრათ ჩაბერა. მატჩი დაიწყო. "რედინგმა" ძალიან აქტიურად დაიწყო. ისინი მოედნის ცენტრში ბრწყინვალედ დომინირებდნენ. უკვე მე-5 წუთზე იუნაიტედი გადარჩა გაშვებულ გოლს. ისეთი პირი უჩანდა წითლებს დიდხანს არ გაუმართლებდათ. მე-8 წუთზე ჩამოაწოდა მაკკანუფმა. ბურთთან პირველი აღმოჩნდა რობსონ კანუ. ანგარიში გაიხსნა. 1-0. ლინდეგაარდი უძლური აღმოჩნდა. ამის შემდეგ გოლი ანდერსონმა გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 1-1. ეშლი იანგის გადაცემის შემდეგ ანდერსონმა მარცხენა კუთხიდან შეირბინა და მეკარეს უახლოეს კუთხეში გაუტანა. ამის შემდეგ ზუსტად 4 წუთში ჯონი ევანსი წააქციეს საჯარიმოში. უეინ რუნი მივიდა ბურთთან დაარტყა და ზუსტია. წითლები წინ გადიან. ანგარიშია 1-2. ეს უკვე კარგია! რუნის უძლიერესი დარტყმა მარჯვნივ წავიდა. მეკარე კი მარცხნივ. საოცარია! ამის შემდეგ დგება 19 წუთი. კუთხურიდან აწვდის ნიკი შორეი. პირველი ადამ ლე ფონდრეა ბურთთან. ის ურტყამს და ანგარიში თანაბრდება. 2-2. ბრწყინვალე გოლი. ლინდეგაარდი ადგილზე ხტება, მაგრამ ბურთის აღებას ადგილზე ნახტომი არ შველის. ამის შემდეგ კიდევ ერთი კუთხური 22 წუთზე და გოლი. კიდევ ერთი გაშვებული გოლი კუთხურიდან. მეკარის ისევ ადგილზე ნახტომი. გოლის ავტორია სინ მორისონი, ხოლო გადაცემის ნიკ შორეი. მსაჯი უხეშობისთვის 27-ე წუთზე რაფაელს აფრთხილებს. ამის შემდეგ ბრწყინვალე გადაცემა რუნის მისამართით. ისიც არ აყოვნებს და ანგარიშს 3-3 ხდის. ფერგიუსონი ხვდება ყველაფერს და რაფაელი 32-ე წუთზე გაყავს მოედნიდან. სმოლინგი თამაშში აქტიურად ერთვება. ამის შემდეგ რუნის გენიალური გადაცემა რობინ ვან პერსიზე და ჰოლანდიელის გოლი. ეს უკვე ფანტასტიკაა. 33 წუთში 7 გოლი. პირველივე ტაიმში ანგარიში 3-5 უნდა გამხდარიყო, მაგრამ მსაჯებმა გოლი არ ჩათვალეს. ანგარიში 3-4 დარჩა. პირველი ტაიმის ბოლოს ტრავმის გამო ანდერსონი გადის და მოედანზე ფილ ჯონსი შემოდის. პირველი ტაიმი ამით სრულდება. მეორე ტაიმში ბევრი ეპიზოდი არ ყოფილა. უბრალოდ მანჩესტერი დომინირებდა მოედანზე. 65-ე წუთზე პერსიმ მეკარეს ბურთი აართვა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. მატჩი მორჩა. წითლებმა მოიგეს. ბრწყინვალედ მოიგეს. ეს იყო ფერგიუსონის ერთ-ერთი საუკეთესო ქამ-ბექი. ნადვილად შესანიშნავი მატჩი. იმედია ხვდებით რატომ ავირჩიე მე ეს თამაში და გავამწესე ის მე-18 ადგილას.
სტატისტიკა.
დარტყმები:
მანჩესტერ იუნაიტედი-10
რედინგი-10
პოზიცია:
მანჩესტერ იუნაიტედი-51%
რედინგი-49%
ჯარიმები:
მანჩესტერ იუნაიტედი-12
რედინგი-10


ავტორი:გიორგი მაჭარაშვილი
სტატიები
3 კომენტარი
№1
ავტორი: love united
27 დეკემბერი 2013 21:06
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარი თამაში იყო
0
№2
ავტორი: Amerigo
27 დეკემბერი 2013 21:08
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
love united,
ნამდვილად))
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
27 დეკემბერი 2013 21:12
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი თამაში იყო ...

ComeBack Kings !! ♥
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top