თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2013, 16:20
ავტორი: Amerigo,
ნანახია: 1547,
კომენტარები: 5
ისტორიის კვალდაკვალ (ნაწილი 2)
როგორც შეგპირდით მე ვაგრძელებ...
ისტორიის კვალდაკვალ (ნაწილი 2)
გუშინ მე წარმოგიდგინეთ და გითხარით, რომ ვაპირებ 20 საუკეთესო "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ ჩატარებული მატჩის შესახებ მოგახსენოთ. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავალ. გუშინ თქვენ წაიკითხეთ დაპირისპირება ჰალსა და წითლებს შორის. ამ მატჩს მე ამ 20-ეულში ყველაზე ბოლო ადგილი მივანიჭე.
19 ადგილი
ბევრი ვიფიქრე თუ რომელი თამაში გამეყვანა 19-ე ადგილზე. საბოლოოდ არჩევანი შევაჩერე მანჩესტერულ დერბიზე. ის გაიმართა 2011 წლის 12 თებერვალს. მოდით სანამ რაიმეს ახსნაზე გადავალ გუნდების შემადგენლობებს გავეცნოთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი": ედვინ ვან დერ სარი, პატრის ევრა, კრის სმოლინგი, ნემანია ვიდიჩი, ჯონ ოში, ანდერსონ ოლივეირა, რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი და უეინ რუნი.
"მანჩესტერ სიტი": ჯო ჰარტი, მიკან რიჩარდსი, ვინსენ კომპანი, პაბლო საბალეტა, ალექსანდრ კოლაროვი, ჯოლეონ ლესკოტი, ჯეიმს მილნერი, გარეთ ბერი, დავიდ სილვა, იაია ტურე და კარლოს ტევესი.
არენა: "ოლდ ტრაფორდი";
მსაჯი: ანდრე მარინერი;
დასწრება: 75,322

მსაჯმა ჩაბერა სასტვენს. მატჩი დაიწყო. ორი გრანდი უპირესპირდებოდა ერთმანეთს. ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერი მანჩესტერული დერბი საოცარი საყურებელია. რათქმაუნდა, "ოლდ ტრაფორდი" გადაწითლებული იყო. ისინი სტვენით შეხვდნენ ყოფილ მანჩესტერელს, კარლოს ტევესს. მანაც ფანებს ცინიკური ტაშით უპასუხა. პირველივე წუთებიდან წითლებმა უპირატესობა მოიპოვეს. უკვე მეთოთხმეტე წამზევე გიგზის აქტიურობას მოჰყვა კუთხური. კუთხურის ჩასაწოდებლად ნანი დინჯად გაემართა. მან გამორბენი გააკეთა და მსაჯის სასტვენზე კარისკენ გაუშვა. ჯო ჰარტი კუთხურიდან ასე მარტივად ბურთს არ გაუშვებს. ის მშვენიერ ნახტომში ეუფლება ბურთს. წითელმა ეშმაკებმა საჯარიმოსთან მიიმწყვდიეს ცისფრები და ბურთის გამოტანის საშუალება არ მისცეს. შესანიშნავ გადაცემებს გვთავაზობდნენ ლეგენდარული პოლ სქოულზი და რაიან გიგზი. ამის შემდეგ ბურთი ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ნანის მიდის. ისიც არ აყოვნებს ცდილობს გაცდეს გარეთ ბერის, მაგრამ... ბერი მას ფეხში ურტყამს. ნანი მოედანზე გდია და ფეხზე იკიდებს ხელს. მალევე ადგება და თამაშს გააგრძელებს. ჯარიმიდან არაფერი გამოვიდა. ბურთი კვლავ ჯო ჰარტის ხელებშია. მისი გადაცემა იაია ტურეზე, რომელიც ცდილობს გაამწვავოს შეტევა, მაგრამ... არაფერი გამოდის. პატრის ევრა გაუვალია. ასე გაგრძელდა თამაში. წითლები ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ გოლი არსად ჩანდა. სიტის მეკარე და მცველები შეუცდობლად თამაშობდნენ. მე-18 წუთზე ვინსენ კომპანი უხეშობს და იღებს ყვითელ ბარათს. ის უკმაყოფილოა მსაჯის გადაწყვეტილებით. ამას მოჰყვა ალექსანდრ კოლაროვის უხეშობა. მსაჯი სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. ასე გაგრძელდა იქამდე, სანამ 41 წუთი არ დადგა. რაიან გიგზმა მიიღო ბურთი. ის ნამდვილი გენიოსია. მან გადაცემა გააკეთა ნანის მისამართით. ნანიმაც ბურთი საოცრად მიიღო. საბალეტა შეცდა. პორტუგალიელმა ბურთი დაამუშავა და წინ გამოსული ჯო ჰარტი უშანსოდ დატოვა. 1-0. "ოლდ ტრაფორდი" ფეხზეა. ისინი ტაშით ეგებებიან ლუიშის გოლს. დამწუხრებულს საბალეტას ბურთი კარიდან გამოაქვს და მიაქვს ცენტრისკენ. ის ერთხელ შეცდა პირველ ტაიმში, მაგრამ ეს ერთი შეცდომაც კი სასარგებლო გამოდგა "მანჩესტერ იუნაიტედისთვის". ასეთი გუნდია "მანჩესტერ იუნაიტედი". ამის შემდეგ უხეშად ითამაშებს ჯეიმს მილნერი უეინ რუნის წინააღმდეგ. მსაჯს ყვითელი ბარათები ეტყობა არ ენანება. მან ჯიბიდან ამოიღო ბარათი და ჰაერში აღმართა. არავინ კამათობს. ნამდვილად საშინლად ითამაშა ჯეიმს მილნერმა. ჯარიმას არაფერი ხიფათი არ მოჰყოლია. პირველი ტაიმი ამ მომენტიდან ზუსტად 3 წუთში დასრულდა. ის წითლებმა მოიგეს ანგარიშით 1-0. მეორე ტაიმი დაიწყო და "მანჩესტერ სიტიმ" მოიპოვა დომინირება. მათ 10 წუთიანი შტურმი მოუწყვეს წითლებს. 52 წუთზე შეტევის გასაძლიერებლად რობერტო მანჩინიმ კოლაროვი გაიყვანა და შონ რაით ფილიპსი შემოიყვანა. ცისფრებმა შეტევებს უფრო მოუხშირეს. 60-ე წუთზე მოედანზე მილნერის ნაცვლად ედინ ჯეკო გამოჩნდა. 65 წუთზე მოხდა საოცრება. სიტუაცია თითქოს გოლს არ მოასწავებდა. წითლების დაცვაში უცბად აირია სიტუაცია. ამით ისარგებლა ედინ ჯეკომ. მან უძლიერესად დაარტყა. ბურთი მოხვდა დავიდ სილვას ზურგზე და კარის ბადეში გაიხლართა. 1-1? დიახ. ანგარიში 1-1 გახდა. ვან დერ საარი გაოცებული დარჩა ბურთის უცნაური ტრაექტორიით. ვიდიჩმა სმოლინგს შეცდომისკენ მიუთითა და გუნდი შეაგულიანა. ამ თამაშის დათმობა არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ პოლ სკოულზს ნერვებმა უმტყუნა და იუხეშა მიკან რიჩარდსის წინააღმდეგ. 66 წუთზე ფერგიუსონმა მოედნიდან ანდერსონი გაიყვანა და ბერბატოვი გამოჩნდა მოედანზე. ის სწრაფად ჩაერთო თამაშში. გოლის შემდეგ სიტი დამშვიდდა და უფრო წყნარად დაიწყო შეტევაზე გადასვლა. 70-ე წუთზე უეინ რუნიმ ბურთი გაისწორა, მაგრამ მის დარტყმულს ჯოლეონ ლესკოტი გადაეღობა. 77 წუთზე დაიწყო შესანიშნავი შეტევა. რუნიმ და ბერბატოვმა კედელი გაითამაშეს. რუნის გადაცემა არაზუსტი გამოდგა, მაგრამ საბედნიეროდ ბურთან ფლეთჩერი აღმოჩნდა. მან ბურთი ნანის მიცა. მან ჩააწოდა და რუნის მაკრატელა. ეს საოცრებაა! ასეთი გოლი არასდროს მინახავს. 2-1. ყველა გაოცებულია. ჯო ჰარტი გაშეშებული იყურება. არ ჯერა, რომ გოლი გავიდა. ვინსენ კომპანის ბურთი კარიდან გამოაქვს და ცენტრისკენ მოისვრის. ყოველგვარი სურვილი დაეკარგათ ცისფრებს. სერ ალექსი ფეხზეა. ის გაოცებული და გახარებულია ამ გოლით. ყველა მანჩესტერის ფანი თაშს უკრავს. ამის შემდეგ 79 წუთზე მაიკლ კერიკი გამოვა პოლ სკოულზის ნაცვლად. სიტის შანსი აღარ აქვს. ისინი გონს ვერ მოვიდნენ. ტევესმა ცადა შეტევის წამოწყება. ამ დროს რაიან გიგზმა მას უკნიდან ფეხი გამოკრა. კარლოსი წაიქცა. მსაჯმა ჯიბისკენ წაიღო ხელი და იქიდან ყვითელი ბარათი ამოაცურა. გიგზმა ის ძალიან მშვიდად მიიღო. მთავარი ის იყო, რომ მისი გუნდი იგებდა. ამ ეპიზოდის შემდეგ თამაში მალევე დამტავრდა. კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო.
გთავაზობთ სტატისტიკას:
ბურთის ფლობა:
მანჩესტერ იუნაიტედი- 51%
მანჩესტერ სიტი- 49%
დარტყმები კარისკენ:
მანჩესტერ იუნაიტედი- 6
მანჩესტერ სიტი-8
დარტყმები კარის გარეთ:
მანჩესტერ იუნაიტედი- 5
მანჩესტერ სიტი-5
კუთხურები:
მანჩესტერ იუნაიტედი- 4
მანჩესტერ სიტი-7
ჯარიმები:
მანჩესტერ იუნაიტედი- 15
მანჩესტერ სიტი-13


შემდეგ სტატიაში (18 ადგილი).
ავტორი: გიორგი მაჭარაშვილი
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
27 დეკემბერი 2013 16:45
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი თამაში იყო !! საღოლ გიო კარგი გამოგივიდა როგორც ყოველთვის ველოდები მომდევნოს !!
0
№2
ავტორი: Amerigo
27 დეკემბერი 2013 16:59
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
H E R N A N D E Z 14,
აბა რა! მომდევნო უკეთესი მაქვს!
0
№3
ავტორი: Man United Fan
27 დეკემბერი 2013 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
ისეთი კარგი სიახლეა, მოითმენლად ველოდები მესამე ნაწილსgiorgi20002000,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№4
ავტორი: red devil
27 დეკემბერი 2013 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor kaia amtamashit ki martla visiamovne
0
№5
ავტორი: Amerigo
27 დეკემბერი 2013 18:22
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
Man United Fan,
red devil,
მადლობა! )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top